x
მეტი
  • 12.05.2024
  • სტატია:134730
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508930
"ქარწაღებულები": ვარსკვლავების ეპიკური მომენტები, რომლებმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრეს
image


მერლინ მონროს ეფექტი! აბა სხვას კიდევ ვის შეეძლო ასეთი უმსგავსობა ჩაედინა და თან პასუხიც კი არ ეგო? ცნობილი ადამიანების გაშიშვლება ხუმრობა ხომ არ არის! სწორედ "თავხედმა" ქარმა მოინდომა ჰოლივუდის ამ ცნობილი ქალბატონების ყველაზე შეუფერებელ მომენტში უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება და მოკავშირე პაპარაცების დახმარებით მათი დიდი ხნით განსჯის მთავარ თემად ქცევა. მოდით, ვნახოთ რომელმა სელებრითმა არ ჩაიცვა ამინდის შესაბამისად, რის გამოც ლამის ქვედაბოლოს გარეშე დარჩა.


ელისაბედ ოლსენი


image


თავად მსახიობიც კი არ მოელოდა რომ ასეთი ძლიერი ქარი იქნებოდა. საბედნიეროდ, ვარსკვლავმა დროულად მოახერხა კაბის კალთის დაჭერა, თუმცა ყველაფერი მაინც ისე არ გამოუვიდა, როგორც ეს ჰოლივუდურ ფილმებში ხდება ხოლმე.


ზაინა დრიდი


image


მსახიობი, სანამ წითელი ხალიჩისთვის კაბას შეარჩევდა სავარაუდოდ, ამინდის პროგნოზს არ გაეცნო. სელებრითის კაბამ ძლიერ ქარს "ვერ გაუძლო" და ვარსკვლავი ფაქტობრივად საცვლების ამარა დატოვა.


ქეით მიდლტონი


imageimage


აბობოქრებული სტიქის წინაშე სამეფო ოჯახის წევრებიც კი უძლურნი არიან. კემბრიჯის ჰერცოგინიამ ქარიანი ამინდისთვის აშკარად ძალიან მსუბუქი, მოკლე ყვითელი კაბა შეარჩია, რისთვისაც დიდი საფასურის გადახდაც მოუწია. აბა, მხოლოდ მეგანს ხომ არ შეუძლია ყურადღების მიპყრობა ...


ჯესიკა ალბა



image


ჯესიკა ალბამ უნებურად გაიმეორა ცნობილი კადრი 1955 წელს გადაღებული რომანტიკული კომედიიდან - "შვიდი წლის თავზე", სავენტილაციო ლუქი, ქვედაბოლო, ქარი და შემდეგ კი უკვე თავადაც იცით... ვფიქრობ, მსახიობი, ბილი უაილდერის ამ საკულტო ფილმის რიმეიკში შეუდარებელი იქნებოდა, ურიგო არ იქნება რეჟისორები ამაზე თუ სერიოზულად დაფიქრდებიან...




ბეჰატი პრინსლუ


image


მოგეხსენებათ, რომ მოდელებს კამერების წინ ან პოდიუმზე გაშიშვლება ხშირად უწევთ, ასე რომ, როდესაც ქარმა ბეჰატი პრინსლუს ქვედაბოლო აუფრიალა, პოზირებით გართულმა მოდელმა ეს ფაქტი ვერც კი შენიშნა, თუმცა აი, პაპარაცებს კი ეს ეპიკური მომენტი ნამდვილად არ გამოპარვიათ...



კეტი პერი


image


ერთხელ კეტი პერიც საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარმა ვარსკვლავს ისედაც მოკლე ქვედაბოლო უფრო მეტად აუწია და გარშემომყოფების თვალწინ პირდაპირ საცვლების ამარა დატოვა, თუმცა პოპ - მომღერალს ეს ფაქტი არც კი შეუმჩნევია, განაგრძობდა რა საკუთარ ფანებთან ურთიერთობას ისე, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. ნეტავი მის სიმშვიდეს...

ლუიზა უინძორი


image


თუმცა ყველაზე ეპიკური შემთხვევა მაინც ელისაბედ II-ის შვილიშვილს, ლუიზა უინძორს უკავშირდება, როდესაც მისი კაბა მოულოდნელად მაშინ აფრიალდა, როდესაც ის პრინცესა ევგენიას ქორწილის დროს კიბეებზე შვილებთან ერთად ადიოდა. ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ იმ დღეს მის კაბას უფრო აქტიურად განიხილავდნენ, ვიდრე პატარძლისას.










0
690
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
690