x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ჩვევები, რომლებიც სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს
ჯანმრთელობა - არის ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის სტრუქტურები და მათი ფუნქციები შეესაბამება ერთმანეთს და ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემები ძალმოსულნი არიან შეინარჩუნონ ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობა ანუ ჰომეოსტაზი.



image



ჯანმრთელი ორგანიზმისათვის დამახასიათებელია ის რომ ყოველდღიურ ნორმალურ გამღიზიანებელზე ის მოქმედებს ადეკვატური რეაქციით, რომლის ხასიათი, სიძლიერე, მოქმედების ხანგრძლივობა შეესაბამება გამღიზიანებელს. ჯანმრთელი ორგანიზმისათვის დამახასიათებელია ასეთი მცნება, როგორიც არის ნორმა მაგ: ნორმალური ტემპერატურა, ნორმალური გულის ცემა, ნორმალური წნევა, ნორმალური სუნთქვა და ასე შემდეგ. თუმცა გარემო პირობები, გენეტიკური ფაქტორი, სამუშაო გარემო და სხვა ყოველდღიური რაღაცები იწვევენ ნორმალური ფუნქციის მოშლას და მის გაურესებას.



image




თურმე, ისეთი მავნე რაღაცები, როგორიცაა ალკოჰოლი, დაუდევრობა და არასოციალურობა - სიცოცხლეს ახანგრძლივებს. გაგეცინათ, არა?!




ალკოჰოლი პირველ ადგილზეა. ყოველდღიურად 32 გრამი წითელი ღვინის დალევა მნიშვნელოვნად ამცირებს გულის შეტევის, დიაბეტის და ათეროსკლეროზის რისკს. ხოლო მათ, ვისაც ცოტა წითელი ღვინის დალევა უყვარს, 30%-ით ნაკლებად ემუქრება გულის პრობლემები და საშუალოდ 5 წლით მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე ისინი, ვინც მთლიანად უარს ამბობს ალკოჰოლზე.




მეორე ადგილზეა გადამეტებული სისუფთავე. ასე რომ, ძალიან ხშირი შხაპი ართმევს კანს საჭირო ცხიმოვან ფენას, რისი წყალობითაც ორგანიზმი უკეთ იცავს თავს ინფექციებისგან.




მესამე ადგილზეა სხვებთან კომუნიკაციის სურვილის ნაკლებობა. გამოდის, რომ რაც უფრო ხმამაღალი და მკაცრი ხმები ისმის გარემოში, მით მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ყველა ბგერა იწვევს ჰორმონების გამომუშავებას რყევებს, რაც ხშირად აზიანებს ადამიანის ემოციურ ფონს და ნერვულ სისტემას.

0
98
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0