x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134690
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508893
5 საინტერესო ფაქტი საბჭოთა საკულტო კომედიების ავტორზე
image

101 წლის წინ, 1923 წლის 30 იანვარს დაიბადა საბჭოთა და რუსი კინორეჟისორი და სცენარისტი ლეონიდ გაიდაი მისი ფილმების უმეტესობა საკულტო გახდა და ხოლო ციტატები ფილმებიდან ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში გავრცელდა. გაიდაის ოთხი ფილმი ყველა დროის ყველაზე პოპულარული საბჭოთა ფილმების საუკეთესო ათეულშია მოხვედრილი.შეგახსენებთ ყველაზე პოპულარულებს: "არყის მხდელები", „ოპერაცია ი და შურიკის სხვა თავგადასავლები“, „კავკასიელი ტყვე ქალი, ანუ შურიკის ახალი თავგადასავალი“, „ბრილიანტის ხელი“. "12 სკამი", "ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას", "სპორტლოტო 82 "



დღეს შემოგთავაზებთ 5 საინტერესო ფაქტს ლეგენდარულ რეჟისორზე.



1)საკულტო კომედიების ავტორი თავად ცხოვრებაში თითქმის არასოდეს იცინოდა





კინომატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლის დროს ლეონიდ გაიდაი ძლიერ იყო გატაცებული თანაკურსელი ნინა გრებეშნიკოვათი . როგორც აღმოჩნდა, სიტყვა "ძლიერი" არ იყო გაზვაიდებული: ისინი ორმოცი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად, გაიდაის გარდაცვალებამდე(1993წ.)


და ყველაზე კარგად ნინამ იცოდა, რომ მისი ქმარი ცხოვრებაში საერთოდ არ ჰგავდა მისი ფილმების გმირებს. ის არასოდეს იცინოდა და ზოგადად პირქუშ პიროვნებად ითვლებოდა.

image

2)დონალდ ტრამპი კინაღამ გაიდაის ფილმში მოხვდა



ამერიკის მომავალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კინაღამ მოხვდა გაიდაის უკანასკნელ ფილმში „დერიბასოვსკაიაზე კარგი ამინდია, ანუ ბრაიტონ ბიჩზე ისევ წვიმს“(1992). სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ამ ამბავს ბევრი მოწმე ჰყავს.


ტრამპი ნამდვილად დაეხმარა რუს კინემატოგრაფისტთა გუნდს კაზინო-სასტუმრო "ტაჯ-მაჰალში"გადაღებების ორგანიზებაში; მან ფულიც კი არ აიღო იმაში, რომ გადაღების გამო კაზინო არ იღებდა კლიენტებს სამი დღის განმავლობაში. რაღაც მომენტში ტრამპმა იკითხა, გამოიძებნებოდა თუ არა მისთვის მცირე როლი ფილმში, მაგრამ გაიდაის ამერიკელი მილიარდერისთვის არ ეცალა.შეგახსენებთ, იმავე პერიოდში დონალდ ტრამპმა ითამაშა ეპიზოდური როლი საკულტო კომედიაში „მარტო სახლში 2: ნიუ-იორკში დაკარგული“.

image


3)შურიკა გაიდაის პროტოტიპია


არსებობს მოსაზრება, რომ ლეონიდ გაიდაიმ შექმნა შურიკას ტიპაჟი თავისივე მსგავსი. იგივე გულუბრყვილო, წესიერი და უხერხული სათვალიანი ბიჭი. "ოპერაცია ი"-ის გადაღებამდე ის აქტიურად ეძებდა მსახიობს მთავარ როლზე და აღმოაჩინა აქამდე ყველასთვის უცნობი ალექსანდრ დემიანენკო.

image



4)გაიდაი ფილმებს გაზეთებში ამოკითხული ამბებიდან ქმნიდა


ზოგადად მიღებულია, რომ გაიდაის იდეების ერთ-ერთი წყარო საბჭოთა გაზეთები იყო, რაც არ უნდა პარადოქსულად ჩანდეს რეჟისორი გადააწყდა სტატიას გაზეთში, თუ როგორ მოიტაცეს პატარძალი ამიერკავკასიაში და მაშინვე გაუელვა რეჟისორს თავში იდეა. ასე დაიბადა „კავკასიელი ტყვე ქალი“.


რაც შეეხება „ბრილიანტის ხელს“, სიუჟეტი აბსოლუტურად იდენტურია: საბჭოთა კავშირის მთავარმა რუპორმა, გაზეთმა „პრავდამ“ თავის მკითხველს მოუთხრო კონტრაბანდისტების ორგანიზებული ბანდის შესახებ, რომლებიც თაბაშირს იყენებდნენ ძვირფასი ნივთების გადასატანად.

image


5)ნინა ვარლეიმ გაიდაი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა


მსახიობმა ნატალია ვარლეიმ, რომელიც ფილმ „კავკასიელ ტყვე ქალში“ სტუდენტი ნინას როლს ასრულებდა, ლეონიდ გაიდაი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.


თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „ბაგირზე მოსიარულე“ მსახიობმა დაწერა იმ უსიამოვნო შემთხვევაზე, რომელიც ფილმის გადაღების დროს მოხდა. ალექსანდრე დემიანენკოს („შურიკა“) დაბადების დღის შემდეგ გაიდაიმ ვარლეის სასტუმრომდე მიცილება შესთავაზა, როდესაც ისინი სასტუმროს ნომერთან მივიდნენ, რეჟისორი მის ოთახში შევიდა და შეეცადა მისთვის ეკოცნა.


„მე ცირკის გოგო ვიყავი, ძლიერი, მყისიერი რეაქციითმ ამიტომ ერთ წამში მოვახერხე არა მარტო გაიდაის მოშორება, არამედ ნომრიდან გაგდება, კარის დახურვა და ჩაკეტვა.“- წერს მსახიობი თავის ავტობიოგრაფიაში.

ამის შემდეგ რეჟისორმა ვარლეის განუცხადა, რომ მის როლს ფილმში სხვა მსახიობი გაახმოვანებდა.

image

0
121
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0