x
მეტი
  • 16.05.2024
  • სტატია:134680
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509000
სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ობაირის მონასტერი — ქართული მართლმადიდებლური მონასტერი
image
ქობაირის მონასტერი — ქართული მართლმადიდებლური მონასტერი დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე. მდებარეობს ქ. თუმანიანის მახლობლად, დებედას ხეობაში, მთის წვერზე. დაარსდა 1171 წელს, ტაშირ-ძორაგეტის მეფის, კვირიკე II-ს (1048-1049 – 1089 წლები) ასულის, მარიამის მიერ. ორი საუკუნის შემდეგ, ძლიერი მიწისვძრის შედეგად მნიშვნელოვნად დაინგრა.
ცნობილია თავისი უნიკალური ფრესკებით, რომელიც ქართული და ბიზანტიური ტრადიციისამებრ არიან შექმნილი.
ტაძარში თამარ მეფის ამირსპასალარის, ზაქარია მხარგრძელის და მისი ოჯახის საძვალე მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ქობაირის მონასტრის სიახლოვეს კიდევ სხვა დანგრეულ–განადგურებული ქართული არქიტექტურული ნაშთებიც მდებარეობს, რომლებიც მსურველი მნახველებისთვის სრულიად მიუდგომელია. თავად მონასტერში ნგრევის პროცესები მიდის.
ტაძარში შემორჩენილია არაერთი ქართული წარწერა-ეპიტაფია, რომელიც იხსენიებს მხარგრძელთა სახლის წევრებს — ივანეს, შანშეს, ბერ პიმენს, შალვას, ვაჰრამს, თამარს და მის მეღლეს სულა გურკენელს, სარდალ ჯაყელის ასულ რუსუდანს, ასევე მხარგრძელთა მეღვინეთუხუცეს ივანეს და მისი მეუღლე გურჯი-ხათუნს, შანშე მხარგრძელის მწიგნობართუხუცეს მათეს და მის მეუღლე თეონას.
0
108
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0