x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134674
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508998
პუტინმა "ნატოს" აშშ-ს უკანა ეზო უწოდა
image

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას (ნატო) შეერთებული შტატების უკანა ეზო უწოდა. ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა პროგრამაში „მოსკოვი, კრემლი, პუტინი" ინტერვიუში განაცხადა.რომლის ფრაგმენტი ტელეგრამის არხზე ჟურნალისტმა პაველ ზარუბინმა გამოაქვეყნა.


პუტინის თქმით, ორგანიზაციის მეპატრონეები ამერიკელები არიან. ”აშშ არის ნატოს ბატონი, ეს არის მათი უკანა ეზო, მთელი ნატო ან მთელი ნატოს ორგანიზაცია”, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.


ასევე ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა ჯო ბაიდენის განცხადებას, სადაც იგი ამბობს, რომ უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთი თავს დაესხმება ნატოს ქვეყნებს. პუტინმა უარყო მსგავსი გეგმები და შეახსენა საზოგადოებას, რომ არ არსებობს ტერიტორიული უთანხმოება ალიანსის ქვეყნებთან, ისევე როგორც არ არსებობს ეკონომიკური მიზეზი თავდასხმისთვის.



"მოსკოვს არ აქვს ტერიტორიული პრეტენზია ნატოს ქვეყნებთან და შესაბამისად, ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გაფრთხილება, უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში ალიანსზე რუსეთის თავდასხმის საფრთხის შესახებ „სრული სისულელეა“, -განუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეწამყვან პაველ ზარუბინს.


„ეს სრული სისულელეა. ვფიქრობ, პრეზიდენტ ბაიდენსაც ესმის ეს. ეს მხოლოდ ფიგურალური ლაპარაკია, რათა გაამართლოს რუსეთის მიმართ მისი მცდარი პოლიტიკა “, - მიიჩნევს პუტინი.

0
156
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0