x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ფქვილის გარეშე, ვეგანური, ხაჭოთი – პროტეინის პურის მომზადება სხვადასხვა მეთოდით
პროტეინით მდიდარი პური შეგიძლიათ გამოაცხოთ სახლში სხვადასხვა მეთოდით თქვენი საჭიროებიდან და გემოვნებიდან გამომდინარე. არა მხოლოდ გემრიელია სხვადასხვა თესლის დიდი რაოდენობის გამო, არამედ ორგანიზმისთვის სასარგებლო. ცილების მაღალი შემცველობა ნიშნავს, რომ კარგად და დიდი ხნით დაგანაყრებთ.



image



რეკომენდებულია ბავშვებისთვის სიმაღლეში ზრდისთვის და ფიტნესის მოყვარულთათვის კუნთების მასის ასაშენებლად.



ფქვილის და კვერცხის გარეშე, ჩირით და იოგურტით

image



რა დაგჭირდებათ:


იოგურტი – ნახევარი ლიტრი

შვრიის ფანტელები – 300 გრამი

შტოშის ჩირი, მზესუმზირის თესლი და გოგრის თესლი – 50–50 გრამი (სულ 150 გრამი)

სოდა – ჩაის კოვზი

ნატურალური თაფლი – 2 ჩაის კოვზი

მარილი – ნახევარი ჩაის კოვზი



image



ყველა ინგრედიენტი თასში ჩაყარეთ და აურიეთ. პურის საცხობ ფორმას ზეთი წაუსვით. ცომი ფორმაში ჩაასხით და გაასწორეთ. ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ. პური 45 წუთი აცხვეთ.



image



ტკბილი ვეგანური პური ხილით

image


რა დაგჭირდებათ:


ნიგოზი – 80 გრამი

ნუშის კაკალი – 120 გრამი

ჩირი გემოვნებით – 250 გრამი

ფქვილი – 240 გრამი

სოდა – 2 ჩაის კოვზი

მარილი – მწიკვი

ქოქოსის შაქარი – 2 სუფრის კოვზი

ფორთოხლის წვენი – 60 მლ

წყალი – 180 მლ

ვეგანური პროტეინის ფხვნილი – 3 სუფრის კოვზი

ზეითუნის ზეთი – 50 მლ

თესლი (სხვადასხვა თესლის ნარევი) – 145 გრამი

მოსაყრელად:

ახალი ან გაყინული ჟოლო – 30 გრამი

დამატებითი თესლი მოსაყრელად – 145 გრამი



image



ყველა ინგრედიენტი თასში ჩაყარეთ და აურიეთ. პურის საცხობ ფორმას ზეთი წაუსვით და ცომი გადაიტანეთ, გაასწორეთ. ზემოდან თესლი და ჟოლო მოაყარეთ. ღუმელი 180 გრადუსამდე წინასწარ გააცხელეთ. პური 45–50 წუთი აცხვეთ.



საფუვრიანი ცილოვანი პური ხაჭოთი

image


რა დაგჭირდებათ:


წყალი – 1 ჭიქა

მშრალი საფუარი – 11 გრამი

მთელი მარცვლეულის ფქვილი ან შვრიის ფანტელები – 300 გრამი

ნუშის ფქვილი – 150 გრამი

ხაჭო – 50 გრამი

სელის, ჩიას და მზესუმზირის დაფქული თესლი – 40–40 გრამი

შვრიის ფანტელები – 40 გრამი

მარილი – მწიკვი

გოგრის თესლი მოსაყრელად



image



საფუარი და წყალი აურიეთ, ცოტა ხნით გააჩერეთ. მშრალი ინგრედიენტები, ფქვილის გარდა, აურიეთ. საფუვრის ნარევი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. შემდეგ ხაჭო დაუმატეთ და აურიეთ. ამის შემდეგ ფქვილი ორ ეტაპად დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. პარკი დააფარეთ და 30 წუთი გააჩერეთ ამოსასვლელად. ცომი ცხიმწასმულ ფორმაში გადაიტანეთ და 180 გრადუსზე 45 წუთი აცხვეთ.



შეიძლება თუ არა პროტეინის პურის გაყინვა?

პროტეინის პურის გაყინვა შეიძლება, ანუ შეგიძლიათ ორჯერ მეტი გამოაცხოთ და საყინულეში შეინახოთ. კარგად გააგრილეთ და ნაჭრებად დაჭერით. შემდეგ პორციებად გამოიღეთ და ტოსტერში გაალღვეთ.



აქვს სარგებელი პროტეინის პურს?

როგორც დაბალანსებული დიეტის ნაწილი, ცილოვანი პური სასარგებლოა ორგანიზმისთვის, რადგან თესლი შეიცავს ბევრ საკვებ ნივთიერებას, მათ შორის აუცილებელ ცილებს.



არის თუ არა შესაფერისი პროტეინის პური გასახდომად?

image



წონის დასაკლებად საჭიროა დაწვათ მეტი კალორია, ვიდრე მოიხმართ. ამ თვალსაზრისით, ცილოვანი პურით ცხიმის ჯადოსნური წვა შეუძლებელია. ცილის მაღალი შემცველობის წყალობით დიდხანს დაგანაყრებთ და კვებებს შორის წახემსებას გამორიცხავს. გარდა ამისა, კუნთების მასის ასაშენებლად საჭიროა პროტეინის ადეკვატური რაოდენობა, ხოლო კუნთების მასის გაზრდა მეტ კალორიას მოითხოვს.



ასევე დაგაინტერესებთ:

ჩემი ბავშვები გოგრას ცუდად ჭამენ, მაგრამ გოგრის ოლადებზე გიჟდებიან

“მთვრალი ცომის“ საიდუმლო - როგორ მოვამზადოთ ცომი არყით?

როგორ ავირჩიოთ ნატურალური ჩირი?

5 გემრიელი და სასარგებლო დესერტი გრამი შაქრის გარეშე


0
46
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
46