x
მეტი
  • 17.05.2024
  • სტატია:134701
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509038
ყაზახმა ძიუდოისტმა გოგომ, აიგერიმ აბილკადიროვამ ტოქ-შოუს მცველი ქვასავით დააგდო ძირს
image
ინციდენტი მოხდა "Ruh Fighting Championship"-ის პრეს-კონდერენციაზე-იუწყება "Orda.kz".

ვიდეოს კადრებში ყაზახი ძიუდოისტი გოგო ეკითხება "MMA"-ს მებრძოლ ალპამის უტელოვს: "რას ამბობდი ჩემზე შენს "ინსტაგრამ" გერდზე"?, ეაზეც სპორცმენისგან მიიღო პასუხი: "ალბათ შენს კბილებზე ვსაუბრობდი".


პასუხმა ყაზახი ძიუდოისტი გოგო დიდად არ აღუფრთოვანებია და მამაკაცი მებრზოლისკენ საჩხუბრად გაიწია, გზაზე მის გაჩერებას შეეცადა პრეს-კონფერენციის დაცვა, თუმცა ყაზახ ძიუდოისტ გოგოს ბევრი ჯაფა არ დასდგომია იმისათვის, დაცვის წევრი "დაუფიქრებლად დაეწვინა".


"ჩემი აგრესია ალპამისის მიმართ გამოიწვია მისმა სიტყვებმა, რომელიც შეურაცმყოფელი იყო ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, მამაკაცი ახალგაზრდა კოლეგაზე ასე არ უნდა საუბრობდეს "ინსტაგრამის" გვერდზე", მე მინდოდა მომეთხოვა პასუხი მისი სიტყვების გამო, სამწუხაროდ დაცვის სამსახურმა ხელი შემიშალა. ბოდიშს ვუხდი დაცვის წევრს, რომელიც ცხელ გულზე იატაკზე "დავაწვინე", იმედია ჩემს ბოდიშს მიიღებს"-დაწერა აბილკადიროვამ სოციალურ ქსელებში.


აიგერიმ აბილკადიროვა -27 წლის პროფესიონალი ძიუდოისტია, ამასთან ერთად ფოტომოდელი, მსახიობი და მსოფლიოს ერთადერთი ჩემპიონია "გეპლინგში" ყაზახეთიდან.



აიგერიმი აზიის ჩემპიონი და ყაზახეთის 11-გზის ჩემპიონია ძიუდოში.


საუკეთესო კომენტარები აიგერიმის მიერ მცველის "გდებაზე".

ეს აიგერიმის პირველი (თუმცა დამსახურებული) აგრესია არ იყო, ბელგიელ მეტოქესთან მტკივნეული ილეთით დამარცხებისას ყაზახმა ძიუდოისტმა მეტოქეს ფეხზე უკბინა.


ეს კი სულ სხვანაირი აიგირიმი, მთელი თავისი ბრწყინვალებით.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


















0
181
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
181