x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ, რომლებიც ნებისმიერს გააოცებს

სამყაროს შეცნობა, ადამიანის ბუნებაშია, ამიტომ მთელი ცხოვრების მანძილზე, ის კითხვებს სვამს და პასუხს ეძებს. თუ ადრე, ბავშვი მშობლებისგან იგებდა, მაგ., რატომ არის ცა ლურჯი, ახლა ნებისმიერ კითხვაზე პასუხის ნახვა, ინტერნეტშია შესაძლებელი. ინტერნეტის გამოჩენასთან ერთად, ჩვენ ბოლოს და ბოლოს, შესაძლებლობა მოგვეცა, ვიპოვოთ პასუხები კითხვებზე, რომელიც ბავშვობაში, ჩვენთვის საიდუმლოდ დარჩა!


ეგვიპტის პირამიდების ასაკი
image


ეგვიპტის პირამიდების ზუსტი ასაკი, ჯერ დადგენილი არ არის. თუმცა, დღეს უკვე თამამად საუბრობენ იმაზე, რომ ამ ნაგებობის ასაკი, არა 4 500 წელია, როგორც ისტორიის სახელმძღვანელოებში წერია, არამედ 12 ათასი წელია.*


პლანეტა, რომელსაც მზის ირგვლივ ბრუნი არ გაუკეთებიაimage


ამ პლანეტის ბედი მეტად უცნაურად აეწყო. ის 1930 პლანეტად აღიარეს. თუმცა, XXI საუკუნის დასაწყისში, მას ეს სტატუსი ისევ ჩამოართვეს. 70 წლის მანძილზე, რაც ის ამ წოდებას ატარებდა, მზის ირგვლივ შემოვლა ვერ მოასწრო, ამიტომ ისტორიაში შევიდა როგორც პლანეტა, რომელსაც ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნი არ გაუკეთებია. პლუტონს ერთი სრული ბრუნის გასაკეთებლად, 280 წელი სჭირდება.


ოქროს ბირთვი
image


გეოლოგები ამტკიცებენ, რომ დედამიწის ბირთვი დიდი რაოდენობით ოქროს შეიცავს. მათი აზრით, ძვირფასი ლითონის რაოდენობა, პლანეტის ცენტრში იმდენად დიდია, რომ საკმარისი იქნება მისი ზედაპირის სრულად დასაფარად.


რაინდები ჯერ კიდევ არსებობენ
image


ნამდვილი რაინდობა ცხოვრებას აგრძელებს. თუმცა, სამშობლოდან შორს! მერილენდის შტატში (აშშ) მუდმივად იმართება ნამდვილი რაინდული ტურნირები. უფრო მეტიც, ამ შტატის რაინდები, სრულფასოვან სპორტსმენებად ითვლებიან!



პროდუქტი უსასრულო შენახვის ვადით
image


ფუტკრების მიერ წარმოებული სუფთა თაფლი, არასდროს ფუჭდება. თუ მასში არანაირი მინარევი არ არის, თაფლი საკვებად გამოყენება, 100, ან 1000 წლის შემდეგაც შეიძლება.


ცხვირი განსხვავებულად სუნთქავს
image


ადამიანის ორგანიზმი ისეა მოწყობილი, ჯანმრთელ მდგომარეობაშიც კი, ერთ–ერთი ნესტო, ოდნავ მაინც ჩაკეტილია. უფრო მეტიც, ორი ნესტოდან ერთი, ყოველ ჩასუნთქვაზე, მეტს ჰაერს შთანთქავს, ვიდრე მეორე! დაახლოებით 15 წუთში ერთხელ, ნესტოები მუდმივად «იცვლებიან». დაახლოებით ამავე დროს, ჩაკეტილი ნესტო იწმინდება, მაგრამ მეორე ოდნავ იკეტება.


ყველაზე დიდი არსება პლანეტაზე
image


როგორც ცნობილია, პლანეტის ყველაზე დიდ არსებად, ვეშაპი ითვლება. თუმცა, რეალურად, ყველაზე დიდი არსება წყალში კი არა, ხმელეთზეა... და ეს უზარმაზარი ურჩხული კი არა, თაფლის სოკოა, რომელიც ორეგონის შტატშია (აშშ) და მის ფესვთა სისტემას 880 ჰექტარზე მეტი ფართობი უკავია, ხოლო ასაკი – 2 400 წლით არის შეფასებული.


არაპროგნოზირებადი თამაში
image


ჭადრაკი – იმდენად არაპროგნოზირებადი თამაში, რომ სათამაშო დაფაზე, ფიგურების განლაგება იმდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს, რომ ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, ჭადრაკში მეტი სათამაშო სიტუაციაა, ვიდრე ატომები ჩვენს სამყაროში.


ხე–მცენარეების რაოდენობაimage


დედამიწაზე წარმოუდგენელი რაოდენობის ხეა არის. უხეში გაანგარიშებით, ჩვენი პლანეტის მწვანე ბინადრების რაოდენობა, დღეს 3 ტრილიონს აღემატება. შედარებისთვის, სამყაროს ვარსკვლავების რაოდენობა, რომელსაც ამჟამად ვაკვირდებით, მხოლოდ 100 მილიარდია, რაც 30-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ხეები რაოდენობა, ჩვენს კოსმოსურ სახლში.


მაიკლ ჯექსონი ვირტუოზი კომპოზიტორი იყო
image


მაიკლ ჯექსონი ნამდვილად რომ ვირტუოზი კომპოზიტორი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მან ნოტები არ იცოდა და არცერთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე არ უკრავდა. ის სიმღერებს, როგორც მოცარტი, თავში წერდა. შემდეგ კი, ცალკეულ ნაწილებს მღეროდა და მაგნიტოფონში იწერდა, თან იქვე ნებისმიერი საკრავის არანჟირებას, ბითბოქსით აკეთებდა. გარდა ამისა, მას ფენომენალური მუსიკალური მეხსიერება ჰქონდა.


* ალბათ, ფოტოები გინახავთ, რომელზეც სფინქსი ყელამდე ქვიშაშია ჩაფლული... სწორედ ასე გამოიყურებოდა ის, სულ რაღაც 100 წლის წინ. ხოლო შემდეგ, ძეგლი ამოთხარეს. თუმცა ეს, სფინქსისთვის, პირველი მსგავსი "პროცედურა" არ ყოფილა... ცნობილია, რომ ფარაონმა თუტმოს IV, რომელიც ძვ. წ. 1397-1388 წწ. მეფობდა, სიზმარი ნახა, რომელშიც სფინქსი მას ამოთხრას სთხოვდა, რაც მან გააკეთა კიდეც. მაგრამ, აი რა არის საინტერესო! სფინქსის ტანზე და მის სიახლოვეს, წყლის ეროზიის კვალია. ამასთან, ეს წყალი ძეგლს, წლების კი არა, საუკუნეების მანძილზე აზიანებდა. გაგრძელება >>>


image

სხვა სიახლეები:


* 10 ფაქტი შავი ზღვის შესახებ, რომელზეც შეიძლება, წარმოდგენაც არ გქონდეთ

* ძველი რომაული ფეხსაცმლიდან – თავის ტვინზე ოპერაციამდე: საოცარი ისტორიული არტეფაქტები

* გამოცანები, რომლებსაც თქვენი ჩიხში შეყვანა შეუძლია (პასუხები აქვს)

* 5 ვარჯიში ხერხემლისთვის, რომელიც ტკივილისგან გაგათავისუფლებთ



0
266
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
266
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0