x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134655
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508989
5 საუკეთესო მწერალი, რომელთა შეუდარებელი ნაწარმოებები ბავშვობის ტკბილ მოგონებებს ნებისმიერ ადამიანს გაულამაზებს
დღეს მსურს ვისაუბრო, იმ ხუთ ფავორიტ მწერალზე, რომელმაც არაერთ ჩვენგანს გაულამაზა ბავშვობა და შესძინა მას თავისებული და ლამაზი ელფერი.


1. ჯოან როულინგი


ჯოან როულინგმა არაერთ ადამიანს გაულამაზა ბავშვობა თავისი შეუდარებელი ნაწარმოებებითა და უსაზღვრო ფანტაზიის უნარით. "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა'', ჩემთვის, მუდამ დარჩება იმ ნაწარმოებად, რომელსაც პირველად და აზრიანად გავეცანი, ჩემს არცთუ ისე ტკბილ ბავშვობაში. როგორც დედისერთა ბავშვისთვის ჰარის თავგადავლები ცალკე უნიკალურ სამყაროს წარმოადგენდა და ერთი სული მქონდა, ხოლმე, მომდევნო ნაწილებსაც, როდის გავეცნობოდი, დიდი ინტერესითა და ყურადღებით. ყოველთვის, მსურდა ჩემი ცხოვრება, რაღაცით ჩემს საყვარელ ნაწარმოებებს დამსგავსებოდა, თუმცა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, რეალობა და ფიქცია სხვადასხვა რამეს წარმოადგენს.მაგრამ ტკბილ მოგონებებს ვერავინ ვერ წაგიშლის ადამიანს მეხსიერებიდან.

image


image

2. ართურ კონან დოილი


ჩემი კრიტიკული აზროვნების 60 (80 თუ არა) პროცენტი, მაინც "შერლოკ ჰოლმსის'' წაკითხვისა და საფუძვლიანად გაცნობის შედეგია. ისე მიყვარდა ეს ნაწარმოები, რომ მომინდა ქალ გამომძიებელზეც შემექმნა ჩემებური ვერსია "შერლოკ ჰოლმსი''-სა (კი დავწერე ზემოაღნიშნული, კიდევაც, მაგრამ ამდენი წლის შემდეგ აღარც მახსოვს სად აორთქლდა მოცემული მოთხრობა). მახსოვს, როგორ გამიხარდა, როცა სკოლაში "მოცეკვავე კაცუნები'' შემოიტანეს დამატებით ლიტერატურად. ისიც, მახსოვს, თუ როგორ გამოვთქვი, მაშინვე, ინიციატივა, რომ ზემოაღნიშნულ ნაწარმოებს, თავად, მე განვიხილავდი. მოკლედ, რომ ვთქვათ, "შერლოკ ჰოლმსი''-ს თავგადასავლები ნებისმიერი ადამიანის ბავშვობას საინტერესოსა და აზრიანს გახდის და აუცილებლად გირჩევთ, ართურ კონან დოილის იდეალურ ნაწარმოებებს გაეცნოთ, თუ ეს აქამდე არც კი გიცდიათ.

imageimage

3. მონტეირუ ლობატუ


პირველი წიგნი, რაც მეორე კლასში ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე, სწორედ, მონტეირუ ლობატოს "ყვითელი კოდალას ორდენი'' იყო. მახსოვს, მაშინაც ვეგეტარიანელი ვიყავი, მაგრამ ამ ნაწარმოებმა უფრო მეტად გაამყარა ჩემი შეხედულებები და უფრო მეტად დიდი წარმოდგენა შემიქმნა სიკეთისა და მეგობრობის ფასზე. დღემდე, ტკბილად მახსენდება ეს შეუდარებელი ნაწარმოები თავისი ორიგინალური პერსონაჟებითა და საინტერესო თავგადასავლებით. ბოლოს კი, თავად მწერლის ციტირებას მოვახდენ: "ეს წიგნი მუდამ იცოცხლებს, სანამ მოკვდება უკანასკნელი მოხუცი დედამიწაზე''.

image

image

4. ჩარლზ დიკენსი


მესმის, ზოგი ადამიანის აზრით, ჩარლზ დიკენსის ნაწარმოებების წაკითხვა ცოტა მეტად მოზრდილი ადამიანების შესაფერისია, თუმცა მე ასე არ მივიჩნევ და ამან არ შემაჩერა იმისგან, რომ 9-10 წლის ასაკში წამეკითხა "დევიდ კოპერფილდი'' და გამეცნობიერებინა, რომ სიკეთე ფასდაუდებელი რამაა და ცხოვრების განმავლობაში შექმნილი დაბრკოლებები ადამიანს მხოლოდ აძლიერებს. ასე, რომ ჩარლზ დიკენსი შეუდარებელი მწერალი იყო თავისი უნიკალური თხრობის სტილითა და საინტერესო სიუჟეტების შექმნით, ასე რომ მისი ნაწრამოებები ყველა ბავშვს შემატებს მეტ თავდაჯერებულობას, რათა იარონ სიკეთისა და მხოლოდ, სიკეთის გზაზე.

imageimage

5. ვაჟა-ფშაველა


შეუძლებელია, ჩამონათვალი დამესრულებინა ჩვენი, უნიკალური, მწერლის ვაჟა–ფშაველას ხსენების გარეშე, რომლის ნაწარმოებებიც, ბავშვობაში, ყველაზე მეტად მიყვარდა სხვა ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს შორის. "შვლის ნუკრის ნაამბობი'' ჩემს ფავორიტ ნაწარმოებს წარმოადგენდა, თავისი ტკბილ-მწარე და ჭკუის სასწავლებელი სიუჟეტითა და იმ მოწოდებით, რომ ცხოველებსაც გააჩნიათ სული და ისინი სრულიად არ იმსახურებენ ადამიანების მიერ მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობას. ჩემი ოცნებაა (ვიცი, ცოტა არ იყოს, არარელური, რომ ჩანს ეც ჩემი ოცნება, მაგრამ ოცნებას ადამიანი არ მოუკლავს, ეს ხომ ისედაც იცით, ჩემო კარგებო), ისეთ სამყაროში ვიცხოვროთ, სადაც ხორცსა და თევზს აღარ შეჭამენ, სიცოცხლეს დააფასებენ და ბუნების სილამაზესა და ცხოველებისა და ფრინველების ფასს დაინახავენ ადამიანები.

image

image

0
177
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ზუბიაშვილი97
ლიკა ზუბიაშვილი97
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0