x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
რატომ არ უყვართ კატებს საკვების გვერდით მდებარე ჭურჭლიდან წყლის სმა და სხვა საინტერესო ფაქტები კატების შესახებ

კატები, ბევრ ქვეყანაში, დიდი პოპულარობით სარგებლობენ და იდეალურ შინაურ ცხოველებად ითვლებიან. ისინი ადვილად მოსავლელ, მოსიყვარულე და როცა უნდათ, წარმოუდგენლად გონიერი არსებები არიან. ამიტომ, კატებმა მილიონობით ადამიანის გული დაიპყრეს.

მაგრამ, ამ საყვარელ ცხოველს საკუთარი საიდუმლოებებიც აქვს და ზოგიერთ მათგანს, აქ წარმოგიდგენთ:


შინაური კატები ცდილობენ, არ დალიონ წყლის თასიდან, რომელიც საკვებთან ახლოს არის. ეს იმიტომ ხდება, რომ ველურ ბუნებაში, მათი ნადავლის მახლობლად წყალი, შეიძლება, დაბინძურებული იყოს.image


კატები თავს იმ ადამიანებს უსვამენ, რომლებსაც ენდობიან, ან რომელთანაც თავს დაცულად გრძნობენ.image


კატა, სახელად ემი, ირლანდიის გემზე – «Empress»–ის (იმპერატორი ქალი) ბორტზე ცხოვრობდა და მოგზაურობა არასდროს გამოუტოვებია. თუმცა, 1914 წლის 28 მაისს, მან გემზე ასვლა არ მოისურვა და ის, მორიგ მოგზაურობაში, მის გარეშე წავიდა... მეორე დღეს გემი ჩაიძირა.image


როცა კატებს ადამიანებთან მკვდარი ცხოველები მოჰყავთ, ისინი ამით, მათ «ნადირობას ასწავლიან». სწორედ ასე იქცევიან ისინი, უფრო ახალგაზრდა კატებთან მიმართებაშიც.image


კატებს პატივს ისლამში, სისუფთავის გამო სცემენ. ხოლო, «კატების სიყვარული, რწმენის ასპექტად ითვლება».image


ძალიან ეფექტური თირკმელების წყალობით, წყურვილის შემთხვევაში, კატას მარილიანი წყლის დალევაც შეუძლია.image


კატას თავის ტვინის ქერქში, საშუალოდ, 300 მლნ. ნეირონია. შედარებისთვის, – ძაღლებს მხოლოდ 160 მლნ. აქვთ.image


კატების უმეტესობას, ლაქტოზას აქვს აუტანლობა. ასე, რომ, მათთვის რძე – ტაბუდადებულია.image


კატებს არ შეუძლიათ ტკბილეულის გემოს აღქმა.image


კატებმა, შესაძლოა, თავიანთი ვოკალური ინტონაცია, ადამიანებთან კომუნიკაციისთვის განავითარეს. ცნობილია, რომ მათ, დაახლოებით, 100 ბგერის გამოთქმა შეუძლიათ. ძაღლებს კი, მხოლოდ 10 ბგერის. გარდა ამისა, დამტკიცებულია, რომ რაც უფრო მეტს ესაუბრებით კატას, მით უფრო მეტს გელაპარაკებათ ის.image


კატებს მაგნიტირებული ტვინის უჯრედები აქვთ, რომლებიც კომპასის მსგავსად მოქმედებენ. ამიტომ პოულობენ ისინი სახლის გზას მარტივად.image


ცრურწმენის თანახმად, აშშ-ში შავი კატა – უბედურების მომტანად ითვლება. მაგრამ, დიდ ბრიტანეთში და ავსტრალიაში, პირიქით – იღბლის მომტანად მიიჩნევენ.image


შინაური კატები ეფექტური მონადირეები არიან. მათ ანგარიშზე 33 სხვადასხვა სახეობის ცხოველის გადაშენებაა. აქედან გამომდინარე, ისინი, ასი ყველაზე ინვაზიურ (ზიანის მომტანი მტაცებელი) ცხოველთაგანად ითვლებიან.image


შინაური კატის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 15 წელია, ხოლო გარეული კატებისთვის – 3-დან – 5 წლამდე.image


კატას, ცხოვრების მანძილზე, თეორიულად, 100-ზე მეტი კნუტის გაჩენა შეუძლია. ხოლო, ერთი წყვილი კატის და მათი შთამომავლობის ნამატის რაოდენობა, 7 წელიწადში, 420 000 კნუტი არის.image


image

სხვა სიახლეები:


( 10 საინტერესო ფაქტი ალექსანდრე მაკედონელის შესახებ, რომელიც გაგაკვირვებთ

* დედამიწაზე პირველი მოსახლეობა 500 მლნ. წლის წინ გაჩნდა (დედამიწის ქრონიკები – I ნაწილი)

* შეიმოწმეთ ლოგიკური აზროვნების უნარი – მარტივი, რთული და გამოცანები ხრიკებით (პასუხები აქვს)

* 5 ვარჯიში ხერხემლისთვის, რომელიც ტკივილისგან გაგათავისუფლებთ



0
117
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0