x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
10 უცნობი ფაქტი, რომლებიც საკულტო ფილმების შესახებ თქვენს წარმოდგენას შეცვლის

image


თითოეულ ფილმს თავისი ისტორია აქვს, და ხშირად მის მიღმა რასაც ეკრანზე ვხედავთ საკმაოდ საინტერესო, ზოგჯერ კი შოკისმომგვრელი ფაქტები იმალება. დღეს, ცნობილი ფილმების იმ 10 საინტერესო შემთხვევის შესახებ მოგიყვებით, რომელთა შესახებ აქამდე არაფერი გსმენიათ.



"ტერმინატორი"


image


ცოტამ თუ იცის, რომ ტერმინატორის როლზე თავდაპირველად ჯეი სიმპსონი დაამტკიცეს, თუმცა ფილმის რეჟისორმა ჯეიმს კამერონმა მისი გარეგნობა როლისთვის "მეტისმეტად სასიამოვნოდ" ჩათვალა, რის გამოც დაუნდობელი მკვლელის როლზე საბოლოოდ, არჩევანი არნოლდ შვარცნეგერზე შეაჩერა.



"იურული პერიოდის პარკი"


image


ვისაც ფილმი "იურული პერიოდის პარკი" ნანახი აქვს, ალბათ ახსოვს ის უცნაური ხმები, რომელთა საშუალებითაც ველოცირატორები ერთმანეთთან ურთიერთობენ, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ სინამდვილეში ის კუების შეჯვარების ხმა იყო.



"ფსიქო"


image


1960 წელს გადაღებული ფსიქოლოგიური თრილერი - "ფსიქო" ჰიჩკოკმა შავ - თეთრი სწორედ იმიტომ გადაიღო, რომ ბევრის აზრით საშხაპეში მკვლელობის სცენა მეტისმეტად საშინელი სანახავი იქნებოდა.





"მაკულატურა"


image


სცენა, სადაც ჯონ ტრავოლტას გმირი ვინსენტ ვეგა უმა თურმანის გმირს მია უოლესს გულში ნემსს ურჭობს, სინამდვილეში "უკუ მიმართულებით" არის გადაღებული, ანუ ტრავოლტა მას გულში ნემს არა თუ ურჭობს, არამედ, პირიქით მას გულიდან აძრობს.



"ჭკვიანი უილ ჰანტინგი"


image

ბენ აფლეკმა და მეტ დეიმონმა ორიგინალურ სცენარში ეროტიკული გეი სცენა განგებ ჩასვეს, რათა დაეტესტათ პროდიუსერებიდან სცენარს ზერელედ და ყურადღებით ვინ წაიკითხავდა, სცენარში არსებულ საკმაოდ უცნაურ ეპიზოდს ყურადღება მხოლოდ ერთმა მათგანმა, ჰარვი ვაინშტაინმა მიაქცია, რომელიც საბოლოოდ, კინოსურათის პროდიუსერიც გახდა.




"საილენთ ჰილი"



image


იცით, ქალაქს, სადაც ფილმს "საილენთ ჰილს" იღებდნენ ნამდვილი პროტოტიპი რომ გააჩნია? და ის სინამდვილეში პენსილვანიის შტატში მდებარე პატარა ქალაქი - სენტრეილიაა. როგორც ცნობილია 1962 წელს მთელი ქალაქი საშინელმა ხანძარმა მოიცვა, რის შედეგადაც ის სრულიად დაცარიელდა. ყველა ვიზიტორი ვინც კი სენტრეილიას ოდესმე სტუმრობდა, მისგან გამოყოლილ საშინელ შეგრძნებს დიდი ხნის განმავლობაში ვერ ივიწყებდა.



"ჰარი პოტერი"


image


ფილმის ბოლო ნაწილის გადაღების დროს უბედური შემთხვევა მოხდა: დენიელ რედკლიფის დუბლიორმა სერიოზული ტრავმა მიიღო და დამბლა განუვითარდა. რედკლიფმა ბიჭისთვის კოლეჯში სწავლის საფასურის დასაფარად ფულის შეგროვების კამპანია წამოიწყო და სოლიდური თანხაც შეუგროვა.



"მექანიკური ფორთოხალი"


image


იმ სცენის გადაღების დროს, როდესაც მთავარ გმირს ალექსს ახრჩობენ, წყლის ქვეშ სპეციალური მილი იყო, რომლის მეშვეობითაც მსახიობს უნდა ესუნთქა, თუმცა მოულოდნელად მილი ჩაიჭედა, რის შედეგადაც მალკოლმ მაკდაუელი ლამის დაიხრჩო. ეს კადრები ფილმის საბოლოო ვარიანტშიც მოხვდა.



"ქენდიმენი"


image


ფილმ "ქენდიმენის" გადაღების დროს რაც არ უნა გაგიკვირდეთ, ტონი ტოდს პირში ნამდვილი ცოცხალი ფუტკრები ჰყავდა.



"განდგომილები"


image


ცნობილ სცენაში ჯეკ ნიკოლსონი ლეონარდო დი კაპრიოს გმირს ნამდვილ რევოლვერს უმიზნებს, რაც სცენარის მიხედვით გათვალისწინებული სულაც არ იყო, თუმცა ამერიკული კინოს ცოცხალმა ლეგენდამ გადაწყვიტა, რომ სცენას დინამიურობა აკლდა.



"ტიტანიკი"


image


ფილმის ბოლოს საათი ღამის 2:20 წუთს აჩვენებს, ეს სწორედ ის დროა, როდესაც "ტიტანიკი" ჩაიძირა.







0
262
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
262