x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
კანადელი ფიტნეს-მოდელი და მწვრთვნელი მილიონებს გამოიმუშავებს სხეულის ფორმების წყალობით შეძენილი ხელმომწერების რეკლამირებით

image

არიან ადამიანები, რომლებსაც ფიზიკური მონაცემებით გამომუშავებული ფული "ხელში არ უჩერდებათ" და არიან ადამიანები, რომლებიც გეომეტრიული პროგრესიით გამოიმუშავებენ ფულს, გარეგნობის და ვარჯიშის წყალობით.
სწორედ ერთერთ მათგანზე, კანადელ ფიტნეს-მოდელზე და მწვრთვნელზე ამანდა ელის ლი-ზე მექნება საუბარი.
ამანდა პილატესის მწვრთვნელია. პილატესი — ესაა დიზიკური ვარჯიშების სისტემა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში შექმნა იოზეფ პილატესმა. ავტორმა თავის სისტემას უწოდა "კონტროლოგია", რაც მისი თქმით ნიშნავს კოორდინაციას სხეულს, გონებასა და სულს შორის. თუმცა ახლა ეს მეთოდი უკვე ცნობილია, არა როგორხ "კონტროლოგია", არამედ ცნობილია, როგორც "პილატესის მეთოდი" და უბრალოდ პილატესი.

ამანდა ამ სისტემის საფუძვლიანად მცოდნე მწვრთვნელი გახლავთ, ამავე დროს გახლავთ ფიტნეს-მოდელი. ამანდა ორივე სფეროში ძალიან წარმატებული ადამიანია, რისი წყალობითაც ერთი ჩვეულებრივი კანადელი გოგონა გახდა მილიონერი და მისი ქონება საათობრივად იზრდება.
გოგონამ ძალიან გამხდარი იყო და ფიტნესის დახმარებით მიიღო სხეულის ისეთი ფორმები, რომელიც ყველაზე წარმატებული მოდელების ნაწილსაც კი შეშურდება.
გოგონამ გულდასმით შეისწავლა პილატესის მეთოდი და გახდა ლიცენზირებული მწვრთვნელი, თან ძალიან წარმატებული. მას "ინსტაგრამ" გვერდზე 9, 3 მილიონი ხელმომწერი ჰყავს, და ამით რაო?-იკითხავს მკითხველი.
რა და ფიტნეს-მოდელობით, პილატესის სისტემით მწვრთვნელობით გოგონა თუ საკმარის თანხას გამოიმუშავებდა, ახლა გოგონა თავის გვერდზე რეკლამის განთავსებისათვის იღებს 5 000 დოლარს, ხოლო გრძელვადიანი რეკლამის განთავსებისათვის დაწესებული თანხა იწყება 25 000 დოლარიდან და 40 000 დოლარამდე ადის.
გოგონამ მარტო რეკლამების სახით თავის "ინსტაგრამ" გვერდზე შარშან გამოიმუშავა სუფთა მოგების სახით 2 მილიონი დოლარი, არაფერს ვამბობ ფიტნეს-მოდელობაში და მწვრთვნელობაში აღებულ გასამრჯელოზე.

ამანდა ელის ლი-ს ფოტოკოლაჟი.

image

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






+16
















0
459
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
459