x
image
beko777
ვინ არის ქართული სოციალური ქსელის შემქმნელი და რა სიახლეებს სთავაზობს მომხმარებლებს
image

გოგა გოგილაშვილი მრავალი წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, თუმცა ამ ფაქტს ქართული საქმის კეთებაში ხელი არ შეუშლია და მისი ყოველდღიურობა ქართული საზოგადოებისთვის სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება-გავრცელებით შემოიფარგლება.

ახლახან ქართული სოციალური ქსელი mtredi.com შექმნა და მომხმარებელი გამორჩეული ფუნქციებით მიიზიდა.

- გოგა, რამ განაპირობა, რომ ქართული სოციალური ქსელი შეგექმნა?


- მოგეხსენებათ, რომ დღეს ბევრი სოციალური ქსელი არსებობს, რომელშიც უამრავი მომხმარებელია დარეგისტრირებული, მაგრამ მათ შორის, არცერთია ქართული. სხვების მსგავსად, თავადაც ვარ უცხოური სოციალური ქსელების მომხმარებელი. დიდი ხანია ვაკვირდები მათ ფუნქციებს, შეთავაზებებს და ყოველთვის იყო რაღაც, რაც მაკლდა. მაგალითად, ხმოვანი პოსტები ან კომენტარები. ეს ფუნქციები არცერთ ქსელს აქვს. თუნდაც ის, როდესაც ვინმე ჩვენს პროფილს ეცნობა, ამის შესახებ შეტყობინებას ვერ ვიღებთ. ყოველივე ჩამოთვლილი მიზეზის გამო, საჭიროდ მივიჩნიე, რომ ქართული სოციალური ქსელი mtredi.com შემექმნა, რომელიც მაქსიმალურად მოერგებოდა მომხმარებლის მოთხოვნებს.

- რამდენი ხანი დაჭირდა ქსელის შექმნაზე მუშაობას?

- ეს იდეა ორი წლის წინ გაჩნდა და მას შემდეგ ვმუშაობ. სოციალური ქსელის შექმნა განსაკუთრებულ სერვერს მოითხოვს. უფრო დეტალურად რომ ავხსნა, საფუძველს მოითხოვს იმისთვის, რომ პლატფორმამ სტაბილურად და შეუფერხებლად იმუშაოს. ამიტომ, ჯერ ინფორმაციის მოძიება და შესწავლა დავიწყე, რამდენიმე ვებ-დეველოპერს ვესაუბრე და შემდეგ მათი პროფესიონალიზმის დახმარებით შევქმენით ქსელი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მუშაობა დასრულებულია, კვლავ ვაგრძელებთ დახვეწას.

- როგორც უკვე აღნიშნე, სხვა სოციალური ქსელებისგან განსხვავებით, mtredi.com მეტი შესაძლებლობებით იქნება დატვირთული. როგორც ქართული, რითი იქნება გამორჩეული?

- აქ ყველაფერი ქართულია. მათ შორის, ფონები, სტიკერები და რაც ყველაზე მთავარია, ნებისმიერი კატეგორიის მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს გართობის ან ფინანსების გაზრდის მიზნით.

- ქსელი უკვე მუშაობს. ამ დრომდე რამდენმა მომხმარებელმა მოახერხა დარეგისტრირება და რამდენად ზრდადია დაინტერესებულთა რიცხვი?

- ქსელი ორი თვეა, რაც ფუნქციონირებს და ინტერესი იმაზე დიდია, ვიდრე ველოდი. ამ დრომდე ათასზე მეტი მომხმარებელი გვყავს და ყოველდღე ემატებიან ახალი წევრები.

- კიდევ რის დამატებას აპირებთ მომავალში და როგორია თქვენი ხედვა ქსელის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით?

- დაგეგმილია მონეტიზაციის ჩართვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი მომხმარებელი შეძლებს თანხის გამომუშავებას. როდესაც ფუნქცია ჩაირთვება, დაწვრილებით ინფორმაციას მივაწვდით მომხმარებელს. რაც შეეხება ქსელის პოპულიზაციას, ნამდვილად არ არის მარტივი საქმე იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ბევრი გიგანტური ქსელი არსებობს. თუმცა იმედი მაქვს, რომ სხვა წარმატებული პროექტების მსგავსად, ჩემი მორიგი მიზანი გაამართლებს და ქართველი მომხმარებელი მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენებს ქსელის ფუნქციებს

0
200
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0