x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134560
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
რა განსხვავებაა კორეელებს, ჩინელებსა და იაპონელებს შორის? გიხსნით მარტივად!

image


გგონიათ რომ ყველა აზიელი ერთნაირად გამოიყურება? თუ ასე ფიქრობთ მაშინ ეს სტატია წაიკითხეთ. კორეელები, ჩინელები და იაპონელები - ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამი ერია, რომლებიც მდიდარია თავისი ისტორიითა და კულტურით, თუმცა მათი ენები, დამწერლობა და გარეგნობაც კი ერთმანეთისგან ისე განსხვავდება როგორც ცა და დედამიწა.





ენები და დამწერლობა


image



კორეული - უნიკალური ენაა, რომელსაც არ გააჩნია არანირი მსგავსება სხვა ენების გრამატიკულ სტრუქტურებთან. ის იყენებს ჰანგილის, საოცრად მარტივ და ლამაზ კორეული დამწერლობის სისტემას, რომელიც მე-15 საუკუნეში შეიქმნა. ჩინური - ერთ-ერთი ყველაზე რთული იეროგლიფური ენა გახლავთ მსოფლიოში. ის შედგება ათასობით სიმბოლოსგან და აქვს რამდენიმე დიალექტი. ჩინური იეროგლიფები - ჩინეთსა და ტაივანში გამოიყენება, აი, რაც შეეხება იაპონურს - ის უნიკალური ენა გახლავთ, რომელსაც მარცვლების საკუთარი სისტემა გააჩნია, რომელსაც კანა ეწოდება. იაპონელები ასევე იყენებენ ჩინურ იეროგლიფებს, კანჯის სისტემას თან კიდევ ორი მარცვლოვანი დამწერლობის სისტემა - ჰირაგანა და კატაკანაც ერთვის. ჩინური სიმბოლოები - ყველაზე შიშისმომგვრელია თავისი რთული გამომსახველობით. იაპონურ სიმბოლოებს აქვთ მომრგვალებული ფორმები და უფრო "საყვარლად" გამოიყურება, მათ შორის დიდი სივრცეა, თუმცა ზოგიერთი სიმბოლო იაპონელების მიერ ჩინურიდან არის აღებული, რაც გარკვეულ დაბნეულობას იწვევს.





გარეგნობა


image


იაპონიის, ჩინეთისა და სამხრეთ კორეის პოლიტიკოსები


კორეელების, ჩინელების და იაპონელების გარეგნობა რაღაც ასპექტში შეიძლება მსგავსიც კი იყოს, თუმცა მათ შორის არსებული განსხვავებები ხშირად საკმაოდ თვალშისაცემია. კორეელებს მაღალი ყვრიმალები, დიდი თვალები და ფერმკრთალი კანი აქვთ. მათთვის ესთეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, შესაბამისად, კორეელები დიდ ყურადღებას აქცევენ კანის მოვლას, ასევე ბევრ პლასტიკურ ოპერაციასაც იკეთებენ.

image

ჩინელებს ქვეყნის დიდი ფართობის შესაბამისი მრავალფეროვანი გარეგნობაც აქვთ, თუმცა "საშუალო ჩინელს" მუქი კანი და შავი ფერის თმა აქვს. იაპონელები ზოგადად უფრო მრგვალი ფორმის სახით გამოირჩევიან. მათ თვალებს კი ყველაზე ხშირად უფრო ნუშის ფორმა აქვს. იაპონელებს შორის განსაკუთრებული ყურადღება მოდასა და გარეგნობას ექცევა.




ქცევა


image


კორეელები ძალიან თავაზიანები არიან და უფროსებსაც დიდ პატივს სცემენ. ჟესტები და მიმიკები მნიშვნელოვან როლს თამაშობს კომუნიკაციაში. ჩინელები ურთიერთობაში უფრო უშუალოები არიან და დანარჩენ ორ ერთან შედარებით აღზრდის დაბალი დონითაც გამოირჩევიან. მაგალითად, ჩინელებისთვის ნორმალურია ფურთხება და გარშემო ნაგვის დაყრა, ხოლო კაფეში ხორცის ძვლებისა და ხელსახოცების პირდაპირ იატაკზე დაყრა. იაპონელები კი განსაკუთრებული თავაზიანობითა გამოირჩევიან, რომელიც სიტუაციის მიხედვით იცვლება.





რელიგია



image


თანამედროვე სამყაროში აზიელებს შორის ბევრი ათეისტია, მაგრამ მოსახლეობის ნაწილი კვლავ ინარჩუნებს მრავალწლიან ტრადიციებსა და რწმენას. კორეაში ფართოდ არის გავრცელებულია ბუდიზმი და ქრისტიანობა, ისევე როგორც აქტუალურია კონფუციანიზმის გავლენა. ჩინეთში ფართოდ არის გავრცელებული ბუდიზმი და დაოსიზმი, თუმცა "ციურ იმპერიაში" ასევე შეხვდებით ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილსაც. სინტოიზმი - ტრადიციული იაპონური რელიგიაა, თუმცა "ამომავალი მზის" ქვეყანაში იაპონელებს შორის არც ბუდიზმის მიმდევარია ცოტა, ქვეყანაში ასევე ქრისტიანულ უმცირესობებსაც შეხვდებით.




დასკვნა


image


კორეელი გოგონების ჯგუფი ("Black Pink")


ასე რომ, აზიელები სულაც არ არიან ერთნაირები! თუმცა, ადამიანისთვის, რომელიც ამ სამი ერის წარმომადგენლებს არასდროს შეხვედრია, მათი ერთმანეთისგან მყისიერად გარჩევა საკმაოდ გაუჭირდება, თუმცა დღეს მხოლოდ სამ ეროვნებას შორის განსხვავებაზე გესაუბრებთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ რომ ასევე არის ქვეყნები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშიც!


image


ჩინელები


მოკლედ, ძალიან ცოტა დროა საჭირო იმის გასარკვევად თუ ვინ ვინ არის. მერწმუნეთ, გაცილებით უფრო რთულია ევროპული ერების ერთმანეთისგან გარჩევა, მით უმეტეს, თუ ისინი ინგლისურად საუბრობენ.








0
351
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
351