x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
მონაზონი გარდაცვლილ მეგობრის ნეშტს ერთი წელი ჩემოდნით დაატარებდა
image

80 წლის ქალი ჩილედან გარდაცვლილ მეგობარს ჩემოდანში ერთი წლის განმავლობაში დაატარებდა.


ჩილეში 80 წლის მონაზონმა ქალმა მეგობრის ნეშტის ნარჩენები შეინახა, ჩადო ჩემოდანში და ერთი წლის განმავლობაში თან დაჰქონდა. ინფორმაციას La Tercera ავრცელებს.


ეს ამბავი მას შემდეგ გამჟღავდა, როდესაც სანტიაგოს მკვიდრს, 80 წლის მონაზონს ქუჩაში ჩემოდანი დარჩა.



„წინასწარი ინფორმაციით, ლოს-ჟარდინის ქუჩაზე მდებარე სახლში მცხოვრებმა 80 წლის მონაზონმა დატოვა ჩემოდანი, სადაც ადამიანის ნაშთები იყო, რომელიც დასუფთავების სამსახურის მუშაკმა იპოვა, - ასეთ განცხადებას ავრცელებს სანტიაგოს პოლიცია.


ჩილელი ქალი ქალიშვილთან ერთად დააკავეს. მან პოლიციას განუცხადა, რომ ჩემოდანში იყო მისი გარდაცვლილი მეგობარი, რომელიც გასული წლის აპრილში კიბოთი გარდაიცვალა. . ისინი ერთმანეთს დაჰპირდნენ, რომ მიწიერი ცხოვრების დასრულების შემდეგაც არ დაშორდებოდნენ ერთმანეთს. ამიტომ ჩილელმა ქალმა მისი გარდაცვალების შეტყობინების ნაცვლად, მეგობრის ცხედრის ნარჩენები ჩემოდანში ჩადო და ყველგან თან დაჰქონდა.


აღსანიშნავია, სამართალდამცავები არ აპირებენ მონაზვნის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას. მას მხოლოდ ჯარიმა ემუქრება იმისთვის, რომ არ შეატყობინოს ხელისუფლებას მეგობრის გარდაცვალების შესახებ.

0
91
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0