x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134554
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508612
სომალელი მძლეოსანი ქალი ნასრა აბუქარ ალი ჩათვალეს მძლეოსნობის ისტორიაში ყველაზე ცუდ სპორცმენად

image
წელს ჩატარებულ უნივერსიადაზე სომალელმა სპორცმენმა ქალმა, 100 მეტრიანი დისტანციის გარბენას 21 წამი მოანდომა, რაც სპორტის ამ სახეობაში კოლოსალური დროა, შესაბამისად მძლეოსნობის სპეციალისტებმა სომალელის გამოსვლა შეაფასეს, როგორც კატასტროფული და მას მძლეოსნობის ისტორიაში ყველაზე ცუდი სპორცმენი უწოდეს.

როგორც აღმოჩნდა სომალელი მძლეოსანი ნასრა აბუქარი სპორტული მიღწევების გამო სულაც არ მოხვედრილა უნივერსიადაზე, მისი იქ მოხვედრა განაპირობა იმან, რომ მისი ბიძა სომალის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტია, რომელმაც ნამდვილი სპორცმენის ნაცვლად ეროვნულ ნაკრებში "ჩასვა" საკმაოდ "ფუმფულა" აღნაგობის ნათესავი, რომელმაც სასაცილო შედეგით და სარბენ ბილიკზე სირბილის ნაცვლად ძუნძულით დაამახსოვრა თავი.
მძლეოსნობის მოყვარულები ირონიას არ მალავენ სომალელის გამოსვლასთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ ეს გამოსვლა იყო მძლეოსნის სარბენ ბილიკზე სირბილის პაროდია და არა ნამდვილი სირბილი.
თავად ნასრა აბუქარი დიდად არ შეწუხებულა საკუთარ "მიღწევაზე", სარბელნი ბილიკიც მხიარულ განწყობაზე დატოვა, თუმცა მაყურებლებში დიდი ემოცია და მხიარულება კი გამოიწვია.

image
image

0
400
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
400