x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ბრაზილიელმა ტყუპმა ძმამ ოპერაცია ერთ დღეს გაიკეთა, რათა გოგოები გამხდარიყვნენ
image
ეს ძალიან ლამაზი და კოხტა გოგონები ტყუპები არიან, არა და სულ რამდენიმე წლის წინ ეს ლამაზი გოგონები ბიჭები იყვნენ. გაგიკვირდათ ხომ ასეა? მეც გამიკვირდა და სწორედ ამიტომაც ვთარგმნე ეს სტატია თქვენთვის.


ეს ტყუპი გოგონები მაილა ფიბი დე რეზენდე (ბიკინებიანი) და სოფია ალბუკერკი ბიჭებად დაიბადნენ, თან ტყუპ ძმებად, მაგრამ როგორც თავად ამბობენ თავს ისე გრძნობდნენ, როგორც სხვის სხეულში ჩამწყვდეულები.
ბიჭებს გოგონების მანერები ჰქონდათ, რის გამოც მუდმივად ბულინგის მსხვერპლი ხდებოდნენ.


ბრაზილიაში განსხვავებული ორიენტაციით ვერავის გააკვირვებ, მაგრამ იქაც არიან რადიკალური აზროვნების მოზარდებიც და მოზრდილებიც, რომლებიც ბიჭებს ქუჩაში თავისუფლად გავლის ნებას არ აძლევდნენ. ბიჭები სკოლიდან სკოლაში გადაჰყავდათ, მაგრამ ძალიან ხშირად არა თუ მოსწწავლეების, არამედ მასწავლებლების დაცინვის ობიექტებიც ყოფილან.

მაილას, თქმით სწორედ ამგვარმა დამოკიდებულებამ მათ მიმართ, ისინი უფრო მეტად დაარწმუნა იმაში, რომ ორივეს აუცილებლად უნდა შეეცვალა სქესი. თუმცა ოპერაციის ფული საკმაოდ სოლიდური იყო რის შოვნასაც ტყუპები დამოუკიდებლად ვერანაირად ვერ შესძლებდნენ, რომ არა მათი ბაბუა, რომელმაც აუქციონის წესით გაყიდა დიდი სახლი და ბიჭების სქესის შესაცვლელად კლინიკას, სადაც ტყუპებს ერთდროულად ჩაუტარდა ოპერაცია ოპერაციისათვის საჭირო თანხა-100 000 რეალი ჩაურიცხა.

"ჩვენ ოჯახი მუდამ გვიჭერდა მხარს, რადგან ხედავდნენ ჩვენს მდგომარეობას. ოჯახის წევრებს არასდროს გამოუთქვამთ პროტესტი ჩვენს სურვილზე, შეგვეცვალა სქესი"-განაცხადეს პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში მაილამ და სოფიამ.

გოგოები აპირებენ გახდნენ ექიმები, ამ ეტაპზე სწავლობენ და ფულს აგროვებენ, რათა ბაბუას ამაგი დაუფასონ და გაყიდული სახლის ნაცვლად ბევრად კომფორტული სახლი უყიდონ.

ასე გამოიყურებიან დღეს ტყუპები მაილა და სოფია.

image
მე არ ვიცი ამ გოგონებს რა მომავალი ელით წინ, მაგრამ ახლა ცხოვრებით კმაყოფილები ნამდვილად არიან.


სტატისტიკით ბრაზილია მსოფლიოში პირველ ადგილზეა ტრანსგენდერების მკვლელობებით, იმედია ეს გოგონები გადაურჩებიან რადიკალების შურისძიებას და კარგი ექიმები გახდებიან.



2020 წელს ბრაზილიაში 175 ტრანსგენდერი იქნა მოკლული, რადიკალური ორგანიზაციების წევრების მიერ.

მაილა ახლა და ბავშვობაში.

image
ეს კი მისი ტყუპისცალი სოფია ახლა და ბავშვობაში.

image

P.S

მინდა ჩემი შეხედულება დავაფიქსირო საზოგადოების იმ მცირე ნაწილთან დაკავშირებით, რომლებსაც განსხვავებული ორიენტაცია აქვს.
მე არ მომწონს და არ ვიზიარებ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების შეხედულებებს, მაგრამ ამის გამო არასდროს შევავიწროვებ მათ, სხვისი პირადი ცხოვრება ჩემთვის არაა საინტერესო, მაგრამ კატეგორიულად ვემიჯნები ყოველგვარ აღლუმს და ქუჩაში განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების პროპაგანდას.
ჩემთვის ქალი-ქალია და კაცი კი კაცია, თუმცა ვიმეორებ: სხვის პირად ცხოვრებაში არასდროს ჩავერევი!!!


0
131
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
131