x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
"ავერსში" ვარ, ციტრამონი მინდა და ახალგაზრდა გოგოა ფარმაცევტი.." - თამარ კეშელავა

image

"

ავერსში ვარ, ციტრამონი მინდა და ახალგაზრდა გოგოა ფარმაცევტი:
–რომელი?
ციტრამონს თუ რომელი ჰქონდა არ ვიცოდი, დავფიქრდი, მაინც არ ვიცი და:
–სულერთია.
–არა, მე ვერ აგირჩევთ, თქვენ უნდა აარჩიოთ, – ამბობს და ჩამომითვალა 3 მედიკამენტი – ციტრამონი რაღაცა–რაღაცა, ციტრამონი რაღაცა–რაღაცა და ციტრამონი რაღაცა–რაღაცა.
ვახ, მარტო ციტრამონი ესმის ყურს.
და ეს გოგო, ფარმაცევტი, ისე მიყურებს, უცნაურად, ღიმილით, თითქოს მეუბნება, რომ არაა სულერთი და უნდა აირჩიოო, კი ვერ ვხვდები რა ხდება, მაგრამ რაღაც რომ ხდება, ვგრძნობ.
ერთნაირი მედიკამენტები კი არა, სხვა დროს, შემცვლელს ისე მატანენ, არც კი მეკითხებიან და...
–მაგ სამიდან ნებისმიერს არ მომცემთ, ხომ?
–არა
–რის მიხედვით ავარჩიო? ხარისხის?
–არა, ხარისხი თითქმის სამივესი ერთნაირია.
–ფასის?
–ფასიც, სამივეს დაახლოებით ერთნაირი აქვს.
ისევ ისე მიღიმის, უცნაურად, შეთქმულივით:)
–რომ დამეხმაროთ არჩევაში?
–კარგი, მე ახლა დაგისახელებთ ამ მედიკამენტების მწარმოებელ ქვეყნებს და ვფიქრობ, მაგის მიხედვით შეარჩევთ – ერთის მწარმოებელია – რუსეთი, მეორის – ბელორუსი, მესამის – უკრაინა.
–მაშინ, ცხადია, უკრაინის, – უკვე მეც შეთქმულივით ვუღიმი.
–ეგაა – თავისთვის ჩაილაპარაკა რაღაცნაირად კმაყოფილმა.
–ავერსს ხომ აქვს ფარმაცევტული წარმოებაც?
–კი, აქვს.
–და ციტრამონი რომ რუსეთიდან, ბელორუსიდან არ შემოიტანოს, არ შეუძლია რომ აწარმოოს?
ისევ ისეთი ერთნაირი, შეთქმულივით გამომეტყველება გვქონდა ორივეს, ოღონდ, ამჯერად, უღიმილო და გაბრაზებული, აი, ისეთი, რუსულ სამხედრო გემს როგორითაც ვუშვებთ ხოლმე ნა@უიზე.
რა რუსეთი, ბიჭო, რა რუსეთი, რა რუსული კანონი, ამათ, 50 თეთრიანი რუსული წამალი რომ არ მაყიდინეს, რუსეთში შეათრევ?"-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.
1
107
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
107
  
5 აპრილი, 17:46
რამეს გაატანს ფარმაცევტი თავისი გადაწყვეტილებით და რას გვტენიანო, დაეკითხება და სულერთიაო. არადა, ციტრამონს, ძალიან ბევრი მომხმარებელი, მწარმოებელი ქვეყნის მიხედვით ყიდულობს, ზოგს ციტრამონი დარნიცა უნდა, ზოგს არა, რადგან ფირფიტაზე 6 ტაბლეტია და თან 10 თეთრით მეტი ღირს, როცა სხვა ქვეყნის წარმოებულებს ფირფიტაზე 10 ტაბლეტი აქვს და 10 თეთრით ნაკლებიც ღირს, ჰოდა, აბა მოდი და გამოწერე და გადაახდევინე ისეთ მომხმარებელს ეს და მერე ნახე რა დღეს დაგაწევს. თან კომპანია ავალდებულებს გარკვეულ კითხვებს და შეთავაზებებს. იმდენი "ტვინნარღძობი" უნდა აიტანოს დღეში ფარმაცევტმა, თან ნაშთი თვალოს, აღწერები აკეთოს, მოსული წამლები მიითვალოს და დაალაგოს, ვადები და ტემპერატურა აკონტროლოს და კიდევ კეშელავას ნაირები და კიდევ უარესები აიტანოს და ამათ დაკონკრეტებაც არ უნდათ რა და რომელი უნდათ. ამ ყველაფერში კაპიკებს უხდიან და ერთ, თუნდაც უმნიშვნელო შეცდომას არ პატიობს მომხმარებელი თუ კომპანია. შეიგნეთ, ხალხო!!!! ფარმაცევტი ადამიანია თავისი უდიდესი პასუხისმგებლობებით, თქვენი ჯანმრთელობს სადარაჯოზე და იქნებ შეუშვათ მაგ ტვინებში და დააფასოთ თუ არა, მოკეტოთ მაინც ასეთ უმნიშვნელო რაღაცებზე.
0 1 1