x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134550
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
5 კრიმინალური გამოცანა, ერთი დეტექტივის პრაქტიკიდან (პასუხები აქვს)
image


1. სახლი მოჩვენებით


— ამაზე კარგ სახლს, ვიდრე ეს არის, თქვენ ვერ ნახავთ – თქვა ტილფორდმა, უძრავი ქონების გაყიდვების აგენტმა. – მას თავისი სტილი აქვს, ხეზე ნამუშევარიც ძალიან დახვეწილია. და ამ ყველაფერს, ის ემატება, რომ თუ იყიდით, საკუთარი მოჩვენება გეყოლებათ.

— მოჩვენება? – ჩაეკითხა მერედიტი და თან საძინებლის ფანჯარა გამოაღო, რომელიც ასფალტირებული მოედნის თავზე, II სართულზე იყო.
— ჯენიფერ გოლდის მოჩვენებაა, – აუხსნა ტილფორდმა, – 1979 წლის 28 მარტს, ის სწორედ მაგ ფანჯრიდან გადავარდა. მისი სხეული ქვემოთ იპოვეს, მოედანზე. ჯერ პოლიცია ფიქრობდა, რომ ეს – თვითმკვლელობა ან უბედური შემთხვევა იყო, მაგრამ შემდეგ შეამჩნიეს, რომ ფანჯარა დაკეტილი იყო. ჰენრი გოლდმა, მისმა ქმარმა, აღიარა, რომ ოთახში შევიდა და ფანჯარა დახურა. ცივი ამინდი იყო და ის იფიცებოდა, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა. რა თქმა უნდა, მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს...
— ნახე შენ! – წამოიძახა მერიდიტმა. – მერედა რის საფუძველზე?
— ბენ ეილორმა, სკოლის მასწავლებელმა, ყველაფერი დაინახა. ის გარეთ იყო და ფრინველებს აკვირდებოდა. გოლდები, განდეგილებივით ცხოვრობდნენ – თავისთან არავის ეპატიჟებოდნენ და საერთოდ, სახლის ირგვლივ, 2 კილომეტრის რადიუსში, პერიმეტრს აკონტროლებდნენ, რომ მათ სახლს არავინ მიჰკარებოდა. მაგრამ ბენ ტეილორს დურბინდი ჰქონდა, სასამართლოზე ჩვენება მისცა და თქვა რომ დაინახა, როგორ ასწია ჰენრი გოლდმა ფანჯრის ჩარჩო ზევით და გადმოაგდო თავისი ცოლი, თავით ქვევით, პირდაპირ მოედანზე.
მერიდიტი დაფიქრდა. მეორე დღეს მან ტილფორდს დაურეკა.
— გადავწყვიტე არ ვიქირაო სახლი ზაფხულისთვის, – თქვა მან. – მაგრამ იმას კი შევძლებ, რომ სასამართლომ ჰენრი გოლდის საქმე ძიებაში დააბრუნოს!


კითხვა: რატომ?


2. ნარინჯისფერი ფრინველი


რამდენიმე წლის მანძილზე მისის სიდნი, ყველაზე მდიდარი ქვრივი ნიუ-ორკში, უშედეგოდ ცდილობდა დაემარცხებინა დოქტორ მერიდიტი.

