x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
"ყური მოკრა როგორ ელაპარაკებოდა ტელეფონზე...."-რა ინფორმაციას ავრცელებს მერაბ მეტრეველი

image


ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ყოფილ სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან დაკავშირებით "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ რეპორტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ზემოაღნიშნული არხის სრულიად აბსურდულ რეპორტაჟს "რუსთავი 2"- ის მიერ მოხსნილ კიდევ ერთ რეკორდს უწოდებს:


"გუშინ რ2-მა კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა.


მთავარ გამოშვებაში სიუჟეტი გააკეთეს თემაზე: ვიღაცამ (ვინაობა უცნობია) ყური მოკრა ნინო ლომჯარია როგორ ელაპრაკებოდა ტელეფონზე ვიღაცას ევროპაში (მისი ვინაობაც უცნობია) და ეუბნებოდა, თქვენ თუ მკაცრ განცხადებებს არ გააკეთებთ, ჩვენ აქ ხალხის გამოყვანას ვერ მოვახერხებთო.


გეფიცებით, მართლა ამაზე იყო სიუჟეტი. მეგონა ის ვიღაცა, ვინც ამ საიდუმლო საუბარს ყური მოკრა, სიუჟეტის ბოლოს მაინც გამოჩნდებოდა და გვეტყოდა, როგორ და რანაირად, მაგრამ ვერ მოგვართვეს!"- წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.




0
171
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
171