x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508756
ქართული ლექსები ლენინზე-ვიცინოთ თუ ვიტიროთ?
image

22 აპრილი საბჭოთა კავშირის კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის დამაარსებელის, ვლადიმერ ულიანოვის, იგივე ლენინის დაბადების დღეა.


დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ლექსები ლენინზე მე-20 საუკუნის თითქმის ყველა ცნობილ ქართველ პოეტს აქვს დაწერილი.( ზოგიერი მათგანი ჯიუტად უარყოფდა ამას, თუმცა "ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო", დღეს არქივის, ბიბლიოთეკის თუ ინტერნეტის დახმარებით ამის გარკვევა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს)მოდით შევეშვათ მათ, მით უმეტეს, როცა აბსოლუტური უმრავლესობა დღეს ცოცხალი აღარ არის .


დღეს შემოგთავაზებთ ქართული ხალხური პოეზიის ნიმუშებს, რომლის წაკითხვის შემდეგ შერეული გრძნობები დაგრჩებათ.


***

"ახლა კი ახალ დრო არის

იანიც აყვავდებიან

ია ვარდი და დეკანი

ერთმანეთს დაუტკბებიან

... ... . . .

ლენინი არის დედაო,

გამხსნელი ხალხის ბედისა"




***

"ლენინ ბელადო პირველად

შენ დაამარცხე მტერია

ძველი სამყარო დაამხე

ახალს დაადგი ჭერია

თავისუფალი გახადე,

მშრომელი ყრმა და ბერია

ბურჟუა იმალეობოდა

როგორც ყანაში მწყერია"


***

"ნეტავ არ იყოს წვიმა და ქარი,

ნეტავ არ იყოს ლენინი მკვდარი,

მის კუბოს თავზე ვარსკვლავი ბრწყინავს,

და იმ კუბოში ლენინსა სძინავს


ადექი ძია, გეყოფა ძილი,

ნუთუ არ გესმის ხალხის ქვითინი?

ხალხი ქვითინებს მოგვიკვდა გმირი,

სახელად ქვია ძია ლენინი.."

***

მიმართვა ციურ მნათობს:


"კარგია შენი სხივები

მაგრამ ის გულსა ვერ წვდება

გარეგან სახეს გვიბრწყინებს


და ისევ უკან ბრუნდება

ლენინის სხივნი კი გულის

და სულის სიღრმეს სწვდებიან

მოყვარეს განსაკურნავად

მტერს ლახვარივით ხვდებიან"


***

"ბელადი ჩვენი ლენინი

გმირობის გამომგონია

სინათლის სხივი მოჰფინა

დაჩაგრულთ მოსაწონია"


***

"როცა მზევ სახეს გვარიდებ

მზე ჩავიდაო ჰგოდებენ

დღეს კი ლენინის შესახებ,

ვითომ მოკვდაო, ამბობენ

ვერ დავიჯერებ თქვენ ორში

ლენინი უწინ მოკვდესა,

ის კაცი ვინც მსოფლიოში

თავისუფლება დათესა".


***

აი რას ამბობს სიკვდილი:


"მას ლენინ ერქვა სახელად

შვილი რუსეთის მხარისა

ჩემგან მოკლული..უკვდავი

მსგავსი მზისა და მთავრისა"


***

"აცრემლებულან მთანია

ფშავ-ხევსურეთის დევები

თავზე მეხთ-გადანაყარნი

სტიროდნენ არწივთ ხევები

შავ ღრუბლებს დაუთალხია

თეთრი მთათმოსახვევები

მოჰქროდნენ შავი ნისლები

მთებში გაჭრილი ხელივით

მოჰქონდა მწარე ამბები

პირშავი კუპრიელივით

მთებს ქარი შემოჰღმუოდა

როგორც ნადირი მშიერი

მოკვდაო დიდი ლენინი,

ბელადი მხნე და ძლიერი".

2
421
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
421
  
24 აპრილი, 10:37
მე უფრო კარგი ვიცი:"ლენინ, ოქტომბრის ბელადო, შენ არა ხარ ჩვენთვის მკვდარი. წითელ თუმნიანს ახატია შენი მოტვლეპილი თავი" :)
0 1 2