როგორც კი ცნობილი გამომძიებელი მის სახლში შევიდა, მაშინვე დაიწყო თამაში — "მიასაკლავე დეტექტივი"...
— ჯონ დე მოტა, პოლ ჰაუკი და ლი როაჩი წარმატებული საიუველირო ფირმის პარტნიორები იყვნენ, - დაიწყო მისის სიდნიმ. – გასული წლის იანვარში ისინი ფლორიდაში გაფრინდნენ, რომ ერთი თვე გაეტარებინათ დე მოტას აგარაკზე. ერთხელ დილით, დე მოტამ ჰაუკი, რომელსაც ძალიან უყვარდა თევზაობა, მაგრამ ცურვა არ იცოდა, სასეირნოდ წაიყვანა ოკეანეში. როაჩი, რომლის ჰობი ფრინველებზე დაკვირვება იყო, სახლში დარჩა. სასამართლოზე ის ამბობდა, რომ ის სახლის უკან იჯდა, როდესაც მისთვის უცნობი, ეგზოტიკური, ნარინჯისფერი ფრინველი შენიშნა, რომელმაც გვერდით ჩაუფრინა. ის მის კვალს გაჰყვა სახლის ფასადისკენ და აკვირდებოდა, თუ როგორ აშენებდა ფრინველი ბუდეს პალმის თავზე. შემთხვევით მან დურბინდი სანაპიროსკენ მიმართა და დაინახა რომ მოტა და ჰაუკი იახტაზე ჩხუბობდნენ. მოტამ ჰაიკი წყალში გადააგდო, ზემოდან თავზე ხელს აჭერდა და ჰაერის ჩასუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. დე მოტა კი იფიცებოდა, რომ ჰაკი მეტისმეტად გადაიხარა, როდესაც ანკესზე გამობმული თევზის დაჭერა უნდოდა, წონასწორობა დაკარგა და ოკეანეში გადავარდა. და ის მანამდე დაიხრჩო ვიდრე დე მოტამ შეძლო იმ ადგილამდე მისვლა.
— სასამართლოს 5 წუთზე ნაკლები დასჭირდა, რომ გაეგო, თუ ვინ იტყუებოდა – დაასრულა მოყოლა მისის სიდნიმ.

— რა თქმა უნდა თქვენ არ დაგჭირდებათ ამდენი დრო, რომ დაადგინოთ ვინ მოიტყუა.
მერიდიტს მართლაც არ დასჭირდა ამდენი დრო და პასუხი მაშინვე გასცა.


კითხვა: ტყუილი რომელმა თქვა?


3. ინდიელებთან მოვაჭრე


დოქტორი მერიდიტი, სხვა ტურისტებთან ერთად, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში წავიდა სამოგზაუროდ. ტურისტები მუზეუმში შევიდნენ და მწვანე ბოთლის ცარიელ ქანდაკებას მიაშტერდნენ. მის გვერდით დაფაზე ეწერა: "ექიმი ჰენრის საიდუმლო ელექსირი." ექსკურსიამძღოლმა აუხსნა ტურისტებს ამ ბოთლის შენახვის მიზეზი.

— მშვენიერი ჯინა ნოსკი 77 ასეთი ბოთლით იყო გადარჩენილი 83 წელს, – დაიწყო მან. – მოხუცი ჰენრი მხოლოდ ინდიელებთან ვაჭრობდა – მას არასოდეს მიუყიდია თავისი ელექსირი თეთრი ადამიანისთვის და ელექსირის შემადგენლობას არავის უმხელდა. მაგრამ სიკვდილის წინ, მან თავისი საიდუმლო ნდობით აღჭურვილ პირს გაანდო, როგორც აღმოჩნდა, ელექსირში მხოლოდ შაქარი და წყალი იყო. ერთხელ მთვრალმა ინდიელმა ახალგაზრდა ჯინა მოიტაცა და ჰენრი გამტაცებელს თავისი სურვილით დაედევნა. ის გოგონას დასახმარებლად გადახურული ოთხთვალათი გაემართა, რომელიც ინდიელებთან გადასაცვლელი საქონლით იყო დატვირთული, ხოლო გარედან 80 ცალი ელექსირის ბოთლი ეკიდა თოკებით. ხუთი დღე იარა მან ყინულით მოლიპულ გზებზე, საშინელ ქარში და თოვლში. ჯინა უვნებლად დააბრუნა სახლში. მან მთელი საქონელი და 77 ბოთლი ჯინას სანაცვლოდ მისცა ინდიელებს, ხოლო დარჩენილი სამი ბოთლი, ჯინას მისცა და იმანაც მაშინვე დალია.
— ის ნამდვილი გმირი იყო, – დაასრულა მოყოლა ექსკურსიამძღოლმა, – წარმოგიდგენიათ, ის მარტო წავიდა მთებში, ზამთარში და მთელი თავისი საქონელი გოგონაში გაცვალა.

