x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფეხბურთის გულშემატკივარი
image

15 იანვარი, (1949)მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფეხბურთის გულშემატკივარის, ესპანელი მანუელ კასერეს არტესეროს, უფრო ცნობილი მეტსახელით, მანოლო ელ დელ ბომბოს (ესპ. Manolo el del Bombo - მედოლე მანოლო) დაბადების დღეა.



იგი თვლება მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და პოპულარული ფეხბურთის გულშემატკივარად. გულშემატკივრობს საფეხბურთო კლუბ „ვალენსიასა“ და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს. ეროვნული ნაკრების თამაშებზე ატარებს დიდ ბერეტს, 12-ნომრიან მაისურს და დოლს წარწერით „El bombo de España“ („ესპანეთის დროშა“).

image



მანოლო დაიბადა პატარა ქალაქ სან კარლოს დელ ვალეში, სამხრეთ ესპანეთშ, სიუდად რეალის პროვინციაში. ბავშვობაში ის თამაშობდა ფეხბურთს ადგილობრივი სკოლის საფეხბურთო გუნდში, მაგრამ მისი პროფესიული კარიერა აღარ გაგრძელებულა.. როდესაც მანოლო 5 წლის იყო, მისი ოჯახი გადავიდა უესკაში (არაგონში). იქ მანოლომ პირველად დაიწყო ფეხბურთის მატჩებზე სიარული, გახდა სარაგოსას გულშემატკივარი (სარაგოსა არის არაგონის ავტონომიური თემის ცენტრი).

image

ერთ დღეს მანოლოს გაუჩნდა საინტერესო იდეა - წაეღო სტადიონზე დოლი. მალე იდეა გატაცებად იქცა: სარაგოსას შინ ჩატარებულ მატჩზე მანოლო დოლით ჩნდებოდა და აქტიურად აყოლებდა რიტმს. სწორედ მაშინ მიიღო მან მეტსახელი "მანოლო მედოლე".


დროთა განმავლობაში მანოლოს საკლუბო სიმპათიები შეიცვალა: ახლა ის გულშემატკივრობს "ვალენსიას", გუნდს ქალაქიდან, სადაც 1982 წელს მანოლო გადავიდა საცხოვრებლად.

image

თანდათან მანოლო ვალენსიაში ცნობილი სახე და ამავე სახელწოდების საფეხბურთო კლუბის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა. 25 წლის განმავლობაში მას არც ერთი საშინაო მატჩი არ გამოუტოვებია, სანამ კლუბის ხელმძღვანელობასთან ჩხუბი არ მოუვიდა 2006 წელს.


ვალენსიაში მანოლოს აქვს საკუთარი ბარი, რომელიც მდებარეობს მესტალადან არც თუ ისე შორს. დაწესებულების ინტერიერში გამოყენებულია ბევრი საფეხბურთო ატრიბუტი; კედლებზე კიდია მანოლოს ფოტოები ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებთან და თვით მეფე ხუან კარლოს I-თან ერთად.


გასული 30 წლის განმავლობაში მანოლოს პრაქტიკულად არასოდეს გამოუტოვებია ესპანეთის ნაკრების თამაში, თვით ამხანაგური მატჩების ჩათვლით. ერთადერთი მიზეზი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს, ეს ჯანმრთელობაა, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ესპანეთი-პარაგვაის თამაშზე 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

image

მანოლო ესპანეთის ნაკრებთან ერთად ათ მსოფლიო ჩემპიონატს სტუმრობდა; თავად ესპანელის თქმით, მას 12 მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება სურს.


რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მანოლომ გამოაცხადა, რომ აღარ გაემგზავრებოდა ესპანეთის ნაკრების მატჩებზე სხვა ქვეყნებში, რადგან არ შეუშვეს ყაზანისა და კალინინგრადის სტადიონებზე. თუმცა, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სანკტ-პეტერბურგში შვეიცარიასთან მეოთხედფინალური მატჩის დროს მანოლო ტრიბუნაზე კვლავ გამოჩნდა.


საინტერესო ფაქტები:



*1987 წელს მანოლო ცოლმა მიატოვა, ქალმა ვერ გაუძლო მის ცხოვრების წესს. მას შემდეგ დიდი გულშემატკივარი უცოლო დარჩა.




*მანოლო ცვლის დოლს ყოველი დიდი ტურნირის შემდეგ - ეს იქნება მსოფლიო ჩემპიონატი თუ ევროპის ჩემპიონატი.


*ერთ დღეს, როდესაც მანოლო ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, ის საავადმყოფოში ემზადებოდა მენისკის ოპერაციისთვის. მოხდა ისე, რომ ოპერაციის დღეს ესპანეთის ჩემპიონატის მატჩი სარაგოსასა და ვალენსიას შორის უნდა გამართულიყო. მანოლომ დაარწმუნა სასწრაფოს მძღოლი და მან წაიყვანა "ლა -რომარედეში". მანოლო სტადიონზე საკაცით შემოიყვანეს . თამაშის დამთავრების შემდეგ მაყურებელმა მას ოვაციები მოუწყო.



*სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასაწყისში მანოლომ იწინასწარმეტყველა ესპანელების გამარჯვება მუნდიალზე და ესპანეთის მომავალი მეტოქეები პლეი ოფის ყველა ეტაპზე 1/8 და 1/4 ფინალის ჩათვლით, აი შემთხვევაში ნახევარფინალის და ფინალის შემთხვევაში მანოლო შეცდა.

0
105
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0