x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134550
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ეთერი თუთბერიძის ქალიშვილი დიანა დევისი და გლებ სმოლკინი საქართველოს სახელით ისაპარეზებენ
image

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა ყოფილი რუსი მოცეკვავე წყვილის, დიანა დევისის და გლებ სმოლკინის ქვეყნის ნაკრებში გადასვლაზე ისაუბრა.


მისი თქმით, მოციგურავეებმა საქართველოს ნაკრები გააძლიერეს. „როგორ იყო გადასვლა? მოკლედ, ადვილი არ იყო. საქართველოს ნაკრებში რატომღაც უბრალოდ არაფერი ხდება, ასეთი ბედი გვაქვს. მადლობა ღმერთს, რომ ამ შემთხვევაში შედეგი მიღწეულია“, - აღნიშნა გიორგობიანმა.(ფოტოზე)

image


რუსეთის დამსახურებული მწვრთნელის, ეთერი თუთბერიძის ქალიშვილი, დიანა დევისი და მსახიობ ბორის სმოლკინის ვაჟი, გლებ სმოლკინი 2024 წლის სეზონიდან საქართველოს სახელით იასპარეზებენ. მოქალაქეობის შეცვლაზე ნებართვა რუსეთის ფიგურული ციგურების ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა გასული წლის 5 მაისს გასცა

imageფოტოზე: ეთერი ქალიშვილ დიანასთან ერთად


დევისისა და სმოლკინის დებიუტი რუსეთის ნაკრებში 2021/2022 წლების სეზონში შედგა.

ამავე 2020-2021 წლების სეზონში მათ მოიგეს რუსეთის თასი იუნიორთა შორის.ევროპის ჩემპიონატზე მერვე ადგილი დაიკავეს, ხოლო პეკინის ოლიმპიადაზე მე-14 ადგილს დასჯერდნენ .


ცნობილი მწვრთნელის, ეთერ თუთბერიძის ქალიშვილი დიანა დევისი ამერიკაში დაიბადა, იგი 2022 წლიდან წყვილთა ცეკვებში თავის პარტნიორთან, გლებ სმოლკინთან არის ქორწინებაში. აშშ-ში მცხოვრებმა სპორტსმენებმა 2022/2023 წლების სეზონი გამოტოვეს.

image

ეთერ თუთბერიძემ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, პროტესტის ნიშნად თავის გვერდიდან წაშალა რუსეთის დროშის და პუტინთან ერთად გადაღებული ფოტოები, ასევე ჩანაწერი, სადაც ის ვლადიმერ პუტინს დაბადების დღეს ულოცავდა.(ნახე ბმული).


ასევე არ დაესწრო კრემლში გამართულ ღონისძიებას, რომლის აღზრდილი ჩემპიონები კრემლში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად იყვნენ მიწვეულები.პრეზიდენტმა პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა და გამარჯვებულებს მიულოცა.(ნახე ბმული)

0
143
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0