x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134554
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508613
მსმელებს უფრო პატივს სცემენ, ვიდრე არამსმელებს
image

ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები ჰიუსტონის უნივერსიტეტიდან.


ამერიკელმა მეცნიერებმა((Chelsie M. Young, Angelo M. DiBello, Mai-Ly N. Steers, Michelle C. Quist, Dawn W. Foster, Jennifer L. Bryan, Clayton Neighbors) ჩაატარეს ცდა 600 მოხალისეზე.მათ ანახებდნენ ფოტოებს(ექსპერიმენტში ორივე სქესი მონაწილეობდა და ანახებდნენ როგორც თავისავე, აგრეთვე საპირისიპირო სქესის ფოტოებს )თან აძლევდნენ ინფორმაციას, თუ რამდენად მსმელი ან არამსმელი იყო კონკრეტული პირი.


კატეგორიები შემდეგნაირი იყო:"უყვარს დალევა", "სვამს ხანდახან", "საერთოდ არ სვამს" და "ალკოჰოლიზმისგან მკურნალობს".



ყველაზე მეტი ქულა დააგროვა კატეგორია "სვამს ხანდახან"(3.7 ბალი)ან მოხალისეთა უმეტესობას ესიმპატიურებოდა ამ ტიპის კატეგორიის ხალხი.შემდეგი (3.4 ბალი) დააგროვეს იმათ, ვისაც უყვარს დალევა, მხოლოდ რიგით მესამე აღმოჩნდა არამსმელთა კატეგორია(3.3 ბალი), ხოლო უკანასკნელი ადგილი ალკოჰოლიკებმა დაიკავეს.


მაშ ასე დასკვნა ცალსახაა:ზომიერად მსმელი ადამიანები უფრო უყვართ ვიდრე არამსმელები, იუწყება ჟურნალი Addictive Behaviors-ი.


არ გეგონოთ, რომ მარტო საქართველოშია ასე, თითქმის მთელი მსოფლიოს თანამედროვე საზოგადოებაშიც არამსმელებს(განსაკუთრებით მამაკაცებს) ყოველთვის ეჭვისთვალით უყურებენ და ლამისაა ჯაშუშთა ან აგენტთან გააიგივონ.მხიარულ სუფრაზე უმეტესად ამრეზით უყურებენ იმ ადამიანს, რომელიც საერთოდ არ სვამს, თუ რა თქმა უნდა საპატიო მიზეზი არ აქვს: ავადმყოფობა ან საჭესთან ჯდომა.

0
67
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0