x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134556
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508615
"სამი დღე მარსზე" – რა თქვა ასტრონავტმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე?

ოფიციალურად ითვლება, რომ ადამიანს, მარსის ზედაპირზე ფეხი არ დაუდგამს. მაგრამ, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70–იან წლებში, როგორც აშშ–ში, ისე სსრ კავშირში მოდულებს ქმნიდნენ, რომლითაც ადამიანების მარსზე გადაყვანა იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა შემდეგ, მარსთან დაკავშირებული, ყველა პროექტი დაიხურა. მაგრამ, ეს მხოლოდ ოფიციალური თვალსაზრისია.


image


2012 წელს ამერიკელმა ჩად ჯონსონმა სოციალურ ქსელში შემდეგი ინფორმაცია გამოაქვეყნა: «მე ასტრონავტების გუნდის ნაწილი ვარ, რომელიც მარსზე, გრუნტის ჩამოსატანად, საიდუმლო მისიით იყო. სამნი ვიყავით, არაბუნებრივი სიკვდილით, 2 უკვე დაიღუპა და მეღა დავრჩი». იდუმალი შეტყობინება სწრაფად გავრცელდა, იმ დროისთვის ხელმისაწვდომი ყველა სოციალურ ქსელში და განსჯის საგნად იქცა.

რამდენიმე თვის შემდეგ, ჩად ჯონსონი ჟურნალისტმა აღმოაჩინა, რომელსაც ძალიან სურდა მასთან ინტერვიუს ჩაწერა. საიდუმლო ცხოვრების წესის მიუხედავად, ასტრონავტი რომელიც, მისი თქმით, მარსის მისიაში მონაწილეობდა, შეხვედრაზე დათანხმდა.

როგორც გაირკვა, ჩედ ჯონსონი ფსევდონიმი იყო, რომ აგენტების თვალთვალისგან თავი დაეღწია. იგივე მიზეზით, მამაკაცს საცხოვრებელი ადგილი, უკვე 8–ჯერ ჰქონდა შეცვლილი. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ მარსზე მისია, ამერიკის, სსრ კავშირის და ჩინეთის ერთობლივი პროექტი იყო... უნდა დაიჯეროთ, თუ არა ჩად ჯონსონის ნაამბობი, დრო გვიჩვენებს. მაგრამ, მის მიერ აღწერილი დეტალები, ნამდვილად რომ გასაკვირია:

ფრენა 460 დღეს გაგრძელდა. ხოლო, მომზადებას, ორ წელზე მეტი დრო დასჭირდა. მისიაში მონაწილეობისთვის, პირველ ეტაპზე, 20 ადამიანი შეარჩიეს. შემდეგ, ვარჯიშის დროს, უმრავლესობა ნელ–ნელა «გაიცხრილა» და დარჩა მხოლოდ 3. ასტრონავტის თქმით, ხომალდს, რომლითაც ფრენა განხორციელდა, ჰქონდა გაძლიერებული რადიაციული დაცვა და პატარა კაფსული 4 ძრავით. მთავარი განყოფილება საწვავით იყო სავსე. ხოლო ადამიანებს, მხოლოდ 5–6 მეტრიან სივრცეში უწევდათ ყოფნა.

ჯონსონის თქმით, მარსზე დაშვებისას, უსაფრთხოდ შეძლეს და იქ დაახლოებით, 65 სთ. დარჩნენ. ამ დროის განმავლობაში, შეგროვდა ნიადაგის ანალიზი, ჩატარდა ატმოსფერული კვლევა და რამდენიმე ექსპერიმენტი.

იმ პლანეტაზე, ერთადერთი სერიოზული პრობლემა რადიაცია იყო, რის გამოც, ხომალდის დატოვება 30 წუთზე მეტ ხანს იკრძალებოდა. ყველა საჭირო სამუშაო, სწრაფად უნდა განხორციელებულიყო. მუშაობა 30 წუთი გრძელდებოდა, რასაც 8 საათიანი დასვენება მოსდევდა. ეს იყო ოპტიმალური რეჟიმი, წითელი პლანეტის ზედაპირზე მუშაობისთვის. ჩადის მოგონებებიდან გაირკვა, რომ მარსზე ცა ლურჯია და არა ნარინჯისფერ-წითელი, როგორც ჰგონიათ. ნიადაგი მხოლოდ ზემოდან არის წითელი, სიღრმეში კი – მონაცრისფრო–ყავისფერია და გამხმარი თიხის სტრუქტურა აქვს. ატმოსფეროზე ექსპერიმენტების დროს აღმოჩნდა, რომ მარსზე არის გაზების თითქმის მთელი სპექტრი, რაც დედამიწაზეა, მხოლოდ ძალიან მცირე პროცენტით. ატმოსფერო უკიდურესად გაუხშოებულია. თუმცა, გაირკვა რომ ნიადაგის სიღრმეში, ბაქტერიები შეიძლება იყოს.

დედამიწაზე დაბრუნებულმა ჩად ჯონსონმა, ისევე როგორც ფრენის ყველა მონაწილემ, მაღალი ჰონორარი მიიღო. ამის შემდეგ, მან გაუთქმელობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და თითქოს, ყველაფერი დასრულდა... მაგრამ, 1–2 თვის შემდეგ, მან აღმოაჩინა, რომ მისი ტელეფონი ისმინებოდა. ხოლო, სახლი მეთვალყურეობის ქვეშ იყო. დანარჩენმა 2 ასტრონავტმაც იგივე შენიშნა. ერთი თვის შემდეგ კი, პირველი თავდასხმა განხორციელდა. მართალია ასტრონავტი გადარჩა, მაგრამ 1 კვირის შემდეგ, საავადმყოფოში ბალიშით გაგუდეს.

რამდენიმე თვის შემდეგ, მეორე ასტრონავტის ლიკვიდაციაც მოხდა და მარსის მისიიდან მხოლოდ ჩედიღა დარჩა. ის და მისი ახლობლები გამუდმებით იმალებოდნენ, ერიდებოდნენ ვინმესთან კონტაქტს და შეწყვიტეს ტელეფონით და ინტერნეტით სარგებლობა. ასეთი ცხოვრების წესი, საცხოვრებლის ყოველი გამოცვლის შემდეგ, გარკვეულ დროს აძლევდა, მაგრამ შემდეგ, მას ისევ პოულობდნენ და ყველაფერი ახლიდან იწყებოდა. ბოლოს მან ყველაფრის საზოგადოებისთვის მოყოლა გადაწყვიტა. მეგობრის დახმარებით, ჩედმა Twitter-ზე გვერდი შექმნა და ზემოთ ხსენებული პოსტი გაავრცელა. ხოლო, ჯონსონთან ჩაწერილი ინტერვიუ, პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდა...

2013 წლის 22 ივნისს ასტრონავტი, რომელიც თითქოს და მარსზე იყო, საკუთარი სახლის მახლობლად, თოფით მოკლეს.


image

სხვა სიახლეები:


* იყო კი, გაგარინი კოსმოსში?

* ვანგამ უცხოპლანეტელებთან კონტაქტის თარიღი დაასახელა

* ილონ მასკმა ეგვიპტის პირამიდების საიდუმლო გაამხილა

* ინგლისური სახალისო ისტორიები



1
806
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
806
  
25 იანვარი, 22:24
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Sexy18.pw
0 1 1