x
მეტი
  • 21.05.2024
  • სტატია:134801
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509141
უკრაინა მასიურად იყენებს ფრანგული წარმოების ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს, რომლის განაღმვას რუსები მასიურად ეწირებიან
image
საიდუმლოს არ გავთქვამ თუ ვიტყვი, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საფრანგემა მიაწოდა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, საუბარი მაქვს ეგრეთ წოდებულ "ჭკვიან" ნაღმებზე, რომელთა განაღმვა პრაქტიკულად შეუძლებელია და ამ ტიპის ნაღმს მხოლოდ გამოუცდელი გამნაღმველი ან თავის თავში ზედმეტად თავდაჯერებული გამნაღმველი თუ გაეკარება განაღმვის მიზნით.
საუბარი მაქვს ტანკსაწინააღმდეგო მაგნიტურ ნაღმზე "HPD2A2". თავიდანვე ვიტყვი, რომ მე ამ ნაღმთან პრაქტიკული კონტაქტი საბედნიეროდ არ მქონია, "ნატოს" ეგიდით მიმდინარე სწავლებისას კი ნაღმი გაგვაცნეს ზედმიწევნით და თუ ენდობით გამნაღმველის გამოცდილებას, რომელსაც 1000-ერთეულზე მეტი ნაღმი აქვს განაღმული, გეტყვით, რომ ამ ნაღმის შექმნის ტექნოლოგიიდან გამომდინარე არცერთ გამნაღმველს არ ვურჩევ აღნიშნულ ნაღმს გაეკაროს განაღმვის მიზნით. აღმოაჩინე-სწრაფად გაეცალე!!!


არსებობს აღნიშნული ნაღმის საწინააღმდეგო ეფექტური და მარტივი საშუალება, რომელზეც აქ არ ვისაუბრებ, მირჩევნია რაც შეიძლება მეტი ოკუპანტი გაისტუმროს იმიერში ან ტიპის ნაღმებმა.


ავდეევკა სწორედ ამ კლასის ნაღმებით იქნა დანაღმული უკრაინელი სამხედროების მიერ და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ ნაღმებმა 2-3 დღეში საინჟინრო ბატალიონი გაანახევრა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. რუსები შეეცადნენ გაენაღმათ ავდეევკა შესვლამდე, რათა მძიმე ტექნიკისთვის გზა გაეხსნათ.

ნაღმი მიეკუთვნება ჟენევის კონვენციის პოტოკოლ ||-ით აკრძალული ტიპის შეიარაღებას, შესაბამისად რუსმა აგრესორებმა პირველი ნაღმის დანახვისთანავე განგაში ატეხეს: "უკრაინა აკრძალულ იარაღს იყენებსო"-მსგავსი განცხადება გააკეთა რუსმა გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონაშენკოვმა.


უცნობია თუ რა რაოდენობის აღნიშნული ტიპის ნაღმები მიაწოდა საფრანგეთმა უკრაინას, მაგრამ უკვე მორიგეობაზე დაყენებული ნაღმები ჯერ კიდევ ბევრ რუს აგრესორს, რომ შეიწირავს ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

ნაღმი ისეთი ტექნოლოგიითაა დამზადებული, რომ ის ნებისმიერ კლიმატურ პირობებში მუშაობს ტექნოლოგიური თავისებურებების გამო.



ნაღმს გააჩნია სამიზნის მაგნიტური მრიცხველი, რომელიც მას საშუალებას აძლევს საჭირო დროს თავად მიეკროს მძიმე ტექნიკის ფსკერს და თვითაფეთქება მოახდინოს, მძლავრი ასაფეთქებელი მუხტის წყალობით მძიმე ტექნიკის ეკიპაჟს გადარჩენის შანსი არა აქვს პრაქტიკულად.


ნაღმს შეუძლია თანამედროვე ტანკებში გამოყენებული ჰომოგენური ნებისმიერი ჯავშნის გარღვევა, კუმულაციური ჭავლის მეშვეობით, რომელცაც გამანადგურებელ ძალას ანიჭებს ასევე, ნაღმის ფსკერზე მოთავსებული პირველი საფეხურის დენთის ამფეთქი, რომელიც აძლიერებს კუმულაციურ ჭავლს.


იმავე მეთოდით მუშაობს შვეიცარიული ნაღმი "HPD F2 / Panzerabwehrmine 88", რომელიც ფრანგულისგან განსხვავებით ფოლადის გარსშია მოთავსებული.
image
რუსი გამნაღმველების მცდელობას, აეღოთ ფრანგული ნაღმი, მათი ნაწილის დაღუპვა მოჰყვა.



ვიდეოს სანახავად დაკლიკეთ "Посмотреть на YouTube".

+16

0
209
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
209