— ექიმი არ იყო გმირი, – შეეწინააღმდეგა მას მერედიტი. - ის თაღლითი იყო და ჯინას გატაცების თანამონაწილე!


კითხვა: როგორ მიხვდა ამას მერედიტი?


4. თვითმკვლელების ოთახი


სერ სესილ ბრუდჰილდმა ძლივს მიიზიდა თავისკენ, ექვსას წლიანი სასახლის, ერთ-ერთი თაღის მასიური კარები.
დოქტორი მერიდიტი, რომელიც დასვენების დღეების გასატარებლად ჩავიდა, ქვემოთ იყურებოდა, სიბნელეში.
— ოთახი შავი კედლებით და არანაირი იატაკი, – თქვა სერ სესილმა – უფრო სწორედ, იატაკი არის, მაგრამ 100 ფუტით იმაზე ქვევით, ვიდრე წესით უნდა იყოს. ოთახი იმისთვის იყო გაკეთებული, რომ ვასალების საიდუმლოებები გაეგოთ, – აუხსნა სერ სესილმა. – მოგვიანებით, როდესაც ჰერცოგ ბრუკლინის მშვენიერი ცოლი, შავი ჭირით გარდაიცვალა, მასზე უგონოდ შეყვარებული ახალგაზრდა მეტყევე, აქედან ქვემოთ გადავარდა და თავი მოიკლა. საშინელი ლეგენდა მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა: – დაამატა სერ სესილმა – თითქოს, ყოველი მეოთხე ჰერცოგის მმართველობის დროს, აქედან ახალგაზრდა კაცი ვარდებოდა და თავს იკლავდა. მე მეოთხე ვარ, ბოლო თვითმკვლელობის შემდეგ — თქვა მოხუცმა ჰერცოგმა და კარები დაკეტა, რომ შემთხვევით არავინ ჩავარდნილიყო: – კალატოზი გამოვიძახე სოფლიდან, ეს გასასვლელი რომ ამოაშენოს. ის ხვალ მოვა.

მერედიტის ოთახი “თვითმკვლელების ოთახთან" ახლოს იყო. როდესაც ის დაწოლას აპირებდა, ყრუ ყვირილის ხმა გაიგო. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა. მერედიტი სასწრაფოდ გარეთ გამოვარდა. სერ სესილიც ჩქარი ნაბიჯით მოდიოდა “თვითმკვლელების ოთახისკენ". მათ ერთად გააღეს მძიმე კარები. სერ სესილმა ფარანი ქვემოთ მიანათა და სინათლის სხივმა ახალგაზრდა კაცის სხეული გაანათა.

— რიჩი, ჩემი ცოლის ადვოკატი! – წამოიკივლა სერ სესილმა.
— მაგრამ რატომ გადაწყვიტა თავის მოკვლა?
— მას ეს არ გაუკეთებია – გააპროტესტა მერიდიტმა – ხელი ჰკრეს!


ითხვა: როგორ მიხვდა მერიდიტი?


5. მოჩვენებითი გმირი


— ყველაფერი მოფიქრებული მქონდა, მაგრამ რაღაც ისე არ წავიდა – თქვა სირილ მაკინმა – მარგარიტამ მაშინვე გამშიფრა. – მან ღრმად ჩაისუნთქა. – მარგარიტა – მარგარიტა აპელსონია – მოხუცი გენერლის, უილიამ აპელსონის, მეტსახელად “ველური ბილის" ქალიშვილი და ის გადარეულია ომის გმირებზე. მე ვეტერინარი ვიყავი კორეაში და თოფის გასროლის ხმაც კი არ გამიგია. ამიტომ, რამე უნდა მომეგონებინა, ფრონტთან დაკავშირებული, გმირული ისტორია, რომ შთაბეჭდილება მომეხდინა მარგარიტაზე.

