x
მეტი
  • 11.05.2024
  • სტატია:134721
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508931
ბრაზილიაში ციხის მცველებად ბატებს იყენებენ(ვიდეო)
image

ბრაზილიაში ციხეში მცველებად ძაღლების ნაცვლად უფრო ეფექტური ბატები დააყენეს.




ბრაზილიის ერთ-ერთ ციხეში გადაწყდა, მცველი ძაღლების ბატებით ჩანაცვლება. ამის შესახებ Oddity Central (OS) იტყობინება.


სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობის თქმით, ბატებმა დაამტკიცეს, რომ უფრო ეფექტურები არიან იმ ადგილების დაცვაში, სადაც პატიმრები იმყოფებიან და გარდა ამისა, მათი მოვლა და შენახვა უფრო იაფია.



აღმოჩნდა, რომ ბატებს ძალიან მახვილი სმენა ჰქონიათ, აღნიშნეს დაცვის სამსახურში. ფრინველები მაშინვე ხმამაღალ ხმებს გამოსცემენ, რის წყალობითაც ისინი სასწრაფოდ აფრთხილებენ ციხის მცველებს სხვადასხვა საგანგებო სიტუაციების დროს.


„ჩვენ გვაქვს სათვალთალო კამერები, პირადი მეთვალყურეები და ბოლოს და ბოლოს, მეთვალყურე ბატები, რომლებმაც შეცვალეს ძაღლები“, - ამბობს ციხის დირექტორი მარკოს რობერო დე სოუზა .-”ღამით საკმაოდ სიწყნარეა. დღისითაც კი, როგორც ხედავთ, ეს ძალიან მშვიდი ადგილია, ღამით მით უმეტეს... ბატების შემთხვევაში, სივრცე ხელსაყრელია ამ ტიპის უსაფრთხოებისთვის“.


"მცველი ბატების" გუნდი პატრულირებს ციხის შიდა გალავანსა და მის მთავარ გარე კედელს შორის სივრცეში.


ბატების მცველად გამოყენების პრაქტიკა დიდი ხანია არსებობს ბრაზილიაში.


2011 წელს ფარდოდ გავრცელდა პრესაში ამბავი, როდესაც სან პაულოში, სობრალის ციხეში, სადაც ამ ფრინველების გუნდი გამოიყენებოდა პატიმრების გაქცევის წინააღმდეგ.


0
174
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0