x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
ჰაიტი კარიბის აუზში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფო, სადაც ანარქია და ქაოსი მართავს ქვეყანას
image
კარიბის აუზში მდებარე ქვეყანა ჰაიტი, რომელიც იმავე სახელწოდების კუნძულზეა განთავსებული და რომელსაც დომინიკის რესპუბლიკა ესაზღვრება წლებია ანარქიაშია ჩაძირული.


ამ სახელმწიფოს სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოსული დიქტატორები მართავდნენ.


ქვეყნის მოსახლეობა 11, 5 მილიონია, ტერიტორია კი 27, 8 ათასი კვადრატული კილომეტრი.


ჰაიტი ყველაზე ღარიბი სახელმწიფოა ამერიკაში, პოლიტიკური არასტაბილურობის გამო ქვეყნიდან გარბის ადგილობრივი მოსახლეობა, უცხოელებიდან მაქსიმუმ კორესპონდენტები ჩავიდნენ იქ არსებული სიტუაციის გადასაღებად, ისიც ადგილობრივი პოლიციის მიერ კონტროლირებად ადგილებში.



ჰაიტმა რამდენიმე უმძლავრესი სტიქიური უბედურება გადაიტანა, 2010 წელს ჰაიტში მოხდა მიწისძვრა, რომელსაც 200 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
იმავე წელს ცუნამმა გაანადგურა ინფრასტრუქტურა და განადგურა ქვეყნის ეკონომიკა.


ქვეყანა ჩაიძირა ქაოსში, ქვეყნის ხელისუფლება ვერ უმკლავდებოდა ადგილობრივ ბანდ-ფორმირებებს. 2004 წელს გაეროს ეგიდით ქვეყანაში შეიყვანეს სამშვიდობო ჯარები, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს ქვეყნის მოსახლეობის დაცვა მოთარეშე ბანდებისაგან.


გაერომ სამშვიდობო ძალები გამოიყვანა 2017 წელს. 2021 წელს უცნობი შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ქვეყნის ყველაზე დაცულ, პრეზიდენტის სასახლეს, გაანადგურეს პრეზიდენტის დაცვა, მოკლეს პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზა და დაჭრეს მისი ცოლი. ქვეყნის დედაქალაქ პორტ-ო-ფრენსში პრეზიდენტის მკვლელობამ უფრო გაამწვავა ქვეყანაში მდგომარეობა.


ეკონომიკა პრაქტიკულად განადგურდა. დაიხურა ყველა საწარმო, რომელიც ჯერ კიდევ მუშაობდა. დედაქალაქის საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაიქცნენ ექიმები და მედდები, კლინიკა დარჩა მოხალისე სტუდენტების და სანიტრების იმედად.

სწორედ აღნიშნული კლინიკაა ამ სურათზე, სადაც სამკურნალო პაციენტებთან ერთად გარდაცვლილის გვამია განთავსებული საწოლზე, რადგან პროზექტურა გადავსებულია და წამსვენებელიც არავინაა.

image
ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მოუწია ქვეყნიდან გაქცევამ, რადგან ქვეყნის 80%-ს შეიარაღებული ბანდ-ფორმირებები აკონტროლებენ. პოლიცია, რომელიც რიცხობრივად და შეიარაღებით ჩამოუვარდება უკანონო ფორმირებებს, დიდად არ ჩამოუვარდება მორალური თვალსაზრისით უკანონო ფორმირებების წევრებს.

აი ასე გამოიყურება ჰაიტის დედაქალაქის პორტ-ო-ფრენსის ქუჩები პოლიციასა და შეიარაღებულ ბანდებს შორის დაპირისპირების შემდეგ.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

+12





















0
106
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
106