x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134550
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
გაწუხებთ უძილობა? სცადეთ „ოქროს ელექსირი“ ძილის წინ
გიჭირთ დაძინება? მაშინ მიირთვით ცოტა თაფლი ძილის წინ! უძილობის წინააღმდეგ სწრაფად მოქმედი და სასარგებლო საშუალებაა.



ცნობილი ფაქტია, რომ თაფლი ხველის საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალებაა, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ მას ძილის ხარისხის გაუმჯობესებაც შეუძლია.



image



დოქტორ რონ ფესენდენი თავის ბლოგში ამტკიცებს, რომ ნედლი თაფლი შეიცავს „ფრუქტოზის და გლუკოზის იდეალურ თანაფარდობას“ ღვიძლის მხარდასაჭერად – ორგანო, რომელიც უწყვეტად მუშაობს ძილის დროსაც.




ძილის წინ თაფლის მირთმევა ღვიძლს მთელი ღამის განმავლობაში უზრუნველყოფს გლიკოგენის საჭირო რაოდენობით.



თაფლის მიღება არეგულირებს ნახშირწყლების ცვლას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ზრდის იმუნიტეტს. ასევე არის კარგი „დამამშვიდებელი საშუალება“, იცავს ფსიქიკას გადატვირთვისგან.



თაფლის სარგებელი: კვლევა

image



2012 წელს ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელშიც 1–დან 5 წლამდე 300–მდე ბავშვი მონაწილეობდა. ექსპერიმენტის მიზანი იყო თაფლის ეფექტურობის განსაზღვრა ბავშვებში ხველის და ძილის დარღვევის სამკურნალოდ.



კვლევის შედეგები გამოქვეყნდა პედიატრიულ ჟურნალში და აჩვენა, რომ თაფლი უნიკალური და უაღრესად ეფექტური სამკურნალო საშუალებაა გაციების და უძილობის დროს.



თაფლიანი რძე

image



ყველამ იცის, რომ თაფლიანი რძე სურდოს დაავადებების სამკურნალო ტრადიციული საშუალებაა. მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ის უძილობის საწინააღმდეგო საშუალებაც არის. თითოეულ ამ პროდუქტს დიდი რაოდენობით სასარგებლო თვისებები აქვს, მაგრამ მათი კომბინაციით ეფექტურობა იზრდება.



თაფლში შედის B, C ჯგუფის ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა, A კაროტინი, ასევე ბევრი მინერალი და ფერმენტი. რძე არანაკლებ სასარგებლო პროდუქტია, მასში შედის ყველა საჭირო საკვები ნივთიერება, ასევე კალციუმი, ფოსფორი, B ჯგუფის ვიტამინები.



უფრო მეტიც, რძეში არის ამინომჟავა ტრიპტოფანი, რომელიც ხელს უწყობს ჰორმონის სეროტონინის სინთეზს.



სწორედ სეროტონინის დეფიციტი იწვევს დეპრესიას და უძილობას. ამრიგად, ამ „ელექსირების“ კომბინაცია აუმჯობესებს არა მხოლოდ სხეულის ზოგად მდგომარეობას, არამედ ხელს უწყობს ფსიქო–ემოციური ფონის აღდგენას, რა „კარგი“ ძილის ერთ–ერთი მთავარი ფაქტორია.



როგორ მოვამზადოთ „ოქროს ელექსირი“?

image

სასწაულმოქმედი საძილე საშუალების რეცეპტი ძალიან მარტივია.



1.თბილ რძეს 1 ჩაის კოვზი თაფლი დაუმატეთ.

2.კარგად აურიეთ და დალიეთ ნელა, აუჩქარებლად!



1 ფინჯან რძეზე 1 ჩაის კოვზი თაფლი საკმარისია, რომ თქვენი ძილი იყოს ღრმა და აღმდგენი.



ასევე დაგაინტერესებთ:

არა უძილობას! უნიკალური მეთოდი 4–7–8 დაგეხმარებათ დაიძინოთ სულ რაღაც ერთ წუთში

5 მიზეზი, რატომ არ შეიძლება ჩართულ ტელევიზორთან ჩაძინება

იცით თუ არა, რომ ჭამის შემდეგ ძილიანობა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის ნიშანია?

თქვენ მოგდით ნერწყვი როცა გძინავთ? თუ კი, იღბლიანი ხართ!

როგორ დააქვეითოთ იმუნიტეტი? - მიირთვით მეტი მარილი


0
95
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
95