x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134599
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508738
როგორ დაიწყო ილია მეორეს სასულიერო ცხოვრება (+ უნიკალური ფოტოები)
image

4 იანვარი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორეს დაბადების დღეა, მას 91 წელი შეუსრულდა.


მაინც სად და როდის დაიწყო ირაკლი შიოლაშვილის სასულიერო ცხოვრება? რამ იქონია მასზე ზეგავლენა?ყველაფერს ქვემოთ მოცემულ მასალში გაეცნობით.


ილია II-ის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ: მამა, გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი — სოფელ სნოდან, დედა, ნატალია იოსების ასული კობაიძე კი — სოფელ სიონიდან. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ვლადიკავკაზშიც, სადაც შემდეგ დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლე II-ის პატივსაცემად ირაკლი უწოდეს. ნათლიები იყვნენ: არქიმანდრიტი ტარასი და მონაზონი ზოილე (დვალიშვილი). დედა ზოილეს პატარა ირაკლი სამთავროს მონასტერში ხშირად დაჰყავდა, სადაც მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძესაგან სამი წლის ირაკლიმ ლოცვა-კურთხევა მიიღო.


image

1952 წელს ირაკ­ლი ში­ო­ლაშ­ვი­ლი-ღუ­დუ­შა­ურ­მა ვლა­დი­კავ­კა­ზის 22-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და­ამ­თავ­რა და სწავ­ლა მოს­კო­ვის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში გა­ნაგ­რძო, რო­მე­ლიც ზა­გორსკში მდე­ბა­რე­ობს. სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რია პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის დიპ­ლო­მით და­ამ­თავ­რა და, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო სტუ­დენ­ტი, სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის პირ­ველ კურ­სზე ჩა­ი­რი­ცხა.


image

იმ დროს წმი­და სა­მე­ბის მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი იყო მო­მა­ვალ­ში მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქი პი­მე­ნი. "მე სიყ­ვა­რუ­ლით ვიხ­სე­ნებ მოს­კო­ვის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში სწავ­ლის წლებს, როცა სტუ­დენ­ტე­ბი­ცა და მას­წავ­ლებ­ლე­ბიც სი­ხა­რუ­ლით დავ­დი­ო­დით მა­შინ ჯერ კი­დევ ახალ­გაზ­რდა, ძალ­ღო­ნით აღ­სავ­სე წი­ნამ­ძღვრის მჭევ­რმე­ტყვე­ლუ­რი და ღრმა ში­ნა­არ­სის მქო­ნე ქა­და­გე­ბე­ბის მო­სას­მე­ნად...

image

.. გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვენ ბე­რად აღ­კვე­ცის წეს­ზე დას­წრე­ბა გვიყ­ვარ­და", - იხ­სე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლო­კოს-პატ­რი­არ­ქი.


აკა­დე­მი­ის ახალ­გაზ­რდა სტუ­დენტს სწო­რედ ამან გა­და­ა­წყვე­ტი­ნა ბე­რად შედ­გო­მა.

image

1957 წლის 16 აპ­რილს, 24 წლის ასაკ­ში კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ მელ­ქი­სე­დეკ III-ეს ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, თბი­ლი­სის ალექ­სან­დრე ნე­ვე­ლის ტა­ძარ­ში სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ი­ის II კურ­სის სტუ­დენ­ტი ბე­რად აღ­კვე­ცეს. ბე­რად აღ­კვე­ცის სა­ი­დუმ­ლო ეპის­კო­პოს­მა ზი­ნო­ბიმ (მა­ჟუ­გა) შე­ას­რუ­ლა და ბერს სა­ხე­ლად ილია უწო­და.


"ეს ტა­ძა­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია პი­რა­დად ჩემ­თვის იმი­ტომ, რომ აქ, 1957 წელს, ღვთის გან­გე­ბი­თა და უწ­მი­დე­სის და უნე­ტა­რე­სის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მელ­ქი­სე­დეკ მე­სა­მის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, მე­უ­ფე ზი­ნო­ბიმ ბე­რად აღ­მკვე­ცა. ამ პე­რი­ო­დის ახალ­გაზ­რდებს შო­რის მე ვი­ყა­ვი პირ­ვე­ლი ბერი. ასე რომ, ამ ტაძ­რი­სა და წმი­და ალექ­სან­დრე ნე­ვე­ლის, მღვდელ­მო­წა­მე გრი­გო­ლის ლოც­ვა-კურ­თხე­ვა მუ­დამ მი­ფა­რავს", - ასე იხ­სე­ნებს პატ­რი­არ­ქი ალექ­სან­დრე ნე­ვე­ლის ეკ­ლე­სი­ას.

