x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
აშშ-ში მცხოვრებმა ქალბატონმა "სნიკერსის" შოკოლადის ბრიკეტში ვირთხის კბილი აღმოაჩინა.
image

აშშ-ში მცხოვრებმა ქალბატონმა "სნიკერსის" შოკოლადის ბრიკეტში ვირთხის კბილი აღმოაჩინა.


ამერიკელმა ქალმა სნიკერსის შოკოლდაის ბრიკეტში ვირთხის კბილი იპოვა . ამის შესახებ გამოცემა WLBT3 წერს.


ქალაქ სატილოს მკვიდრმა(შტატი მისური)პეიტონ დევისმა 2023 წლის ნოემბერში ქსელურ მაღაზია Family Dollar-ში იყიდა შოკოლადი "სნიკერსი", როდესაც ქალმა ბრიკეტი ჩაკბიჩა, რაღაც მყარი იგრძნო და ღრძილებიც კი დაუზიანა. ქალს ეგონა, რომ ეს გამაგრებული თხილი იყო და ხელისგულზე გადმოაფურთა. „თხილის“ უცნაური ფორმის შემჩნევის შემდეგ ქალმა გადაწყვიტა, წასულიყო სტომატოლოგთან.



„სტომატოლოგთან მივიტანე, მან გამოიკვლია და თქვა, რომ ეს ნამდვილად არ იყო ადამიანის კბილი. მან თქვა, რომ ეს შეიძლება იყოს მღრღნელის კბილი“, - თქვა დევისმა.



ქალი ახსნა-განმარტებისთვის კომპანია Mars-ს დაუკავშირდა. კომპენსაციის სახით დევისს გაუგზავნეს რამდენიმე კუპონი. ამერიკელი აღშფოთებული იყო ასეთი რეაქციით და გადაწყვიტა იურიდიულ ფირმას მიმართოს, რათა დაიწყოს საქმის განხილვა სასამართლოში.



დევისმა სატილოში დაიქირავა ადვოკატი დიჯეი გრიგორი იურიდიული ფირმა The Gregory Law Firm-იდან.


„ჩემთს ცნობილია, რომ ის დაუკავშირდა "მარსს" [სნიკერსის მწარმოებელს] და ვფიქრობ მათ საკმაოდ სწრაფად გააცნობიერეს, რომ ჰქონდათ პრობლემა მომხმარებელთა მომსახურების მხრივ“, - თქვა გრეგორმა.


ადვოკატმა ირონიულად დასძინა: ”მათ გაუგზავნეს რამდენიმე კუპონი.... და მას შემდეგ რაც ტკბილეულს ჩაკბიჩავთ და იპოვით ცხოველის კბილს, რა არის უკეთესი იმ პროდუქტების კუპონებზე, სადაც ახლახან აღმოაჩინეთ ცხოველის კბილი?”

0
213
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0