x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134618
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508786
ნიკოლაი ემილიანოვი-კრიმინალურ ავტორიტეტებზე მონადირე(კრიმინალური არქივიდან)

image

ნიკოლაი ემელიანოვი გახლდათ კრიმინალურ ავტორიტებზე მონადირე, იგი აგერ უკვე 10 წელია მიმალვაშია, მასზე ძებნაა გამოცხადებული


2002 წლისთვის კრიმინალურმა ავტორიტეტმა ნიკოლაი ემელიანოვმა (ემელია) ბრიანსკის რეგიონში დიდი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნა. ის კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, როდესაც ქილერებმა მოკლეს ამ რეგიონის „მაყურებელი“ - კანონიერი ქურდი ბორის პეტრუშინი (მეტსახელად "ბარიგა"). პეტრუშინის მომხრეები შეუერთდნენ ემელიას დაჯგუფებას, რის შემდეგ მისი გავლენის სფეროები გავრცელდა სმოლენსკსა და კალუგაზე.


ემელია აბსოლუტურად გულცივი ადამიანი იყო. მას სძულდა ყველა და ყველაფერი, -მთელი მსოფლიო. ემელია ჩვეულებრივ იმუქრებოდა კალაშნიკოვის ავტომატით, მაგრამ ხანდახან პისტოლეტსაც იყენებდა. იგი ღიად საუბრობდა თავის ძალადობრივ დამოკიდებულებებზე.


image

ბრიანსკის ოლქის მაცხოვრებლი, რომელიც კარგად იცნობდა ნიკოლაი ემელიანოვს, მისი მოგონებიდან ცნობილი ხდება, რომ იგი ყველა პრობლემის გადაჭრას ძალით ამჯობინა, ემელიამ თავის ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში, ცალკე შექმნა მკვლელთა ბრიგადა, რომელთა მეშვეობითაც, ერთმანეთის მიყოლებით საიქიოში აგზავნიდა ყველას, ვინც მისი აზრით ხელს უშლიდა. უფრო მეტიც, ლიკვიდატორები მოქმედებდნენ არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ხანდახან მიდიოდნენ მეზობელ რესპუბლიკებშიც.

image



ზოგიერთი ცნობით, ემელიას ქილერებმა გაანადგურეს კრიმინალური ავტორიტეტები მერაბ ტაბაღუა და ალექსეი კრიუკოვი, ხოლო 2007 წელს ემელიანოვის კონკურენტი მანქანების გატაცების ბიზნესში, ანდრეი ბადია. საკუთარი თავის მაქსიმალურად დასაცავად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი უშუალოდ კი არ უკავშირდებოდა ქილერებს, არამედ შუამავლების მეშვეობით მოქმედებდა, რომლებსაც შემდეგ ასევე იშორებდა.


ადგილობრივი ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მყოფი მფარველების წყალობით, კრიმინალურმა ავტორიტეტმა სამართალდამცავებისგან თავის დაღწევა დიდი ხნის განმავლობაში მოახერხა.


2013 წელს პოლიციამ მისი დაჯგუფება გაანადგურა. თუმცა, თავად ემელიამ გაქცევა მოახერხა და დღემდე იმალება.



კრიმინალური არქივის სხვა სერიები იხილეთ ამ ბმულზე

0
233
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0