x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134554
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508613
"ამ 30 ადამიანს აქ ახლობლები ჰყავთ... მოუხდიან ბოდიშს?" -ამირან სალუქვაძე
image

"ორი დღე ატრიალა ოპომედიამ ინფორმაცია მექსიკის საზღვარზე 30 ქართველის მძევლად აყვანის შესახებ, რაც სიცრუე აღმოჩნდა.


ეს ადამიანები რომ ამ გზით მიდიან, ეს ცალკე პრობლემაა. მათ ახლობლებს დამატებით მსგავსი სტრესები სჭირდებათ?
ამ 30 ადამიანს აქ ახლობლები ჰყავთ. მოუხდიან ბოდიშს? მორალურ ტკივილს რითი აუნაზღაურებენ, ამას წინათ სერიული მკვლელის ფოტო აერიათ და სხვა ადამიანის, კერძოდ გიორგი ორველაშვილის ფოტო გაავრცელეს. და მიადგა ტელევიზიასთან და არც შეხვდნენ, რომ პირადად მოეხადათ ბოდიში.
ნაცმედიას ორი უკიდურესობა აქვს: თუ ხელისუფლებაში არიან, - ქვეყანა ყვავის, თუ ოპოზიციაში, - ინგრევა."-წერს სოციალურ ქსელში გადამდგარი გენერალი და სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე.
შეგახსენებთ, ოპზიციურმა მედიამ(მთავარი არხი, ფორმულა და სხვა)გაავრცელა ინფორმაცია, რომ მექსიკის საზღვართან ქართველები გაიტაცეს.
ქართველები, რომლებიც აშშ-ში შესვლას არალეგალურად გეგმავდნენ, კრიმინალური ჯგუფის ხელში აღმოჩნდნენ. არსებული ინფორმაციით, მექსიკურ ნარკოკარტელს 30-მდე ქართველი მძევლად ჰყავს აყვანილი.


გატაცებულთა ახლობელი ირწმუნებოდა, რომ ტყვეობაში მყოფებზე ფიზიკურად ძალადობენ და გამოსასყიდს ითხოვენ. მისი თქმით, ფულს ნარკოკარტელი ე.წ. გადამყვანისგან ითხოვს.ასევე, სიუჟეტში არასწორად გაჟღერდა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალებასთან დაკავშირებით.



ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ტურისტული სააგენტო "Dream World Travel"-ის დირექტორმა ხათუნა ხმელიძემ.


"

"როგორც მე ვიცი, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა და ეს ნამდვილად არასწორად ჟღერდებოდა. ის, რომ ტელევიზიაში გასულიყო, რომ საქართველოს მოქალაქე მოკლეს, წარმომიდგენია ამ ყველაფერს რა ამბავი მოჰყვებოდა. მეორე ფაქტი იყო, რომელზეც მითხრა - საქართველოს მოქალაქეები არიან თუ არა დაკავებულები და ამასთან დაკავშირებითაც ვუთხარი, რომ ნაწილის განთავისუფლება მოხდა და ნაწილი ისევ რჩება. ზუსტად ეს არის ის ყველაზე მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ამ საკითხებზე არ ვსაუბრობ. შეიძლება ბევრზე მეტი ინფორმაცია გვაქვს იმიტომ, რომ კონკრეტული ადამიანები გვიკავშირდებიან და გვაწვდიან, მაგრამ ამას სპეციალურად არ ვაჟღერებდი იმიტომ, რომ ამ ადამიანების უკან დგანან მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ძალიან განიცდიან და ნერვიულობენ.


კარგად იცით, რომ ჩვენი კომპანია არასდროს, საზღვრის უკანონო კვეთაში ადამიანებს დახმარებას არ უწევდა იმიტომ, რომ ეს არის ძალიან დიდი საფრთხის შემცვლელი და მუდმივად გაფრთხილებთ ბოლო პერიოდის განმავლობაში იმასთან დაკავშირებით, რომ საზღვარზე სიტუაცია იცვლებოდა რადიკალურად. როცა ეს ყველაფერი გადაივლის, აუცილებლად ჩავწერ ვრცელ ვიდეოს იმასთან დაკავშირებით, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, რა მოხდა, რამდენი რამ შეიცვალა და რეალურად ახლა რა სიტუაცია არის და რა რისკზე მიდიან ადამიანები, რის ფასად აკეთებენ ამას და, რეალურად, ღირს თუ არა ეს ყველაფერი, " -განაცხადა ხათუნა ხმელიძემ.

0
228
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0