x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134554
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508613
"ეს მორგია, მე კი - დარაჯიო... ასეთი უბრალო და თავმდაბალი კაცი იყო ნოდარი" - როგორ იხსენებენ ნოდარ ახალკაცს
image

დღეს, 2 იანვარს(1938წ.) დაიბადა, ნოდარ ახალკაცი, ფეხბურთელი და უპირველს ყოვლისა მწვრთნელი, რომელმაც ყველაზე დიდი გამარჯვებები მოუტანა ქართულ ფეხბურთს თავის ისტორიის მანძილზე,


როგორ იხსნებენ ნოდარ ახალკაცს?



რევაზ ჩელებაძე, თბილისის "დინამოს" ყოფილი ფორვარდი:



"ახალკაცი გენიოსი, უჭკვიანესი ადამიანი იყო! მე ვიცი, ის ინსტიტუტში გამოცდებს როგორც აბარებდა - საერთოდ არ ემზადებოდა! მიდიოდა, ჯგუფელებს საგნის შინაარსს ჰკითხავდა, მოკლედ მოუყვებოდნენ და მაინც ხუთიანს იღებდა; ისინი კი, რომლებიც მთელი ღამეები საგნებს იზუთხავდნენ - სამიანებს."



ვლადიმერ გუცაევი, თბილისის "დინამოს" ყოფილი გარემარბი:


"კონკრეტული თემით თუ დაინტერესდებოდა, საჯარო ბიბლიოთეკაში წავიდოდა, ჩაჯდებოდა და თემაში დეტალურად გაერკვეოდა. იმას ხედავდა, რასაც სხვები ვერ ამჩნევდნენ. ამიტომაც იყო დიდი მწვრთნელი.


გიო ახვლედიანი, ჟურნალისტი:


“ნოდარ ახალკაცი თავის დროის შვილი იყო... თავის სამყაროში ის გახლდათ გაუცინარი ხელმწიფე, გამგებელი და როდესაც ვინმე დააპირებდა მისი საუფლოს საზღვრების გადალახვას, აქვე, ამ სამყაროს კიდეზე ხვდებოდა ძნელად დასაძლევი რამ – ახალკაცის ცხოვრებისა და საქმის ფილოსოფია. სანამ ახალკაცი თავად არ გადაწყვეტდა რაიმეს, მისი სამყარო შეურყეველი გახლდათ. ასე იყო მწვრთნელობისას და ასე იყო ფეხბურთის მმართველობის დროსაც. ჩვენ არ ვლაპარაკობთ ცუდსა და კარგზე, უბრალოდ, ვამბობთ, რომ ნოდარ ახალკაცი გამორჩეული, ძლიერი, შთამბეჭდავი ხასიათი იყო. ხშირად ძლიერი იყო მისი სიტყვების და პოზიციის გაზიარება. ძნელი იყო მიგეღო მისი ურთიერთობის ფორმები... ქვეყანაში, სადაც არეულობა ყოველდღიური წესი იყო, ახალკაცმა პირადად შექმნა ახალი ქართული ფეხბურთის მიკროსამყარო, თან ისე, რომ შინაურთაგან არავის დახმარება არ დასჭირვებია. ის არ იყო დახმარების მომლოდინე და მოწუწუნე კაცი – წინ ყოველთვის თავისით მიდიოდა. თავის გზასაც თავადვე საზღვრავდა“.


ბუბა კიკაბიძე, მომღერალი და მსახიობი:


"ბევრმა არ იცის, ახალკაცი რამდენად საოცარი ადამიანი იყო, ყველაზე საინტერესო და ყველაზე გონებამახვილი! მას განსაკუთრებული მსოფლმხედველობა და თავისებური ფილოსოფია ჰქონდა. ის ჩემი მეგობარი იყო.


ერთხელ მოსკოვში ნოდართან ერთად გავისეირნე. ღამის სამი საათია და ტაქსით სასტუმროში ვბრუნდებოდით. მოულოდნელად რაღაც გაახსენდა: "მეგობარს სიტყვა მივეცი, შემოგივლი-მეთქი". ციცაბო კიბეებით ავედით თაღებიან შენობამდე, რომელიც მარმარილოში იყო გამოწყობილი. ნოდარმა დარეკა და თეთრხალათიანი კაცი გამოვიდა. გახარებულმა კარი გაგვიღო. ვხედავ წარწერას - "მთავარი ექიმი".


ვფიქრობ, საავადმყოფოში ვართ-მეთქი. ეს კაცი გაიქცა, არყის ბოთლით დაბრუნდა და ძეხვი და პური გამოიყოლა. დავლიეთ და ვკითხე, ეს რა კლინიკაა-მეთქი? - ეს მორგია, მე კი - დარაჯიო... ასეთი უბრალო და თავმდაბალი კაცი იყო ნოდარი".



ბოლოს კი დათო კაკაბაძის ძალზე საინტერესო მოგონებას შემოგთავაზებთ, როგორ დაავალა ახალკაცმა გდრ-ში სწავლის დროს დაკვირვებოდა გერმანული გუნდების თამაშს და გამოეგზავნა მათ შესახებ მონაცემები.


0
350
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
350
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0