x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი ის ადგილია, სადაც რეალურად ყველა თანაბარია და ყველა თავისებურად "უბერავს"
image
ფეხბურთი, პლაჟის ფრენბურთი და შერეული სტილის ორთაბრძოლები ის თემებია, რომლებსაც დაუსრულებლად შემიძლია ვუყურო "ფორმულა 1"-ის რბოლებთან ერთად.


ფეხბურთს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ჰყავს გულშემატკივრები, იქნება ეს კაცთა ფეხბურთი თუ ქალთა ფეხბურთი.


საფეხბურთო მოედნის ტრიბუნებზე ყველა თანასწორია, ყველა საყვარელ ნაკრებს გულშემატკივრობს და ამას ძალიან მრავალფეროვანი სახით და ფორმით გამოხატავს.


გახსოვთ ალბათ ნიგერიელი პასტორი, რომელიც ჯვრით ხელში გამოდიოდა ტრიბუნაზე საკუთარი ქვეყნის ნაკრების საგულშემატკივროდ.



გულშემატკივრობის გამო რაზე არ წახვალ ადამიანი, ხშირად "ჰელოუინის დღესასწაულის" მონაწილეები გეგონება სტადიონის ტრიბუნებზე მყოფი მაყურებლები, ისე არიან ჩაცმულ-დახურული და მოხატული.

გახსოვთ ალბათ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონათი, რომელიც ბრაზილიაში სან პაულუში არენა "კორინთიასზე" ბრაზილია-ხორვატიის შეხვედრით გაიხსნა და ლეგენდარული "მარაკანას" არენაზე გერმანია-არგენტინის ფინალით დამთავრდა, შეხვედრაში გერმანელებმა გაიმარჯვეს და მეოთხედ გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები, ბრინჯაო კი დაიმსახურა ჩვენსავით პატარა ქვეყანამ-ნიდერლანდებმა.

შეხედავ ამ სურათების მოცულობით კოლაჟს და ფიქრობ: როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს ფეხბურთი, ლამის ნახევარი დდამისა გაიაროს საკუთარი ნაკრებისათვის გულმხურვალე გულშემატკივრობისათვის.

აშკარად კმაყოფილი სახე აქვს ამ გოგონას, საკუთარი ქვეყნის ეროვნული დროშა, რომ გაუშლია მთელ სიგანეზე.

image
კადრში მოხვედრით აღტაცებული გოგოები, გაშლილი ეროვნული დროშით.

image

image ნახეთ ეს მოცულობითი კოლაჟი და მიხვდებით, სპორტი თუ როგორ აერთიანებს საზოგადოებას.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






























0
190
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
190