image

იმა­ვე წლის 18 აპ­რილს სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში ბერი ილია ხელ­დას­ხმულ იქნა იე­რო­დი­აკ­ვნად, 1959 წლის 10 მა­ისს კი წმი­და სერ­გის მო­ნას­ტრის ლავ­რა­ში იე­რო­დი­ა­კო­ნი ილია მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის, უწ­მი­დეს ალექ­სი 1-ელის მიერ ხელ­დას­ხმულ იქნა მღვდელ­მო­ნაზვნად.


image

ჯერ კი­დევ აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლის დროს, მღვდელ­მო­ნა­ზონ­მა ილი­ამ სა­კან­დი­და­ტო შრო­მა: "ათო­ნის ივე­რი­ის მო­ნას­ტრის ის­ტო­რია" და­წე­რა, რის­თვი­საც ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბის კან­დი­და­ტის სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხი მი­ე­ნი­ჭა. იმა­ვე 1960 წელს და­ამ­თავ­რა მოს­კო­ვის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მია პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის დიპ­ლო­მით, რის შემ­დე­გაც აკა­დე­მი­ის საბ­ჭომ, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო­თა შო­რის სა­უ­კე­თე­სოს, საპრო­ფე­სო­რო სტი­პენ­დი­ან­ტად დარ­ჩე­ნა შეს­თა­ვა­ზა. სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ო­და, ლექ­ცი­ე­ბი წა­ე­კი­თხა სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­სა და აკა­დე­მი­ა­ში, მაგ­რამ უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ეფ­რემ II-ის კურ­თხე­ვა სხვაგ­ვა­რი იყო: მღვდელ­მო­ნა­ზონ ილი­ას სამ­შობ­ლო­ში უნდა და­ე­წყო მოღ­ვა­წე­ო­ბა. ამი­ტომ მან უარი თქვა სა­პა­ტიო კა­რი­ე­რა­ზე, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და და ბა­თუ­მის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მღვდელმსა­ხუ­რად გამ­წეს­და.


image

და იღ­ვა­წა თით­ქმის ყვე­ლა ხა­რისხში, ხოლო აჭა­რა­ში შვი­დი წლის მან­ძილ­ზე მოღ­ვა­წე­ო­ბის შემ­დეგ, პარ­ტი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, 1967 წელს ცხუმ-აფხა­ზე­თის ეპის­კო­პო­სად გა­და­იყ­ვა­ნეს. 1969 წელს აღყ­ვა­ნილ იქნა მიტ­რო­პო­ლი­ტის ხა­რისხში და მიტ­რო­პო­ლიტ­მა ილი­ამ სო­ხუმ­ში 11 წელი დაჰ­ყო.იყო მცხე­თის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის პირ­ვე­ლი რექ­ტო­რი - (1963-1972 წლე­ბი).


image

1977 წელს გარ­და­იც­ვა­ლა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი და­ვით V (დევ­და­რი­ა­ნი). 1977 წლის 9 ნო­ემ­ბერს, წმი­და სი­ნო­დის გან­ჩი­ნე­ბით, პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრე გახ­და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი ილია.


1977 წლის 23 დე­კემ­ბერს თბი­ლი­სის სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში გა­მარ­თულ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის XII ად­გი­ლობ­რივ­მა კრე­ბამ გა­ნი­ხი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ახა­ლი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის არ­ჩე­ვის სა­კი­თხი და მიტ­რო­პო­ლი­ტი ილია ერ­თხმად იქნა არ­ჩე­უ­ლი სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქად და ეწო­და ილია II. ილია I სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას მარ­თავ­და 390-400 წლებ­ში.

"ვიდ­რე ვცო­ცხლობ, მუ­დამ ჩემს თვალ­წინ იქ­ნე­ბა ის უხი­ლა­ვი და მა­ინც ხი­ლუ­ლი ტახ­ტი, რო­მელ­ზეც მე­უ­ფის ძლი­ერ­მა მარ­ჯვე­ნამ ამიყ­ვა­ნა. ჩემს გულ­ზე წა­რუშ­ლე­ლად წე­რია ის მო­ვა­ლე­ო­ბა­ნი, რო­მელ­ნიც მის­მა უსა­ზღვრო მო­წყა­ლე­ბამ და­მა­კის­რა", - ბრძა­ნა სა­ქარ­თვე­ლო კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა.


image

0
156
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0