x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508796
"ოპოზიციაში არიან და როგორ ზეწოლას ახდენენ საზოგადოებაზე. ძალაუფლება ისევ რომ მოიპოვონ რაღას იზამენ?!"-ამირან სალუქვაძე
image

"ამ დღეებში სპორტსმენების დამუნათება არ იკმარეს. ყველა შეაწუხეს და შეანჯღრიეს, თქვი ჯადოსნური სამი სიტყვაო.


მაღაზიათა ქსელსაც კი მოსთხოვეს პოზიციის დაფიქსირება, თქვენი მომხმარებლები ვართ და მნიშვნელოვანია რას ფიქრობთ ამ კანონზეო.


როგორც ახლა ერთ-ერთი მწერლის (არ მინდა დავწერო, რადგან ფეისბუქის ალგორითმი აღიქვამს) წერილს და სახელს ატრიალებენ, ესაა ნამდვილი ფსიქოლოგიური შეტევა და ტერორი. არადა, ხელისუფლებისთვის სასიამოვნო არაფერი დაუწერია. ამის აღქმას ინტელექტი სჭირდება. მოკლედ, სასტიკად დაატერორეს. ალბათ საბას პრემიის დამფუძნებელი ფიქრობდა, რომ ვალში იყო მასთან?!



შემდეგ გადავიდნენ ოჯახის წევრებზე, ცოლებზე, ქმრებზე, შვილებზე... შვილებს როგორ ეხებიან ეს სიძულვილის და ზიზღის გენერატორები, არცერთ ნორმაში ჯდება.


თან ამტკიცებენ არ ვამუნათებთო. თურმე ყველა ოპომედია და ოპოზიციური სოცრესურსები პროფესიებს და კონკრეტულ გვარებს ასახელებენ, აზრი დააფიქსირეო, დამუნათება და დევნა არ ყოფილა.


ადამიანი თუ მზად არ ხარ ასეთი ფსიქოლოგიური შეტევისთვის, შეიძლება გული გაგიჩერდეს.


ესენი ოპოზიციაში არიან და როგორ ზეწოლას ახდენენ საზოგადოებაზე. ძალაუფლება ისევ რომ მოიპოვონ, რაღას იზამენ?!. საერთოდ ვერ გამოიტანეს წარსულის გაკვეთილები. იმის ილუზიასაც არ ქმნიან, რომ შეცვლილები არიან.


რა ილუზია?! ცვალეს, ცვალეს თავმჯდომარეები და ისევ სააკაშვილმა ითხოვა ახლა მე და სოფო აგვირჩიეთო.


ვერ ხვდებიან, რომ სანამ იგივე სახეები, იგივე მეთოდებით, იგივე განწყობებით ცდილობენ რევანშს, მათ მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა არ ექნებათ. თანაც თვითონ იმუქრებიან, რომ გაბრაზებულები არიან. თქვენ ხართ გაბრაზებულები და მოსახლეობას გადაუარა?


ამ ხელისუფლებას უნდა უმადლოდენ, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, მოსახლეობის აგრესიის მართვა შესძლეს და ადგილი არ ჰქონია ანგარიშსწორებებს. ახლა ანგარიშსწორებებით თვითონ იმუქრებიან.


იმის ნაცვლად, რომ ამდენი არჩევნების წაგების შემდეგ განახლებულიყვნენ, რა მოწოდებაც უამრავჯერ მაქვს გაკეთებული, იგივე პირები, ზოგი ღიად და ზოგი კულისებიდან, ცდილობენ რევანშს.


კიდევ ერთი. ჩამოაყალიბეს სააკაშვილის ფსევდოელიტა, უფრო სექტის ნიშნებით, თავს პროგრესულებად მიიჩნევენ, დანარჩენებს კი, დაახლოებით 2 მილიონ ადამიანს, ანუ ვინც მათ ხმას არ აძლევს, გონებადაქვეითებულებად. არც მალავენ ამას, პირდაპირ, ღიად წერენ.


უფრო უარეს შეურაცხყოფებსაც არ ერიდებიან. ეძახიან მიღალატეებს, რუსებს, ღორებს და ა.შ.


ოპონენტებს შეურაცხყოფებს აყენებენ და იქვე ითხოვენ ჩვენს ტელევიზიებში მოდითო, თქვენს მედიებშიც მიგვიწვიეთო. შეურაცხყოფების და აგრესიის ფონზე, ცალმხრივ კონსტრუქრულობას ითხოვენ.


ახლა მიღებული გახდა ყველაფერი ცალმხრივი: ცალმხრივი პარტნიორობა, ცალმმხრივი მეგობრობა, ცალმხრივი კონსტრუქციულობა, ცალმხრივი თმენის ვალდებულება...


სხვათაშორის, იმედს და პოსტვ-ის რომ ესხმიან თავს, მაგალითისთვის ჩართონ ქრონიკა და ნახონ ოპოზიციის ხმა ისმის თუ არა. დღის ყველა თემაზე, ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის კომენტარს სრულად აჩვენებენ, განსხვავებით ოპოზიციის არხებისა. ოპოზიციის დავწერე და არა ოპოზიციური.


გუშინ უტიფრობის რეკორდი მოხსნეს, ფორმულა არაა ნაცების ტელევიზიაო.


ძველი კმარა ყველას ახსოვს. ხანდაზმული კმარელებიც არსად წასულან. ახლა ახალი კმარები შექმნეს: ჯიუტი, მუშტი, ფუსფუსი, ქურქუმალი და ათასი უბედურება. უხვადაც აფინანსებენ ჩვენი ცალმხრივი მეგობრები და პარტნიორები.


პოლიტიკური პარტიების გაჯანსაღების ნაცვლად, რაც წაადგებოდა საზოგადოებას, რადგან ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრების, დებატების და კონკურენციის საფუძველს შეჰქმნიდა, ისევ ძველი მეთოდებით რადიკალ ჯგუფებს ჰქმნიან, რომელთა მიზანი მხოლოდ პროტესტი, აქციები და რყევებია. როდემდე?"-წერს სოციალურ ქსელში გენერალი და სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე.

0
140
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0