x
მეტი
  • 06.06.2024
  • სტატია:135125
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509455
ცოლ-ქმარმა უშვილობის "სამკურნალოდ" 7 წლის გოგონას ღვიძლი შეჭამა
image

ინდოეთში ცოლ-ქმარს და მათ თანამზრახველებს გოგონას რიტუალური მიზნით მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ. ამის შესახებ News9Live წერს.




კაცს, სახელად პარშურამს და მის მეუღლეს სუნაინას 19 წლის განმავლობაში შვილი არ გაუჩნდათ.


ერთხელაც, 2020 წლის ნოემბერში ცოლ-ქმარმა მიაკითხა ერთ ოკულტისტს, რომელმაც ურჩია, რომ უნაყოფობის განსაკურნებლად, ნებისმიერი გოგონას ღვიძლი ერთად უნდა შეეჭამათ.



2020 წლის 14 ნოემბერს სოფელ გხანამპურის მაცხოვრებელმა პოლიციაში შეიტანა განცხადება 7 წლის გოგონას დაკარგვის შესახებ, რომელიც სახლის წინ თამაშობდა.


თუმცა, მეორე დღეს მისი ცხედარი სოფლის მახლობლად იპოვეს. მალე პოლიციამ დაადგინა დამნაშავენი და აღძრა საქმე ანკულის, ვირენის, პარშურამის და სუნაინას წინააღმდეგ.


როგორც დადგინდა წყვილის თანამზრახველებმა - ვირენმა და ანკულმა - გაიტაცეს შვიდი წლის გოგონა, რომელიც საკუთარ სახლთან თამაშობდა. კაცებმა ბავშვი მოკლეს, ღვიძლი ამოაცალეს და ფარშურამს და სუნაინას გადასცეს.


ერთი კვირის წინ გაიმართა სასამართლო, სადაც საბოლოო განაჩენი გამოცხადდა . ოთხშაბათს, 13 დეკემბერს, სასამართლომ ოთხივე დამნაშავეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა პროკურატურა დაჟინებით მოითხოვდა სიკვდილით დასჯას. პროკურატურა აპირებს ინდოეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს განაჩენი, რადგან მას ძალიან მსუბუქ სასჯელად მიაჩნია.


მოსამართლემ აღნიშნა, რომ "უდანაშაულო ბავშვის მოკვლა და შემდეგ მისი ღვიძლის შეჭმა არის ბარბაროსული ქმედება." ციტირებს მის სიტყვებს გამოცემა Times of India.

0
176
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0