x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
9,5 ათასი წლის თავის ქალა მიკროსქემით – მექსიკელი არქეოლოგების აღმოჩენა

საქ–აქტუნის გამოქვაბული მექსიკაში მდებარეობს და მისი სიგრძე 370 კმ–ს აღემატება. ამ მიწისქვეშეთის შესწავლა ძალიან რთულია, რადგან მისი 95% დატბორილია. გამოქვაბული წყალით, ჩვენს ერამდე, 5-6 ათას წლეულში დაიფარა. თუმცა, ამის მიუხედავად, ადგილობრივმა მეცნიერებმა მისი გამოკვლევა დაიწყეს და მექსიკური პრესის ცნობით, იქ წარმოუდგენელი რამ აღმოაჩინეს!


image


გამოქვაბულში დაივერები პირველად 2017 წ. ჩავიდნენ და იქიდან ცხოველების ძვლები და რამდენიმე მინიატიურული ტოტემი ამოიტანეს. სწორედ ამის შემდეგ დაიბადა ჰიპოთეზა, იმის შესახებ, რომ საქ–აქტუნში, 9-10 ათასი წლის წინ, ან კიდევ უფრო შორეულ წარსულში, ადამიანები ცხოვრობდნენ.
არქეოლოგ–მყვინთავების მეორე ექსპედიცია გამოქვაბულში 2019 წელს მოეწყო. ამჯერად, აღმოჩენებს შორის, წაგრძელებული ფორმის რამდენიმე თავის ქალა იყო. დათარიღებამ აჩვენა, რომ აღმოჩენა, დაახლოებით, 9, 5 ათასი წლის უნდა ყოფილიყო. ამას ის ფაქტი მოწმობს, რომ წაგრძელებული თავის ქალას კულტი, მექსიკაში, სულ მცირე, 10 ათასი წელის წინ არსებობდა. ვის ჰბაძავდნენ მაშინ ადამიანები? მრავალი არტეფაქტის არსებობის მიუხედავად, ეს კითხვა უპასუხოდ რჩება.

2021 წ. არქეოლოგმა გილერმო დე ანდემ, საქ–აქტუნის მორიგ ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა. ანგარიშის და პრესკონფერენციის მიხედვით, რომელზეც თავად მკვლევარი გამოვიდა, ცნობილი გახდა, რომ დაივერებმა გამოქვაბულიდან 150-ზე მეტი თავის ქალა ამოიღეს. მათ შორის, იყო რამდენიმე ნიმუში, რომელთა ძვლოვან ქსოვილებში მიკროსქემები აღმოაჩინეს. რა თქმა უნდა, მეცნიერი მაშინვე ფალსიფიკატორად გამოაცხადეს! თუმცა, მას გვერდში მექსიკის არქეოლოგების ხელმძღვანელი ხორხე სანჩო დაუდგა, რომელმაც მსოფლიო არქეოლოგების ელიტას, დატბორილ გამოქვაბულში, აღმოჩენის უდავო მტკიცებულების არსებობის შესახებ აცნობა.

გილერმო დე ანდეს თქმით, უძველესი ადამიანები, ბევრად უფრო განვითარებული ცივილიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. უცნობია, იყო ეს არამიწიერი, თუ ადგილობრივი ცივილიზაცია, მაგრამ ის ფაქტი, რომ 10 ათასი წლის წინ, მათ მიკროჩიპების იმპლანტაცია შეძლეს, უკვე განვითარების წარმოუდგენელ დონეზე მეტყველებს. შესაძლებელია, სწორედ მათთან კონტაქტის შემდეგ დაიწყეს მექსიკის ტერიტორიაზე მცხოვრებმა ხალხებმა, წაგრძელებული თავის ქალების კოპირება.
რენტგენის გამოყენებით, გამოქვაბულიდან ამოტანილი ყველა თავის ქალა გამოიკვლია და მთელი მიკროჩიპები მხოლოდ ორში აღმოაჩინეს. ხოლო ექვსში, –მხოლოდ ნამსხვრევები იყო. მიუხედავად ამისა, ერთი რამ ცხადია – ძვლოვან ქსოვილში, ის მათ ვიღაცამ ჩაუნერგა, თან შიდა მხრიდან. ეს როგორ და რა ტექნოლოგიით განახორციელეს, – გამოცანად რჩება.

გამოქვაბულის ბოლო ექსპედიციიდან, 1, 5 წელი გავიდა. გილერმო დე ანდმა კოლეგების საერთაშორისო შეხვედრებზე გამოჩენა შეწყვიტა. მაგრამ, მექსიკაში, ის გამოჩენილი არქეოლოგი, მეცნიერი, პუბლიცისტი და პატივსაცემი მკვლევარია. ახლო მომავალში ის ისევ გეგმავს საქ–აქტუნის გამოქვაბულში ექსპედიციის მოწყობას, რადგან აშკარაა, რომ იქ, კიდევ ბევრი საინტერესო რამ იმალება...


P. S. აღსანიშნავია, რომ იგივე მექსიკაში, ცოტა ხნის წინ, 2 მუმია აღმოაჩინეს და გაირკვა, რომ ნაპოვნი გვამების (დნმ) ადამიანის გენეტიკურ მასალას არ შეესაბამება და "უცნობ სახეობას" ეკუთვნის. გაგრძელება >>>


image

სხვა სიახლეები:


* ლუი დე ფიუნესი – დიდი კომიკოსი და ცუდი მეზობელი

* ტიბეტში აღმოჩენილი უძველესი ბიბლიოთეკა, წარმოუდგენელ ინფორმაციას ინახავს

* ინდოელმა წინასწარმეტყველმა რუსეთ–უკრაინის ომთან დაკავშირებით პროგნოზი გააკეთა

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



1
289
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
289
  
2023, 31 დეკემბერი, 22:49
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
0 1 1