x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
ზამთრის ოლიმპიური თამაშები 100 წლისაა-საინტერესო ფაქტები
image

ზუსტად 100 წლის წინ, 1924 წლის 25 იანვრიდან 5 თებერვლამდე საფრანგეთში, შამონში (ზემო სავოიას დეპარტამენტი) ჩატარდა პირველი ზამთრის ოლიმპიადა სახელწოდებით 'ზამთრის ოლიმპიური თამაშები", როგორც 1924 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიადის წინა შესავალი ; მათ თავდაპირველად არ ჰქონდათ ოლიმპიადის სტატუსი და ჩატარდა როგორც "ზამთრის სპორტის საერთაშორისო კვირეული" VIII ოლიმპიადის ეგიდით და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით.

image

ამ შეჯიბრების ჩატარებამ გამოიწვია ისეთი საერთაშორისო რეზონანსი, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა - პრაღაში 1925 წლის 27 მაისს გამართულ კონგრესზე გადაწყვიტა, ზამთრის ოლიმპიური თამაშების რეგულარულად ჩატარება ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წელს, ხოლო შამონის შეჯიბრებები რეტროაქტიულად იქნა აღიარებული პირველ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებად.


image

1924 წლის თამაშებში 16 ქვეყნის 293 სპორტსმენმა მიღო მონაწილოეპბა, რომლებიც იბრძოდნენ 9 სპორტის სახეობაში და 16 კომპლექტი მედლისთვის .

image

ესენი იყო:(ფრჩხილებში მითითებულია ქვესახეობა)


ბობსლეი (1)

კერლინგი (1)

ციგურებით ჩქაროსნული სრიალი (5)

თხილამურებით ორჭიდი (1)

თხილამურებით სრიალი (2)

თხილამურებით ხტომა (1)

სამხედრო პატრულების შეჯიბრი (1)

ფიგურული სრიალი (3)

ჰოკეი (1)


image

image


ამ თამაშებში ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი ფინელი მოციგურავე კლაეს ტუნბერგი გახდა, რომელმაც ოთხი მედალი მოიპოვა, მათ შორის სამი ოქრო. არაოფიციალურ გუნდურ შეჯიბრში ნორვეგიის ნაკრებმა მოიგო, სულ 17 მედალი მოიპოვა, აქედან 4 ოქრო, 7 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.


რამდენიმე საინტერესო ფაქტი:


***1924 წლიდან 1992 წლამდე ზამთრის და ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იმართებოდა იმავე წლებში, 1994 წლიდან დაიწყო ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარება ზაფხულის ოლიმპიადიდან 2 წლის შემდეგ.



*** დღესდღეობით სპორტის 15 სახეობაში იმართება თამაშები, აღარ არსებობს სამხედრო პატრულების შეჯიბრი, კერლინგი კი 1924 წლის შემდგომ მხოლოდ 1998 წელს დაუბრუნდა ოლიმპიურ თამაშებს.



***ნორვეგიას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ყველაზე მეტი მედალი აქვს მოპოვებული, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას: 405 (142 ოქრო, 141 ვერცხლი და 122 ბრინჯაო).



***1952 წლის ოსლოში გამართულ თამაშებზე კომპიუტერები პირველად გამოიყენეს ფიგურულ სრიალში ქულების დასათვლელად, რაც მყისიერად შედეგის გამოცხადების საშუალებას იძლეოდა.



***ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში მარიტ ბიორგენზე მეტი მედალი არავის მოუპოვებია. ნორვეგიელ მოთხილამურეს 15 მედალი აქვს: რვა ოქრო, ოთხი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.


***ფიგურული მოცურავე, 11 წლის სესილია კოლეჯი დიდი ბრიტანეთიდან იყო ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში, 1932 წლის ლეიკ -პლესიდის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე და რამდენიმე დღით უმცროსი, ასევე ბრიტანელ მოციგურავე მეგან ტეილორზე.



***ოლიმპიადების ისტორიაში საერთო გუნდურ ჩათვლაში ყველაზე მეტჯერ გაიმარჯვა საბჭოთა კავშირმა(რუსეთმა)-9-ჯერ, მას მოჰყვება ნორვეგია-7 ჯერ და გერმანია(გდრ)-4-ჯერ.

1
41
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
41
  
25 იანვარი, 22:03
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Sexy18.pw
0 1 1