x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134549
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
"შიშ#ელი" მოდა: 5 ვარსკვლავი, რომელმაც აღარ იცის ყურადღება როგორ მიიპყროს
image


ყოველწლიურად ცნობილი ადამიანებისთვის სულ უფრო რთული ხდება კონკურენტებს შორის გამორჩევა. სელებრითების უმრავლესობა ცდილობს იზრუნოს საკუთარი სხეულის ფორმებზე, იყოს ტრენდული და ყველანაირად გამოირჩეოდეს, თუმცა ზოგიერთი მათგანი ყურადღების მიპყრობისა და საკუთარი პერსონისადმი გარშემომყოფთა ინტერესის გაზრდის მიზნით მზად არის საკუთარ სტილსაც კი უღალატოს და აქცენტი უფრო თამამ ნახევრად შიშველ სამოსზე გააკეთოს.





ირინა შეიკი


image


მომხიბვლელი ირინა შეიკის წინა წლის გარდერობში ბევრი გამორჩეული და დასამახსოვრებელი სამოსი იყო, და თუკი პოდიუმზე გამჭვირვალე კაბებში გამოწყობილი მოდელი ყველასთვის მაინც შეუმჩნეველი რჩება, კანის კინოფესტივალზე მან თავისი შიშველი "ლუქით" საზოგადოება შოკში ჩააგდო. ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის სუპერმოდელმა ქვედა საცვალი, სტრინგები და თხელი ქსოვილის ნაჭერი შეარჩია, რამაც ფესტივალის სტუმრების სრული აღფრთოვანება გამოიწვია.





ემილი რატაკოვსკი


image


კოლეგას სითამამეში არც ემილი რატაკოვსკი ჩამორჩა. რა თქმა უნდა, უკვე მივეჩვიეთ "შიშველი" კაბებისა და თამამი საცურაო კოსტუმებისადმი მის განსაკუთრებულ სიყვარულს, თუმცა წელს რატაკოვსკიმ ძალიან ქალური, ნახევრად შიშველი "ლუქი" შეარჩია: მართალია, ის კამერების წინ საცვლების გარეშე პოზირებდა, თუმცა მისი კაბის დელიკატური პრინტი მოდელის ყველა ინტიმურ დეტალს ფარავდა.





ჰოლზი


image


ჰოლზის ეპატაჟური ჩაცმულობისადმი სიყვარული ვერც ბავშვის დაბადებამ გაუნელა. მისი "ლუქები" დღემდე იპყრობს თაყვანისმცემლების ყურადღებას, ხოლო მომღერალი მათში თავს ისე გრძნობს როგორც თევზი წყალში.




ჯენიფერ ლოპესი


image


54 წლის ჯეი ლო 2023 წელს "შიშველი" კაბებით რამდენჯერმე გამოჩნდა და ყოველ ჯერზე საოცრადაც გამოიყურებოდა. მის ასაკში, როცა ბევრს უკვე საკუთარი სხეულის ჩვენებაც კი ეუხერხულება, ის მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის თამამ სამოსს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ირჩევს. მაგალითად, მისი ერთ - ერთი ყველზე დასამახსოვრებელი გამოჩენა "Lacma"-ას მუზეუმში გამართულ წვეულებას უკავშირდება, სადაც მომღერალი მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. აღნიშნული ღონისძიებისთვის მან არჩევანი მაქმანებიან, მდიდრულ კაბა-ბიუსტჰალტერზე შეაჩერა, რომელიც ლამაზმანს მართლაც განსაკუთრებულად უხდებოდა.




რიანა


image


რიანა "გრემის" დაჯილდოებაზე "იდუმალი" კაბით გამოცხადდა. ერთი შეხედვით, მომღერლის სხეულზე უჩვეულო არც არაფერი ხდებოდა, თუმცა როგორც კი სცენაზე ასული პოპ-დივა ზურგით შებრუნდა, პუბლიკის მთელი ყურადღება მის შთამბეჭდავ "მეხუთე წერტილზე" ფოკუსირდა.







0
274
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
274