x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134559
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
არასდროს უნდა შეაფასო ადამიანი გარეგნობით, შონ ო'მალიმ მოქმედი ჩემპიონი ალჯამაინ სტერლინგი ნოკაუტით დაამარცხა

image
მერან დვალიშვილის საუკეთესო მეგობარი ალჯამაინ სტერლინგი, მეტსახელად "ალჯო", რომ კარგი მებრძოლია ამას მტკიცება არ ჭირდება, მაგრამ კარგი კი არა დიადი მებრძოლებიც მარცხდებიან როცა სათანადოდ არ ან ვერ აფასებენ მოწინააღმდეგეს.
" UFC 292-ზე"-"ალჯოს" ჰეგემონია დამთავრდა, სუპერმსუბუქი წონის იამაიკელი ჩემპიონი ნოკაუტით დამარცხდა შონ ო'მალისთან, რომელიც სათავეში ჩაუდგა საოცნებო, საჩემპიონო ქამრის მოპოვებით სუპერმსუბუქ წონას სათავეში.

შონ ო'მალი სტერლინგის სამწვრთვნელო შტაბმა ვერ შეაფასა სათანადოდ, ვერ გაანალიზეს მისი ბრძოლების ნახვით მისი ძლიერი და სუსტი მხარეები. მართალია "ალჯოს" არ ჩვევია მოწინააღმდეგის დაცინვა, მაგრამ შეხვედრამდე შონ ო'მალის ძალიან ბევრი ცნობილი თუ უცნობი დასცინოდა და დამარცხებას უწინასწარმეტყველებდა.
"შონ ო'მალი დაეჯახება ბეტონის კედელს, რომელსაც ვერასდროს ვერ დაივიწყებს"-წერდა ერთერთი გამოცემა.
სპორტულ გვერდებზე კი ახალ ჩემპიონს ხოგი ტატუების სიჭარბის გამო დასცინოდა და ზოგიც თმის ფერის გამო.
"თმის შეღებვას და ამდენი ატუს გაკეთებას ჯობდა სავარჯიშო დარბაზში მეტი დრო გაეტარებინა და შეხვედრაზე ნაკლებად იგრძნობდა იმ ტკივილს, რასაც მას ალჯამაინ სტერლინგის მუშტები მიაყენებს შეხვედრისას"-ასეთი დამცინავი კომენტარები უხვად იყო სპორტულ გვერდებზე და ჯგუფებში.
ამ თმაშეღებილმა და ტატუებიანმა შონ ო'მალიმ, ნოკაუტით დაამარცხა "ალჯო" სატიტულო ბრძოლაში, ქამარიც მიიღო, წონითი კატეგორიის სათავეშიც ჩადგა და "ალჯოს" დაუმარცხებელი სერიაც შეწყვიტა.

არასდროს არ უნდა შეაფასო ადამიანი, მით უფრო სპორცმენი გარეგნობით, არც თმის შეღებვა და არც მრავლობითი ტატუ შონ ო'მალის დაბრკოლებას არ და ვერ შეუქმნიდა ბრძოლაში და გაიმარჯვა ღირსეულად.
სტერლინგის შტაბს გამორჩა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი-სტერლინგის მეტოქე ცნობილია თავისი ნოკაუტებით, დარბის, მოძრაობს, ფარფატებს რინგზე და სწორედ მაშინ "გაისვრის" დარტყმას, როცა ამას არავინ ელის და ბრძოლას ნოკაუტით ამთავრებს.

ესეც ვიდეო მტკიცებულება.

0
55
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
55