x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
"ბალზაკის" ასაკის ქალები, რომლების ახალგაზრდა გოგონებს არაფრით ჩამოუვარდებიან
image
ქალი ყველა ასაკში ლამაზია, ამიტომაც მიყვარს ჩემი მარია "ბაბუშკა", რომელიც ყველა საქმეში ჩემი დიდი გულშემატკივარია, მართალია მე თავისებური ხასიათით გამოვირჩევი ჩემი ძმისგან განსხვავებით, მაგრამ მერე რა, "ბაბუშკასთვის" მე, ორი შვილის მამა ისევ "ჩურჩხელაპარია მაიმუნი" ვარ მისთვის.

ამით რისითქმა მინდოდა-ქალი ყველა ასაკში ლამაზია, თუ მას ადამიანის თვალებით შეხედავ და არა ამპარტავნობის პიკში მყოფი ინდივიდის თვალებით.
ხანდახან "ტიკ-ტოკს" ვსტუმრობ და გაოცებული გამოვდივარ, რამხელა ბოღმა, ღვარძლი და ცუდი დამოკიდებულება მოდის სრულიად უწყინას და პოზიტიურ ვიდეოებზე ახალგაზრდა გოგონებისგან, ზოგადად ქალებისგან ქალების მისამართით.


გული მწყდება ამგვარ დამოკიდებულებაზე, რა მნიშვნელობა აქვს ქალის ასაკს თუ ის ახალგაზრდულად იქცევა კორექტულობის ფარგლებში?


ეს "ბალზაკის" ასაკის ქალბატონები ასგზის მირჩევნია საყურებლად, ტინგიცა ლამის ტიტლიკანა გოგონების "დოღს", რომელმაც წალეკა სოციალური ქსელები.

არანაირი ადამიანურობა, არანაირი მორალი, მთავარია ვიღაცას მოეწონოს მათი კუნტრუში, მოიწონოს მისი ფოტო თუ ვიდეო მასალა და გამოიწეროს მათი გვერდი.


ერთი ცნობილი "ტიკ-ტოკერისა" არ იყოს "ბატები ესენი", ლანძღვა-გინების გარეშე რატომ არ შეგიძლიათ აზრის გამოხატვა?



ყველაფერში "ბალზაკის" ასაკის ქალბატონები, რომ გჯობიათ ვერ ამჩნევთ, საზოგადოების დიდი ნაწილი?


აუცილებელი არაა ყირაზე გადახვიდეთ და შუბლის ძარღვი გაიწყვიტოთ პოპულარობისათვის.


"ცხოვრება მშვენიერია", დღეგრძელობა "ბალზაკის" ასაკის ქალბატონებს, თქვენც ასევე გოგონებო. ბოღმას და ღვარძლს ნუ დაუთმობთ მცირე კუნჭულსაც კი თქვენს გულსა და გონებაში და წარმატებაც მოვა.

"ბალზაკის" ასაკის ქალბატონების კოლაჟი.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
















0
114
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
114