x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508616
ბრიტანულმა გამოცემამ "The Sun", პოლონელი ფეხბურთის არბიტრი კაროლინა ბოიარი გამოაცხადა მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ არბიტრ ქალად

image
ბრიტანული გამოცემა "The Sun"-ი, ყოველწლიურად აკეთებს გამოკითხვას, წლის ყველაზე სექსუალური არბიტრი ქალის გამოსავლენად.
ამჟამად ბრიტანულმა გამოცემამ მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ ფეხბურთის არბიტრად 23 წლის პოლონელი არბიტრი გოგონა კაროლინა ბოიარი დაასახელა.
კაროლინა მეორე და მესამე დივიზიონის საფეხბურთო შეხვედრებზე მსაჯობს, მაგრამ გოგონა ისე უხარვეზოდ მსაჯობს, რომ მომხიბლელი გოგონას მომავალ წელს უკვე უმაღლესი დივიზიონის შეხვედრების არბიტრად ვიხილავთ ფეხბურთის მოყვარულები.

კაროლინამ აღნიშნული პროფესია აირჩია ბაბუას რჩევით, რომელიც პროფესიონალი არბიტრი გახლდათ. როცა 17 წლის გახდა კაროლინა ჩაეწერა არბიტრის კურსებზე და იმავე წელს მას მისცეს ლიცენზია ემსაჯა მესამე დივიზიონის შეხვედრებზე.
სამწუხაროდ პირველივე შეხვედრაში კაროლინამ საკამათო პენალტი დანიშნა, რასაც საფეხბურთო მოედანზე ნებათაღელვა მოჰყვა. გაბრაზებული მწვრთვნელი, რომლის კარშიც დაინიშნა პენალტი, საცემად წაეტანა კაროლინას, რამაც კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია მოედანზე. საბედნიეროდ სიტუაცია განიმუხტა, შეხვედრის განხილვისას კი აღმოჩნდა, რომ კაოლინას მიერ პენალტის დანიშვნა სრულიად კანონზომიერი და სწორი გადაწყვეტილება იყო, რამაც კაროლინას რეიტინგი აამაღლა.

გოგონა სწრაფად მოექცა სარეკლამო კომპანიების ყურადღების ცენტრში, მისით რამდენიმე მოდის სახლიც დაინტერესებულია. თვად კაროლინას თქმით, მოედნიდან გასვლისას ორივე გუნდის ფეხბურთელების დიდი ნაწილი მას მობილურის ნომერს სთხოვს, მაგრამ კაროლინა არ აპირებს ამ ეტაპზე სერიოზული ურთიერთობის დაწყებას, ტკბება თავისუფლებით და პოლონეთში ერთადერთი არბიტრი-გოგონას სტატუსით.

კაროლინას ფოტოკოლაჟი.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




















0
119
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
119