x
image
Yoona
Mediator image
ბინა გემზე „უტოპია“ – მოგზაურობის ყველაზე მდიდრული მეთოდი
საკრუიზო გემი, რომლის სიგრძე თითქმის 296 მეტრია, შექმნილია, როგორც მდიდრული მცურავი საცხოვრებელი სახლი. თავის მაცხოვრებლებს უზრუნველყოფს ყველა კეთილმოწყობით და გაემგზავრება მსოფლიოს მსხვილ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე, როგორიცაა უილმბლდონი, ოლიმპიური თამაშები და რიო–დე–ჟანეიროს კარნავალი.



image



უმდიდრესი ადამიანებისთვის მსოფლიოში მოგზაურობა ხშირად ცხოვრების წესად იქცევა. ახლა ამის გაკეთება შეუძლიათ თავიანთ ძვირადღირებულ აპარტამენტებთან ერთად. საკრუიზო გემი „უტუპია“, რომელიც მთელ მსოფლიოში იმოგზაურებს, მუდმივ ძვირადღირებულ აპარტამენტებს გვთავაზობს. გემის გაშვებამდე რამდენიმე წელია დარჩენილი.



image

სასადილო ოთახი ერთ–ერთ რეზიდენციაში




მცურავი რეზიდენციების ფასი 4, 4 მილიონიდან 36 მილიონ დოლარამდე მერყეობს. ბევრი დიდი ფართობის ბინა უკვე გაყიდულია.



image

სამზარეულოს დიზაინის მოდელი გემზე „უტოპია“



გემზე 190 ბინაა, თითოეულს სხვადასხვა ზომა და განლაგება აქვს, ფართობი 139–დან 576 კვადრატულ მეტრამდე. თითოეულ საძინებელს აქვს ოკეანის ხედი.



პროექტის ავტორი, დევიდ რობი აღნიშნავს, რომ დაავალა თავის არქიტექტორებს ისეთი გემის შექმნა, რომელიც იქნება, როგორც „დიდი ბინა ცენტრალურ პარკში“.



„სივრცე უნდა იყოს ელეგანტური და მარადიული“ – დაამატა მან. – მოდას ვერ მივყვებით, რადგან ამას დიდი დრო სჭირდება. ასევე გავაფრთხილეთ არქიტექტორები, რომ თუ სადმე ინტერიერი საკრუიზო ლაინერს მსგავსი იქნებოდა, ყველას გავათავისუფლებთ“.

image

მთავარი აუზი „უტოპიაზე“



ბორტზე გასართობი ვარიანტებიდან დაგეგმილია თეატრი, ღამის კლუბი, ჯაზის ლაუნჯი, კაზინო, ხელოვნების გალერეა და მოედანი გოლფისთვის. მაცხოვრებლები კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას შეძლებენ სხვადასხვა მეთოდით. გემზე შეგიძლიათ გაისეირნოთ სარბენ ბილიკზე, ივარჯიშოთ სავარჯიშო დარბაზში, იცურაოთ აუზზე, ეწვიოთ ჩოგბურთის და ფიტნესის გაკვეთილებს.



ბორტზე ასევე იქნება მდიდრული ბუტიკი–სასტუმრო 160 ნომრით, ასე რომ მაცხოვრებლებს შეუძლიათ ბორტზე მოიწვიონ ნათესავები, შვილები, შვილიშვილები და სხვა სტუმრები დიდი აპარტამენტის შეძენის გარეშე.



image

აბაზანის დიზაინის მოდელი ბინაში გემზე „უტოპია“



„ეს არის ერთგვარი რევოლუციური კონცეფცია, რომ იმოგზაუროთ მსოფლიოს შორეულ ადგილებში და გქონდეს მთელი ინფრასტრუქტურა, რაც სახლში გაქვთ“ – ამბობს ის.

„უტოპია“ პორტში დარჩება 1 კვირის განმავლობაში, განსხვავებით საკრუიზო ხომალდების უმეტესობისგან, რომლებიც ერთ დღეზე მეტხანს არ ჩერდებიან. „ვფიქრობ, ეს მოგზაურობის ყველაზე მდიდრული მეთოდია“.



რობი დარწმუნებულია, რომ „უტოპია“ იდეალური საცხოვრებელი ვარიანტია მათთვის, ვისაც სურს სამყაროს ნახვა, მაგრამ არ სურს უარი თქვას სახლის ფუფუნებაზე და კომფორტზე.



ასევე დაგაინტერესებთ:

იაფი და კარგი – როგორ გამოიყურება ყველაზე ბიუჯეტური სასტუმრო მთელ მსოფლიოში

სუსტი გულის ადამიანი აქ ვერ იცხოვრებს – კოტეჯი ლომების მეზობლად

24 წარმოუდგენელი სასტუმრო, სადაც მოხვედრას ახლავე ისურვებდით

წყვილი ორ ბავშვთან ერთად პატარა კარავში ცხოვრობს: ამ ოჯახის გამომგონებლობის შეიძლება შეგშურდეთ

მაქსიმალური ეკონომია: ავტოსახლი მზის ბატარეებზე


0
76
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
76