x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134544
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508664
საინტერესო ფაქტები სერიალ "დაკარგულები''-ს შესახებ

"დაკარგულები'' ჩვენი ბავშვობისდროინდელი, საკულტო, სერიალია. მან არაერთ ადამიანს შეაყვარა თავი, თავისი, იდუმალებით მოცული სიუჟეტითა და იდეალურად შექმნილი და აღწერილი პერსონაჟების წყალობით. ახლა კი გაგაცნობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს "დაკარგულები''-ს შესახებ.


1) "არსად'' აი ასეთი სახელი შეიძლებოდა ჰქონოდა, ჩვენ ფავორიტ, 2000-იანების, ჰიტ ტელესერიალ "დაკარგულებს". თუმცა, ლიბერი, ვისი იდეაც იყო სერიალისთვის "არსად'' დაერქმია, მალევე, დაითხოვეს და მის ადგილას მოვიდნენ აბრამსი და ლინდელოფი და სწორედ, მათ გააცოცხლეს თავდაპირველი იდეა და სერიალს, სწორედაც რომ მათ უწოდეს "დაკარგულები''.

image

2) ცოტამ თუ იცის ის ფაქტი, რომ ჯეკი სერიის საპილოტე ვერსიაშივე უნდა მომკვდარიყო და ამისთვის ხელი არ უნდა შეეშალა იმ გარემოებასაც კი რომ იგი, სერიალის, მთავარ გმირს წარმოადგენდა.


დიახ, თავდაპირველი გეგმის თანახმად, ჯეკის სერიალის დასწყისშივე მოკვლას უნდა გამოეწვია ამბის მოულოდნელი მიმართულებით წასვლა და ეს აუდიტორიის მოლოდინების დარღვევის იდეალურ საშუალებას წარმოადგენდა. თუმცა, ABC-ის ხელმძღვანელებს იმდენად შეუყვარდათ ჯეკის პერსონაჟი, რომ დაჟინებით მოითხოვეს, რომ მას სერიალის ბოლომდე ეცოცხლა. ჯეკი საბოლოოდ მაინც მოკვდა, თუმცა, ექვსი სეზონისა და 121 ეპიზოდის შემდეგ.

image

3) დღევანდელ სამყაროში, არც ისე იშვიათია შოუს ან ფილმის მსახიობები, რომ რეალურ ცხოვრებაშიც ხვდებიან, ხოლმე, ერთმანეთს. "დაკარგულები''-ც არ წარმოადგენდა ამ საკითხში გამონაკლისს. ევანჯელინ ლილი (ქეითის როლის შემსრულებელი) და დომინიკ მონაგანი (ჩარლის როლის შემსრულებელი) დაახლოებით სამი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, სანამ ისინი გაწყვეტდნენ, თავიანთ, ურთიერთობას.

image

4) სერიალის ბოლო სეზონების გადაღებები Xerox-ის მკვლელობების ადგილასაც კი მიმდინარეობდა. კერძოდ, 1999 წლის 2 ნოემბერს Xerox-ის ტექნიკოსმა, სახელად ბაირან უიესუგიმ ესროლა და მოკლა მისი ხელმძღვანელი და მისი ექვსი თანამშრომელი. ეს ითვლებოდა ყველაზე უარეს მასობრივ მკვლელობად ჰავაის ისტორიაში და ეს ყველაფერი Xerox-ის ნაწილების საწყობში მოხდა.

სულ რაღაც ხუთი წლის შემდეგ კი, სწორედ, აღნიშნული საწყობი (ამჟამად, უკვე, მიტოვებული) გახდა იმპროვიზირებული ხმის სცენა სერიალისთვის და იგი გამოიყენებოდა ადამისა და ევას გამოქვაბულში განლაგებული სექციებისათვის. ეს ცოტაოდენ შემზარავ და ამავდროულად, შემაშფოთებელი ფაქტსაც კი წარმოადგენდა, თავად, სერიალ "დაკარგულები''-სთვისაც კი.

image

5) სანისა და ჰარლის პერსონაჟები ორიგინალ სცენარში არ მოიძებნება. თუმცა, იუნჯინ კიმისა და ხორცე გარსიას მოსმენის შემდეგ და იმისათვის, რომ ეს ნიჭიერი მსახიობები სერიალში დაეტოვებინათ სცენარისტებმა სპეციალურად მათთვის შექმნეს სანისა და ჰარლის პერსონაჟები. ასევე სპეციალურად შეიქმნა სანის გულისსწორის ანუ ჯინის პერსონაჟი დანიელ დე კიმისთვის.

image

6) არცერთი პერსონაჟი, საბოლოოდ, არ ჩანს ყველა ეპიზოდში. ეს შეუძლებელიც იქნებოდა ისეთი სერიალისთვის, როგორიცაა "დაკარგულები'' და რომელიც საფუძვლიანად იკვლევს ყველა პერსონაჟსა და მათ ფსიქოტიპებსაც კი. ასე, რომ შეუძლებელი იქნებოდა ყველა პერსონაჟი 43 წუთიან თითოეულ ეპიზოში ჩატეულიყო და წარმოჩენილიყო. თუმცა, ამ მხრივ ლიდერობს ჰუგო "ჰარლი", თავისი გამოჩენით, "დაკარგულები''-ს, 107 ეპიზოდში.

image

7) მას შემდეგ, რაც იან სომერჰოლდერის პერსონაჟი, ბუნი, პირველი დიდი სიკვდილი იყო "დაკარგულებში'', მსახიობმა შექმნა თავისი საკულტო ვამპირის დღიურების პერსონაჟი სხვა "დაკარგულები''-ს პერსონაჟით ინსპირაციის შედეგად.

"სოიერი ჩემი (დეიმონის) დიდი შთაგონების წყაროს წარმოადგენდა", - თქვა სომერჰოლდერმა ჩიკაგოს გულშემატკივართა კონგრესზე. "ჯოშ ჰოლოუეი საოცარი მსახიობია. სოიერი მართლაც შესანიშნავი პერსონაჟია - ერთ-ერთი ყველაზე კონფლიქტური და მხიარული ბიჭი. და სწორედ, ასე ვგრძნობ თავს ვამპირის დღიურებში. დღის ბოლოს, ყველაზე ცოტა, რაც კი შემეძლო, რომ გამეკეთებინა, სწორედ ესაა. ასე, რომ გაერთეთ და კარგი დრო ატარეთ მისი ყურებისას."

image

8) და ბოლოს, ექვსი ციფრიდან ბოლო ციფრი, 42 არის პასუხი ცხოვრებაზე, სამყაროსა და ყველაფრის თაობაზე.image

სიყვარულითა და

დიდი პატივისცემით,

თქვენი ლიკა <3 <3

0
50
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ზუბიაშვილი97
ლიკა ზუბიაშვილი97
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0