x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
სამი საინტერესო ისტორია სამი მსახიობის ცხოვრებიდან
image

26 იანვარი ერთბაშად სამი ქართველი მსახიობის გარდაცვალების დღეა, ეროსი მანჯგალაძის(1982წ.), დოდო აბაშიძის(1990წ.) და ედიშერ მაღალაშვილის(2005წ.)


დღეს შემოგთავაზებთ სამ საინტერესო ისტორიას ამ სამი მსახიობის ცხოვრებიდან


***ეროსი მანჯგალაძეს სამხედრო აღლუმის რადიორეპორტაჟი მიჰყავს.. ჩაივლიან სხვადასხვა სახეობის ნაწილები ტრიბუნასთან, აცხადებს ამას ეროსიც, ტექსტი საქინფორმის უდევს, მშრალი ოფიციალური (ტექსტი როცა მთავრდება, წერია ემბარგო მოხსნილია, ესე იგი, დამთავრდა).


მოკლედ, ჩაიარეს სამხედრო ნაწილებმა და ჩაასრულა ეროსიმაც ტექსტი, ემბარგოც მოხსნილია, მარში შეწყდა, მოედანზეც სიჩუმეა... და უცებ, ეროსისთვის მოულოდნელად კიდევ დაცხო მარშმა და ხედავს მორიხინებს კოლონა – მანქანები, რაკეტები რომ ადგათ და საბარგოები, ტყვიამფრქვევები რომ აქვთ მიბმული... ეროსი ვერ მიხვდა, რა ხდება, დაწერილი ტექსტი ჩამთავრებულია (როგორც მერე გაირკვა, ეშხში შესულ ეროსის გაუსწრია ქრონომეტრაჟისთვის), ისევ ეთერშია, მაგრამ თავი ვეღარ შეიკავა და აღმოხდა: „ეს რაღა ჯანდაბაა კაცო?!“


image

***“რაც მე მეგობრიდან ვიცი!

ჩემი ბათუმელი მეგობარი ყიფშიძეზე მაცხოვრებელმა გაუთხოვარმა მამიდამ ბოლო კლასებში წამოიყვანა და აქ დაამთავრებინა სკოლა და აქ ჩააბარა უმაღლესში.

მაშინ ჩაწერის პრაქტიკა იყო და იურიდიულად კოოპერატივების და კერძო სახლების გარდა ყველა ბინა სახელმწიფოს იყო.

ვერ მოასწრო ჩაწერა ძმიშვილის და უცებ გარდაიცვალა მამიდა.

სახელმწიფომ მესაკუთრემ ეს ბინა დოდო აბაშიძის ოჯახს მისცა.

ავად იყო უკვე დოდო.

ვერაფერი ვერ გააწყო ჩემა მეგობარმა სახლმართველობა რაიკომებში ისევ დოდოსთან მისვლა რომ ურჩიეს, დაუჯერა და მივიდა!

მოუყვა ამბავი და დოდოს უპასუხია, წადი, შვილო, სახლში და არ ინერვიულოო.

მოკლედ, ერთ კვირაში ჩაწერეს ბინაში ჩემი მეგობარი და დღესაც მისია ეს ოროთახიანი.

ავადმყოფი იყო დოდო მაშინ, მაგრამ მის გულს ვერაფერი მოერია!

გაცხონოს თქმა არაადექვატურია, რადგან თუ ვინმე ცხონდება იქაც, დოდო იქნება აუცილებლად!”(ლევან ადეიშვილი)

image


***“ვახტანგ ტაბლიაშვილმა დამიძახა და მითხრა, არ არის მთავარი როლი, მაგრამ შენისთანა ბიჭი კოტეს გარემოცვაში მჭირდება და ჩემთან უნდა მოხვიდეო. ტაბლიაშვილს ვინ ეტყოდა უარს? ის იყო ღმერთი ჩვენთვის. მაშინ დადგა “სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი”, “ერეკლე მეფე”, “დავით აღმაშენებელი”. ზღაპრული სპექტაკლები ჰქონდა.

მივედი და როცა კოსტიუმებს და გრიმებს სინჯავდა, ცოტა მოშორებით დავხტოდი, უცებ დამიძახა, მეორე რეჟისორს მოატანინა ტექსტი და მითხრა, ამ სტროფს ისწავლი და სადაც გეტყვი, იქ უნდა გამოჩნდეო.

ეპიზოდი, სადაც ფანჯრიდან ვუყურებთ ქეთოს სიმღერას, არ იყო სცენარში და ტაბლიაშვილმა სპეციალურად ჩემთვის მოიგონა.

ეს როლი ყველაზე მეტად მიყვარს, იმიტომ რომ სწორედ ამ პატარა როლმა გამიხსნა გზა თეატრისაკენ.”(ედიშერ მაღალაშვილი)


image

0
522
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
522
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0