x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134558
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
ყველაზე დიდი ცხოველები, დედამიწის ისტორიაში

უხსოვარ დროში, ვიდრე დედამიწაზე ადამიანები გამოჩნდებოდნენ, პლანეტა ნამდვილი გიგანტებით იყო დასახლებული. უზარმაზარი პრეისტორიული ცხოველები, ხმელეთზე, ოკეანეში, თუ ჰაერში, ნამდვილი ბატონები იყვნენ. თანამედროვე ადამიანისთვის ძნელი წარმოსადგენია, ამ გიგანტების რეალური ზომები, მათი ძლევამოსილება და ძალა.

აქ ფაუნის ცალკეული სახეობის, ყველაზე დიდი წარმომადგენლები წარმოგიდგენთ:


ხმელეთის გიგანტები


მეზოზოური ერის ყველაზე დიდი ცხოველები – დინოზავრები იყვნენ. ზოგიერთი მათგანი – ხორცისმჭამელი მტაცებლები იყო და რაც მოძრაობდა, ყველაფერზე ნადირობდა. სხვები – პირიქით, კუჭს მცენარის ყლორტებით და ტროპიკული ტყეების ნაყოფი ივსებდნენ...


ტიტანობოაimage


მახრჩობელას პრეისტორიულ ნათესავს, მართლაც რომ საშინელი ზომები ჰქონდა. ყველაზე დიდი გველი, რომელიც ოდესმე ჩვენს პლანეტაზე ყოფილა, ტიტანობოაა. გველის ეს სახეობა, 58–60 მლნ. წლის წინ ბინადრობდა და უკვე რა ხანია, გადაშენდა. ის წარმოუდგენლად დიდი იყო: მისი სიგრძე 15 მ–ს აღწევდა, სხეულის გარშემოწერილობა 1 მ–მდე ჰქონდა და დაახლოებით, 1, 25 ტ. იწონიდა. საბედნიეროდ, დღეს მისი ნახვა, მხოლოდ მაკეტის სახით შეგვიძლია.

ეს უზარმაზარი პითონი, ჩუმად არ ახრჩობდა თავის მსხვერპლს. მისი ნადირობის მეთოდი ნიანგის თავდასხმას უფრო ჰგავდა. სისხლისმსმელი ურჩხული წყალსატევებში იყო ჩასაფრებული, მსხვერპლს მოულოდნელად ესხმოდა თავს და ძლიერი ყბებით, თავს მყისიერად აკვნეტდა მას.


ამფიცელია
image


ამფიცელია – ბალახისმჭამელი გიგანტი იყო, ზავროპოდების ოჯახიდან. ეს დინოზავრები 160 მილიონი წლის წინ, აფრიკასა და სამხ. ამერიკაში ბინადრობდნენ. სიგრძე 62 მ–ს აღემატებოდა, წონა კი, თითქმის, 122 ტ. აღწევდა!

წარმოგიდგენიათ ხვლიკის ზომები, თუ ხერხემლის მხოლოდ ერთი მალის დიამეტრი – 2, 5 მეტრი იყო!


გიგანოტოზავრიimage


ეს ცარცული პერიოდის ყველაზე დიდი მტაცებელი ხვლიკია, რომელიც პლანეტაზე 90 მლნ. წლის წინ ბინადრობდა. დაუნდობელი ურჩხული, უზარმაზარი თავის ქალით, მოკლე ზედა და ძლიერი ქვედა კიდურებით, ჩვენთვის «იურული პერიოდის პარკით» არის ცნობილი. მისი ჩონჩხი სიმაღლეში 4 მეტრს აღწევდა, ხოლო თავის ქალაში, ზრდასრული ადამიანი თავისუფლად ჩაეტეოდა! ცხოველის სიგრძე – 12–13 მეტრს შეადგენდა, ხოლო მასა – 8 ტონას აღემატებოდა. სამართებელივით ბასრი კბილების სიგრძე კი, დაახლოებით, 30 სმ–ს ფარგლებში მერყეოდა!



სარკოსუკუსი
image


უზარმაზარი, ნიანგისებური ქვეწარმავალი 110 მლნ. წლის წინ, აფრიკის კონტინენტზე ბინადრობდა. მისი სიგრძე, დაახლოებით, 15 მეტრს შეადგენდა, ხოლო წონა – 14 ტონას აღემატებოდა!


ენტელოდონტი
image


ტახის პრეისტორიული წინაპარი, 30 მლნ. წლის წინ, აზიაში, ევროპასა და ჩრდ. ამერიკაში, შიშის ზარს, მხოლოდ პოტენციურ მსხვერპლს კი არა, საკუთარი სახეობის წარმომადგენლებსაც კი სცემდა. 1, 5 ტონიანი მონსტრი, სიმაღლეში 2 მეტრს აღწევდა და უკიდურესი აგრესიულობითა გამოირჩეოდა.

პალეონტოლოგების აზრით, ენტელოდონტები კანიბალები იყვნენ. თუ სიტუაცია ჩაუვარდებოდათ, მათ ჯოგის სუსტი და ავადმყოფი წევრის შეჭმაც კი შეეძლოთ.