— მომიყევით ყველაფერი ისე, როგორც მარგარიტას მოუყევით და მე შევძლებ იმის გარკვევას თუ სად დაუშვით შეცდომა. – შესთავაზა მერიდიტმა.

ახალგაზრდა მამაკაცს ერიდებოდა, მაგრამ მაინც მოუყვა თავისი ისტორია მერიდიტს.
— მე საგუშაგო პოსტზე ვიდექი სხვებთან ერთად და უცბად, გავიგე ფოთლების შრიალი, ტყის მარცხენა მხარეს. ცხელი დღე იყო, მშვიდი, ნიავიც კი არ იძვროდა. ამიტომ, ხმაური მხოლოდ მტერს შეეძლო გამოეწვია. ამას მივხვდი და ბიჭებსაც შევატყობინე. მტერმა ალყა შემოგვარტყა. ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევდით მათ, ისე როგორც შეგვეძლო. მტერმა დახევა დაიწყო და ბრძოლის ველზე ასზე მეტი მოკლული დატოვა. მე მკვდარ კაპიტანს დურბინდი მოვხსენი და ამ დროს, ვიღაცამ დაიყვირა, მტრის ახალი რაზმი გვიახლოვდებაო. ჯარისკაცებიც გამოჩნდნენ და ჩვენები მზად იყვნენ მტრის მოსაგერიებლად, მაგრამ მე დავიყვირე: “შეაჩერეთ ცეცხლი! ამერიკელები არიან!" მოგვიანებით, მე ავუხსენი კაპიტანს, რომ დურბინდით ჰაერში მოფრიალე ამერიკის დროშა დავინახე. მან ხელი ჩამომართვა და მითხრა, რომ ჩემი მოხერხებულობა რომ არა, მთელი რაზმი ამოწყდებოდა!

როდესაც სირილმა დაასრულა მოყოლა, მერიდიტმა გაიღიმა:

— გასაკვირი არ არის, რომ მის აპელსონმა არ დაგიჯერათ.


კითხვა: რატომ?imageპასუხები:


1. მერიდიტმა სახლის დათვალიერების დროს, ფანჯარა გამოაღო. ე. ი. ფანჯარა შიგნით იღებოდა. მასწავლებელი კი ამბობდა რომ, დაინახა როგორ ასწია ფანჯრის ჩარჩო ზევით. ის აშკარად იტყუებოდა.

2. იტყუებოდა ლი როაჩი, რადგან ოკეანის იახტა იმდენად მაღალია, რომ წყალში ჩავარდნილ კაცს ხელით ვერ მისწვდებოდა მეორე ადამიანი და თან, ჰაუკმა ცურვა არ იცოდა, მის დახრჩობას, ზემოდან ხელის დაჭერა არ სჭირდებოდა. ის წყლის ზედაპირზე, 30 წამი იფართხალებდა და ჩაიძირებოდა.

3. ხუთი დღის მანძილზე, ყინვაში, შაქრიანი წყალი აუცილებლად გაიყინებოდა და ბოთლები დასკდებოდა, თან თუ გამტაცებლებს გაეკიდა, ცხენით უნდა წასულიყო და არა საქონლით დატვირთული ოთხთვალათი. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოიგონა, რომ ჯინას ოჯახის წევრებს, მისთვის ინდიელებისთვის დატოვებული საქონლის საფასური გადაეხადათ.

4. რიჩს არ შეეძლო კარების დაკეტვა, რადგან კარების იქით იატაკი არ იყო...

5. თხრობის დასაწყისში, მან თქვა რომ მშვიდი ამინდი იყო. ასეთ ამინდში დროშა ვერ იფრიალებდა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ვინ არის მკვლელი? – კრიმინალური გამოცანები (პასუხები აქვს)

* კატები – ჩვენი ოჯახის "კუდიანი" წევრები (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით)

* 7 ფაქტი ძველი რომის შესახებ, რასაც სკოლაში არ ასწავლიან

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
190
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0