x
image
ლიკა ზუბიაშვილი97
"ძაღლთმოძულე კაცთმოძულეთა" ქვეყნიერების პრობლემატიკა
image

image

მოდით, დღეს, "ვარდისფერი სათვალეები'' დროებით გვერდზე გადავდოთ და დღევანდელ პრობლემატიკას თვალებში ჩავხედოთ. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ დღეს მე და ჩემი აკიტა-ინუ, რიკო, ვსეირნობდით, ყავარჯნებიან ქალბატონს ტრანსპორტი გავუჩერეთ, რის შემდეგაც მასში ჩავსვით და უცებ გავიგეთ, როგორ მოგვაძახეს 4-მა "არაფრისმკითხე მოამბე''-მ (სავარაუდოდ, თავიანთი პრობლემებით დაკომპლექსებულმა კაცებმა): "აქ არ გამოატარო ძაღლი, თორემ მერე ნახავ''-ო, ეს რომ თქვეს ალბათ, ერთ ადგილზე გავქვავდი, მივაძახე რომ ჩემს ადგილას მათნაირ "კაცმაცუნებს სხვა არ დაინდობდა'' და გამეცალნენ, თორემ, ალბათ, უკვე ადევნება და მუქარათიც დავაკვალიფიცირებდი, მათ, უგუნურ, საქციელს.

წარმომიდგენია, რამდენ ძაღლის პატრონს ატერორებს, ასეთი "ხალხი''-ს საქციელი და მათ წამოძახილებს მართალია, შეიძლება, ყურადღებასაც აღარ აქცევენ, თუმცა, მაინც ხვდებათ გულზე ეს "გაბოროტებული ნათქვამები''.

ზოგადად, არავის არ ესწავლება ჩემგან, რომ ძაღლი, საყოველთაოდაა, აღიარებული ადამიანის მეგობრად. თუმცა, ჩვენი ქვეყნის რეალობაში, მაინც, შემორჩნენ "არამკითხე მოამბეები'', რომლებიც ძაღლის, ყოველ, გადადგმულ ნაბიჯს ითვლიან და მას ტრაექტორიას უზომავენ, რაც სასწრაფოდ აღმოსაფხვრელი და გამოსასწორებელია. საჭიროა, ხალხმა მხოლოდ საკუთარ კომფორტსა და იმაზე კი არ იფიქროს, მხოლოდ, თუ თავად რას ვერ იტანენ, არამედ სხვის, თუნდაც, ძაღლის პატრონების მდგომარეობაშიც შევიდნენ და ძაღლი, რომელიც მათ არაფერს ერჩის, უბრალოდ, უკომენტაროდ გაატარონ.


სეირნობიდან, სახლში დაბრუნებისას დავაკვირდით ლიფტის გვერდზე გაკეთებულ წარწერებს. მათგან დაწრილი, ერთ-ერთი, წარწერა კი გვამცნობდა: "გადაყარეთ ბეწვები!!''

თვალებს ვერ ვუჯერებდი, "გადაყარეთ ნაგავი'', მაინც, დაეწერათმეთქი, ჩემთვის გავიფიქრე, რადგან გარშემო ძაღლის ვერც ერთ ბეწვს ვერ გადააწყდებოდით. მაგრამ ესეც ჩვენი "ცნობიერება ასამაღლებელი'' ერის, ერთ-ერთ, პრობლემას წარმოადგენს და საერთოდ, რა მაკვირვებს??

მოკლედ, ვისურვებდი, რომ ქვეყნიერებას უფრო მეტად ეფიქროს ცნობიერების ამაღლებაზე, რასაც თავისთავად მოჰყვება ემპათია, კეთილშობილება და ლოიალურობა.

ღრმა პატივისცემით,

თქვენი ლიკა.

0
19
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ზუბიაშვილი97
ლიკა ზუბიაშვილი97
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0