მამონტიimage


სპილოების ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელი, პლიოცენის პერიოდში, თითქმის ყველგან ცხოვრობდა. ამ ცხოველთა ნაშთები აფრიკაში, ევრაზიასა და ჩრდ. ამერიკაში გვხვდება. ბეწვიანი მამონტები კარგად იყვნენ ადაპტირებულნი, მკაცრი კლიმატის პირობებში ცხოვრებისთვის და ციმბირში, ალასკასა და არქტიკის ცივ კუნძულებზე ბინადრობდნენ. მეცნიერები თვლიან, რომ რელიქტური პოპულაციის უკანასკნელი წარმომადგენლები, სულ ახლახანს, არაუმეტეს, 4 ათასი წლის წინ დაიღუპა.

თანამედროვე სპილოებთან შედარებით, მამონტები ნამდვილ გიგანტებს ჰგავდნენ. ისინი სამსართულიანი კორპუსის სიმაღლის იყვნენ, სულ მცირე 15 ტონას იწონიდნენ, ჰქონდათ უზარმაზარი მოხრილი ეშვები და მასიური სხეული, მოკლე ფეხებით.


გიგანტოპითეკი
image


გიგანტოპითეკი პლანეტაზე ყველაზე დიდი ზომის პრიმატი იყო. ყველაზე დიდი რელიქტური მაიმუნის ნაშთები ნაპოვნია ინდოეთში, ტაილანდსა და ჩინეთში. თუ ზომაზე ვიმსჯელებთ, – უნდა აღინიშნოს, რომ გორილა, რომელიც დღეს, პრიმატების ყველაზე დიდ წარმომადგენლად ითვლება, ზომით, გიგანტოპითეკის მხოლოდ ნახევარს წარმოადგენს.

ცხოველთა სამყაროს ნამდვილი კინგ–კინგების სიმაღლე 3–მ–ს აღემატებოდა და 500 კგ-ზე მეტს იწონიდნენ!

სავარაუდოდ, გიგანტოპითეკი, როგორც ხორცს, ისე მცენარეულ საკვებს იღებდა. მეცნიერების აზრით, მისი საყვარელი საკვები ბამბუკი იყო.

გიგანტოპითეკი, სავარაუდოდ, მლნ. წლის წინ გადაშენდა.


ყველაზე დიდი მფრინავი არსებები


აჟდარქიდი
image


ეს ცარცის პერიოდის გიგანტური პტეროზავრები იყვნენ, რომლის ფრთების შლა 11-15 მ–ს შეადგენდა. ზომით, მათი შედარება, თანამედროვე ჟირაფისთვის შეიძლება. იკვებებოდნენ ლეშით, თევზით და პატარა ცხოველებით.

პალეონტოლოგები თვლიან, რომ ფრინველების წინაპრებს, ხანგრძლივი დროით ფრენა არ შეეძლოთ, ისინი ჰაერის ნაკადებში, უბრალოდ, ლივლივებდნენ და ასაფრენად, კლდიდან ხტებოდნენ.


არგენტავისი
image


ეს გადაშენებული ფრინველი – მფრინავ არსებებს შორის, ყველაზე დიდი ზომის იყო. მისი ფრთის შლა – 7 მეტრი იყო! ამას 80 კგ–იან სხეულის მასას და 2 მ–მდე სიმაღლესაც თუ დავუმატებთ, ნამდვილად რომ საშიშ არსებას მივიღებთ. ასეთ ჩიტს, ადამიანის ნისკარტით აწევაც კი, თავისუფლად შეეძლო.


ზღვის მონსტრები


მეგალოდონი
image


იმისთვის, რომ წარმოვიდგინოთ, თუ რამდენად დიდი იყო ეს მონსტრი, მხოლოდ იმის თქმაც საკმარისია, რომ ის ვეშაპებით იკვებებოდა!

ეს სისხლისმსმელი პრეისტორიული ზვიგენია, რომელიც ოკეანის სიღრმეებში 3 მილიონი წლის წინ ბინადრობდა. გიგანტური ურჩხულის სიგრძე, 20 მეტრს აღემატებოდა, ხოლო მასა, დაახლოებით, 60 ტ. შეადგენდა.


მელვილის ლევიათანი
image


ეს წყალქვეშა მონსტრების კიდევ ერთი სახეობაა, რომელიც მეგალოდონთან ერთად ბინადრობდა. მტაცებელი ვეშაპი, ცელნამგალა ვეშაპის და კაშალოტის ჰიბრიდს წარმოადგენდა, დაახლოებით, 17 მ. იყო! აქედან, დაახლოებით სამი მეტრი, უზარმაზარი თავი იყო, ფართო პირით და 36 სმ–ს, ორლესული კბილებით, რომლის დიამეტრი საფუძველში 14 სმ-ს აღემატებოდა!

აქ განხილული ცხოველები, მხოლოდ მცირე ნაწილია, იმ გიგანტების სიიდან, რომლებიც წარსულში დედამიწაზე ბინადრობდნენ. მათ ნაშთებს ბევრი რამის თქმა შეუძლია... ხოლო მეცნიერებს, წინ კიდევ ბევრი გასაოცარი საიდუმლო და აღმოჩენა ელით.


image

სხვა სიახლეები:


* ჩონჩხის სანაპიროზე ოქროთი დატვირთული გემი აღმოაჩინეს

* 10 უცნაური და კურიოზული ფოტო

* ხეოფსი პირამიდა წარღვნამდე არსებობდა

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
1290
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0