x
image
TheonaK
საინტერესო ფაქტები (XII-XIII საუკუნეები)
image





























*საქართველოსა თუ მსოფლიო ოსტორიაში არაერთი მეფეა ცნობილი სხვადასხვა წოდება-ეპითეტებით: "დიდი", "მრისხანე", "მცირე", "მოკლე", "თავდადებული", "რეგვენი", "ბრწყინვალე", "ლომგული" და სხვა, ეს მეტსახელები კარგ წარმოდგენას გვიქმნიან მეფეების პირად თვისებებსა და მათ მოღვაწეობაზე. აღმაშენებლის სახელით კი ისტორია მხოლოდ დავით IV-ს იცნობს.

* დავით IV-ს იმიტომ ეწოდა აღმაშენებელი, რომ როდესაც იგი გამეფდა მან აოხრებული ქვეყანა ააშენა. იგი იყო ღვთისმოშიში და ღვთისმოყვარე, გაჭირვებულთა დამხმარე, ეკლესიების მაშენებელი.

*თუ მეფობის პირველ წლებში დავითი ბიზანტიის საკარისკაცო ტიტულებს ატარებდა, სამეფო ხელისუფლების და სახელმწიფოს გაძლიერების შემდეგ მეფე უარს ამბობს მათზე.


*დავით აღმაშენებლის ტიტულატურა საბოლოო სახით ასე ჩამოყალიბდა: "მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შაჰანშა და შარვანშა.

* დავითი თავის თავს "მესიის მახვილს" უწოდებს. ამით ის აცხადებს, რომ მისი სახით თვით ღმერთი მოქმედებს და ამდენადვე მეფის წინააღმდეგ მოქმედება ღმერთის წინააღმდეგ მოქმედებაა.

*ყოვჩაღები თანამედროვე რუსეთის სამხრეთ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ და მეცხოველეობას მისდევდნენ. მათ ხშირი ბრძოლები ჰქონდათ კიევის რუსეთთან. გაძლიერებული კიევის რუსეთი სამხრეთის მიწების შემოერთებას ესწრაფოდა, რაც ყივჩაღების შევიწროებას, მათი სამკვიდრებლიდან აყრას ნიშნავდა. ყივჩაღები იძულებულნი გახდნენ სამხრეთისკენ დაძრულიყვნენ და ჩრდილო კავკასიაში დაეწყოთ ჩამოსახლება. ამდენად, ისინი საქართველოს გაუმეზობლდნენ. დავით IV-მ 1118 წელს საქართველოში ჩამოასახლა 40 000 ოჯახი იმ პირობით, რომ ყოველ ოჯახს მეფის მუდმივ სამსახურში თითო მხედარი უნდა გამოეყვანა. დავით აღმაშენებელი დაუნათესავდა ყივჩაღთა იმდროინდელ მთავარს - ათრაქას და ცოლად შეირთო მისი ასული.

*მთელ მსოფლიოში დაუმარცხებელი თურქ-სელჩუკები ქართველებმა 3 საათში დაამარცხეს.


1121 წლის 12 აგვისტო...

მტერი შემოვიდა „თრიალეთს, მანგლისს და დიდგორთა, რომელიც თვით ფერხთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა“. თრიალეთისა და დიდგორის შერჩევა შეკრების ადგილად განპირობებული იყო იმით, რომ აქედან მტერი ადვილად წამოვიდოდა თბილისზე მცხეთის შემოვლით. ფრანგი გოტიე გადმოგვცემს, რომ დავით აღმაშენებელმა ბრძოლის დაწყების წინ მგზნებარე მოწოდებით მიმართა თავის ლაშქარს. შეტევა ქართველ მოლაშქრეებს დაუწყიათ. არაბი ისტორიკოსი იბნ-ალასირი მეტად საინტერესო ცნობას გვაწვდის ლაშქრობის დაწყების შესახებ. ორივე ლაშქარი საბრძოლველად მოემზადა. წინ გამოეყო 200 ყივჩაყი მეომარი, მუსლიმებმა იფიქრეს
დასანებებლად მოდიანო და არავითარი საწინააღმდეგო ზომები არ მიიღეს. წინა მებრძოლებმა ისრები დაუშინეს მუსლიმებს. მუსლიმთა რიგები შეირყა, დაბნეულობამ იჩნა თავი. შორს მყოფებმა ეს დაბნეულობმა რომ იხილეს იფიქრეს უკან დახევა იწყებაო და თავად გაიქცნენ. ჯარი უწესრიგოდ იხევდა უკან და ბევრი ამ ჭყლეტვაში დაიღუპა. ქართველები დაედევნენ და დაახლოებით 70 კილომეტრის მანძილზე სდიეს.ხოცავდნენ და ტყვედ იგდებდნენ მტერს. უმრავლესობა დახოცეს, 4000 კი ტყვედ ჩაიგდეს.

დიდგორის ბრძოლის აღმწერი ყველა ისტორიკოსი მიუთითებს იმ დიდ ზარალზე, რაც თურქ-სელჩუკთა კოალიციურმა ლაშქარმა განიცადა. დიდძალი ტყვე და ალაფი იგდეს ხელთ ქართველებმა.




იმედია მოგეწონათ!

ავტორი:TheonaK

10
2572
17-ს მოსწონს
ავტორი:TheonaK
TheonaK
2572
  
2012, 17 ოქტომბერი, 18:23
გაიხარე გიოო :**
2012, 17 ოქტომბერი, 18:22
კარგი გოგო ხარ თეონააა:*:*კარგი სტატიააა:*
+1
2012, 12 ოქტომბერი, 0:21
+100
მარტივი და კაი ენა გაქვს რაც საჭიროა წერისათვის. შესაბამისად მაგარი სტატიაც გამოვიდა.
2012, 11 ოქტომბერი, 20:36
++
2012, 11 ოქტომბერი, 20:35
გაიხარე :*
2012, 11 ოქტომბერი, 20:35
მადლობა :*
2012, 11 ოქტომბერი, 20:34
რა ზარმაცი თაობა მოდის რაა :DDD
2012, 11 ოქტომბერი, 20:07
+++++++++++++++++++
2012, 11 ოქტომბერი, 20:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 11 ოქტომბერი, 20:00
აუ კითხვა მეზარებაა :D:D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10