x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134658
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508989
რა ხდება აქ? - 5 ფოტოს ისტორია (ნაწილი XII )
image

თქვენ შეგიძლიათ ტომობით ისტორიის სახელმძღვანელოები გადაღეჭოთ, იცოდეთ და გახსოვდეთ ბევრი. მაგრამ არაფერი შეედრება ვიზუალურად აღბეჭდილ დოკუმენტს, ისტორიულ ფოტოებს, რომელიც ასახავს უნიკალურ მომენტებს, გვაჩვენებს, თუ რითი ამაყობდნენ ადამიანები, ან რამ გამოიწვია ცრემლები და რაზე ოცნებობდნენ.. მაშ ასე დროში მოგზაურობა-5 ფოტოს ისტორია ნაწილი ნაწილი XII


1.რიგითი რიჩი ყნოსავს თავის შეყვარებულის მიერ ოკლაჰომოდან გამოგზავნილ წერილს, რომელიც მისი სუნამოს სუნით გაჯერებული, ვიეტნამი, 1966 წელი.

image


ინდოჩინეთის მეორე ომი, აგრეთვე ცნობილი როგორც ვიეტნამის ომი — 1964-1975 წლებში მიმდონაროებდა: ერთი მხრივ სახმელეთო ომი სამხრეთ ვიეტნამსა და სასაზღვრო რეგიონებში, კამბოჯასა და ლაოსში და მეორე მხრივ ჩრდილოეთ ვიეტნამის დაბომბვა (ოპერაცია როლინგ სანდერი).

კონფლიქტს ვიეტნამში ამერიკის ომი ეწოდება, ერთ მხარეზე იბრძოდა აშშ-ის, სამხრეთი ვიეტნამის, ავსტრალიისა და სამხრეთი კორეის სამხედრო კავშირი; მეორეზე კი — ჩრდილოეთი ვიეტნამი (ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკა) და ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი (დასავლეთის ქვეყნებში ცნობილი, როგორც ვიეტკონგი), რომელიც სამხრეთ ვიეტნამის კომუნისტურ პარტიზანულ ორგანიზაციას წარმოადგენდა. სსრკ და ჩინეთი ჩრდილოეთ ვიეტნამს სამხედრო დახმარებას აწვდიდნენ, თუმცა კონფლიქტში ღიად არ ერეოდნენ.



2-კურიოზული მომენტი დაჭერილი სხვა ფოტოგრაფის მიერ....ფოტოგრაფი ეძებს რაიმე საინტერესო კადრს, ამ დროს კი მის ზურგს უკან რა ხდება!

image



3.Playboy-ის გოგონები მესალმებიან ჰიუ ჰეფნერს, როდესაც მისი პირადი თვითმფრინავი ლონდონში დაეშვა, 1970 წელი.


image


4.ინგლისური ჯავშანმანქანები Lanchester Mk. II, სპილოებად შენიღბული. ინდოეთი, 1941 წელი.

image


5.დაკარგული ნივთების შესანახი სათავსო პოლიციის განყოფილებაში, პარიზი, 1954 წელი, როგორც ხედავთ, ქალები ბიუსტჰალტერს არც თუ იშვიათად კარგავდნენ, თუ რატომ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.


image


წინა ნაწილების სანახავად მიყევით <<ამ ბმულს>>


0
173
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0